ბანტუს ენები
ბანტუს ენები (ტექნიკურად ვიწრო ბანტუს ენები რადგან ფართე ბანტუს ენები ბანტოიდურ ენებსაც მოიცავს) — ნიგერი-კონგოს ენების ტრადიციული განშტოება. თავისმხრივ მოიცავს დაახლოებით 250 ენას, რომლებსაც გააჩნიათ საერთო მეტყველების გარკვეულობის ზღურბლი.[1] Ethnologue-ს (მსოფლიო ენების ონლაინ კატალოგი) მიხედვით ბანტუ მოიცავს 535 ენასა და დიალექტს (მათ შორის 13 მბამ ენები რომელიც გასრის კლასიფიკაციით ბანტუს ენებს არის მიკუთვნებული), რომელთა შორისაც ხშირად გასხვავების დადგენა რთულია.[2] ბანტუს ენები გავრცელებულია მთელს სუბსაჰარული აფრიკაში.
ბანტუ | |
გავრცელებულია | სუბსაჰარული აფრიკა |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 180 მილიონი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნიგერი-კონგოს ენები |
ენის კოდები | ISO 639-2/5: bnt |
რუკა | |
აფრიკული ენების განაწილების რუკა |
ბანტუს ენებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოლაპარაკე ჰყავს სუაჰილს, თუმცა ამ სუაჰილზე მოსაუბრეების უმეტესობისთვის ის მეორე ენაა. Ethnologue-ის მიხედვით სუაჰილზე საუბრობს დაახლოებით 180 მილიონი ადამიანი, თუმცა მშობლიური მხოლოდ 2 მილიონისთვისაა. ასევე Ethnologue-ის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული როგორც მშობლიური ენა არის შონა,[3] რომელზეც საუბრობს დაახლოებით 10.8 მილიონი ადამიანი (ხოლო მანიკას და ნდაუს დიალექტების ჩთვლით 14.2 მილიონი). მას მოსდევს ზულუ 10.3 მილიონი ადამიანით, ხოლო მასთან ყველაზე ახლოს მყოფ ენებთან კინიარვანდასა და კირუნდისთან ერთად მასზე მოსაუბრეტა რაოდენობა შეადგენს 12.4 მილიონს.[4]
წარმოშობარედაქტირება
ბანტუს ენები წარმოიშვა პროტო-ბანტუ ენებისგან. მიიჩნევა, რომ ამ ენებზე საუბრობდნენ დასავლეთ აფრიკაში.[5] ბანტუს ენების გავრცელება მოხდა დაახლოებით 3000 წლის წინ.[6] ბანტუს მიგრაცია მოხდა სამხრეთით სუბსაჰარულ რეგიონში, სადაც დღეისთვის ბანტუს ხალხი აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს.[5][7]
ტექნიკურად ტერმინი ბანტუ, რომელიც აღნიშნავს „ადამიანს“ ან „ხალხს“, პირველად გამოიყენა ვილჰელმ ბლიკმა (1827–1875). ბანტუს ენების საერთო მახასიათებელია ისეთი სიტყვების გამოყენება როგორიცაა, მუნტუ ან მუტუ - ადამიანი. ვილჰელმა და შემდგომში კარლ მეინჰოფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბანტუს ენების გრამატიკის სტრუქტურის კვლევაში.
გეოგრაფიული არეალირედაქტირება
ნიგერი-კონგოს ენების გავრცელების არეალი:
ბანტუს ენების ცნობილი სიტყვებირედაქტირება
დამწერლობარედაქტირება
ბანტუს ენებში ლათინურთან და არაბულთან ერთად არის ასევე აგამოიყენება დგილობრივი წარმოშობის დამწერლობებიც:
- მუანგვეგოს დამწერლობა - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც მალავიში გავრცელებული ჩევას ენისთვის გამოიყენება.
- მანდომბე - სეგმენტური დამწერლობა (აბუგიდა). გამოიყენება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გავრცელებული ბანტუს ენებისთვის, ძირითადად კიმბანგიზმში.
- დიტემა ცა დინოკო - მარცვლოვანი ანბანი, გამოიყენება სამხრეთი ბანტუს ენების ჩასაწერად.[8]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- Maho, Jouni F. 2002. Bantu lineup: comparative overview of three Bantu classifications. Göteborg University: Department of Oriental and African Languages.
- Nurse, Derek, & Gérard Philippson. 2006. The Bantu Languages. Routledge.
- Piron, Pascale. 1995. Identification lexicostatistique des groupes Bantoïdes stables. დაარქივებული 2013-01-15 საიტზე Wayback Machine. Journal of West African Languages, 25(2): 3–39.
- Stanford. (2013)KISWAHILI. ციტირების თარიღი: 2013-06-20.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Derek Nurse, 2006, "Bantu Languages", in the Encyclopedia of Language and Linguistics
- ↑ Ethnologue report for Southern Bantoid.
- ↑ Statistical Summaries: by Language Size. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
- ↑ Statistical Summaries. Ethnologue. ციტირების თარიღი: 2012-06-29.
- ↑ 5.0 5.1 Philip J. Adler, Randall L. Pouwels, World Civilizations: To 1700 Volume 1 of World Civilizations, (Cengage Learning: 2007), p.169.
- ↑ Genetic and Demographic Implications of the Bantu Expansion: Insights from Human Paternal Lineages Gemma Berniell-Lee et al.
- ↑ Toyin Falola, Aribidesi Adisa Usman, Movements, borders, and identities in Africa, (University Rochester Press: 2009), p.4.
- ↑ Isibheqe cabinets. Design Miami. ციტირების თარიღი: 2015-11-23.