იოზეფ ფონ აიხენდორფი
ბარონი იოზეფ კარლ ბენედიქტ ფონ აიხენდორფი (გერმ. Joseph Karl Benedikt Freiherr von Eichendorff; დ. 10 მარტი, 1788, კოშკი ლუბოვიცი რატიბორის მახლობლად, ზემო სილეზია — გ. 26 ნოემბერი, 1857, ნაისე, ზემო სილეზია) — რომანტიზმის ეპოქის გერმანელი პოეტი და პროზაიკოსი. მის ლირიკულ ნაწარმოებებზე შექმნილია მუსიკა დაახლოებით 5000-ჯერ.
იოზეფ ფონ აიხენდორფი | |
---|---|
გერმ. Joseph von Eichendorff | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1788[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | Castle Lubowitz[3] [4] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1857[2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] [14] [15] [16] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Nysa[18] [3] [1] |
დასაფლავებულია | Nysa |
საქმიანობა | მწერალი[19] , პოეტი ადვოკატი, მთარგმნელი, დრამატურგი, დღიურის ავტორი და რომანისტი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და Catholic Secondary School of St. Matthias in Wrocław |
Magnum opus | Aus dem Leben eines Taugenichts და The Marble Statue |
ჯილდოები | ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის |
მეუღლე | Aloysia von Eichendorff |
შვილ(ებ)ი | ჰერმან აიხენდორფი, Therese von Eichendorff Besserer-Dahlfinger და Rudolf von Eichendorff |
ნათესავ(ებ)ი | კარლ აიხენდორფი და Hartwig von Eichendorff |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიოზეფ ფონ აიხენდორფი დაიბადა კათოლიკე თავადების ოჯახში. 1801-1805 წლებში ძმასთან ერთად სწავლობდა ბრესლაუს კათოლიკურ გიმნაზიაში, 1805-1806 წლებში სწავლობდა სამართალს ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში, 1807-1808 წლებში — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. განათლების მიღება დაამთავრა ვენაში 1810-1812 წლებში 1813-1815 წლებში მონაწილეობდა ნაპოლეონის ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1816 წელს, პრუსიის სახელმწიფო სამსახურში შესვლის შემდეგ, ბრესლაუში დაიწყო სამსახური, 1821 წლიდან იყო ეკლესიისა და სკოლის საქმეების მრჩეველი დანციგში, 1824 წლიდან — კენიგსბერგში. 1831 წლიდან მსახურობდა ბერლინში, 1841 წელს მიიღო საიდუმლო მრჩეველის ხარისხი. 1844 წელს გავიდა თადარიგში. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა დანციგში, ვენაში და დრეზდენში. აიხენდორფი იცნობდა თავისი დროის მრავალ გამოჩენილ ადამიანს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი, კლემენს ბრენტანო, ჰაინრიხ ფონ კლაისტი, ფრიდრიხ შლეგელი და სხვები. 1931 წლიდან არსებობს აიხენდორფის საზოგადოება, რომელიც იკვლევს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. 1956 წელს დაწესდა აიხენდორფის სახელობის ლიტერატურული პრემია.
შემოქმედება
რედაქტირებაიოზეფ ფონ აიხენდორფი მიეკუთვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან გერმანელ ლირიკოსთა სონმს. მისი ლექსების დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია მშვიდი და კეთილგანწყობილი მსოფლჭვრეტა, ღრმა რელიგიური გრძნობა, ყურადღება ბუნებისადმი. ბევრი მისი ლექსი დაედო საფუძვლად ისეთი კომპოზიტორების მუსიკას, როგორებიც იყვნენ რობერტ შუმანი („მთვარიანი ღამე“, „მშვენიერი უცხო მხარე“), ფელიქს მენდელსონი („ღამის სიმღერა“, „დამშვიდობება ტყესთან“), ჰუგო ვოლფი (სიმღერების ციკლი აიხენდორფის ლექსებზე), რიხარდ შტრაუსი („დაისი“ ციკლიდან „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“) და სხვ. გარდა ამისა ფონ აიხენდორფი წერდა პროზას და დრამებს. 30-იანების შუა წლებიდან აიხენდორფი დაკავებული იყო ლიტერატურულ-ისტორიული კვლევებით, თარგმნიდა ესპანურიდან.
ნაწარმოებები
რედაქტირებაპროზა
- „შემოდგომის ჯადოსნობა“ (Die Zauberei im Herbste) (1808)
- „ წინათგრძნობა და აწმყო“ (Ahnung und Gegenwart) (1815)
- „მარმარილოს ქანდაკება“ (Das Marmorbild) (1819)
- „ერთი უსაქმურის ცხოვრებიდან“ (Aus dem Leben eines Taugenichts) (1826)
- „ბევრი ხმაური არაფრისაგან“ (Viel Lärmen um nichts) (1833)
- „პოეტები და მათი ამფსონები“ (Dichter und ihre Gesellen) (1834)
- „კოშკი დიურანდე“ (Das Schloß Dürande) (1836)
- „უბედო ვარსკვლავი“ (Unstern) (1839)
- „მოტაცება“(Die Entführung) (1839)
- „საზღვაო მოგზაურობა“ (Eine Meerfahrt) (1841)
- „ბედნიერების რაინდები“ (Die Glücksritter) (1841)
ეპოსი
- „იულიანი“(Julian) (1853)
- „ლუციუსი“(Lucius) (1857)
ისტორიულ-ლიტერატურული შრომები
- გერმანიის ახალი რომანტიკული პოეზიის ეთიკური და რელიგიური მნიშვნელობის შესახებ (Über die ethische und religiöse Bedeutung der neuen romantischen Poesie in Deutschland) (1847)
- XVIII საუკუნის გერმანული რომანი ქრისტიანობასთან კავშირში (Der deutsche Roman des 18. Jahrhunderts in seinem Verhältnis zum Christentum) (1851)
- დრამის ისტორიისათვის (Zur Geschichte des Drama) (1854)
- გერმანიის პოეტური ლიტერატურის ისტორია (Geschichte der Poetischen Literatur Deutschlands) (1857).
თარგმანები ქართულ ენაზე
- "გოლიათი" DIVERSA (თარგმანების კრებული) (მთარგმნელი ვლადიმერ კორტავა) (2015)
- იოზეფ ფონ აიხენდორფის (1788-1857) ცხოვრება და ლირიკის ნიმუშები (ლექსები გამოქვეყნებულ იქნა ლიტერატურულ ჟურნალ “ხელეურის” 2009 წლის მე–4 ნომერში) (მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი-ხართიშვილი)
- "ზამთრის სიმღერა" (მთარგმნელი კობა კუპრაშვილი) (2012)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Eichendorff, Joseph, Freiherr von // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Михайлов А. В. Эйхендорф // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 8.
- ↑ 4.0 4.1 Palm H. Eichendorff, Joseph Freiherr von // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1877. — ტ. 5. — S. 723–728.
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 7.0 7.1 IMSLP — 2006.
- ↑ 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 9.0 9.1 Discogs — 2000.
- ↑ 10.0 10.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 13.0 13.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 14.0 14.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 15.0 15.1 Babelio — 2007.
- ↑ 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118529390 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.