პოზიტივიზმი
პოზიტივიზმი — XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვით ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.
კონტის მიხედვით ჭეშმარიტების ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის „წარმომადგენლები“ მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია პიროვნების მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს პიროვნებათა თავისუფალი ნება განსაზღვრავს.
კონტის მიხედვით დასავლური ცივილიზაციისათვის პირველი სტადია დასრულდა განმანათლებლობის ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94.
- Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974.
- Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Parana, Brazil დაარქივებული 2012-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Porto Alegre, Brazil
- Present positivistic Sociological theory დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Rio de Janeiro, Brazil დაარქივებული 2005-11-05 საიტზე Wayback Machine.
- Posnan, Poland დაარქივებული 2016-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Positivists Worldwide
- Maison d'Auguste Comte, France