ოგიუსტ კონტი
ისიდორ მარი ოგიუსტ ფრანსუა ქსავიე კონტი (ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte; დ. მონპელიე, 19 თებერვალი, 1798 — გ. პარიზი, 5 სექტემბერი, 1857) — ფრანგი ფილოსოფოსი. პოზიტივიზმის დამაარსებელი. სოციოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ფუძემდებელი. უმნიშვნელოვანესი ნაშრომები — მისთვის დიდი პოპულარობის მომტანი „პოზიტიური ფილოსოფიის კურსი“ („Cours de philosophie positive“) ტ. 1-6, 1830-1842) და „პოზიტიური პოლიტიკის სისტემა, ან სოციოლოგიის ტრაქტატი, კაცობრიობის ჩამომაყალიბებელი რელიგია“ (ტ.1-4 1851-1854)
ოგიუსტ კონტი | |
---|---|
ფრანგ. Isidore Marie Auguste François Xavier Comte | |
დაბ. თარიღი | 19 იანვარი, 1798[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | მონპელიე, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა[6] |
გარდ. თარიღი | 5 სექტემბერი, 1857[1] [2] [3] [4] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [5] (59 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთის მეორე იმპერია[6] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Auguste Comte |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[14] [5] , სოციოლოგი[14] [5] , მათემატიკოსი[5] და მწერალი[15] |
ალმა-მატერი | ჟოფრეს ლიცეუმი და პოლიტექნიკური სკოლა |
განთქმული მოსწავლეები | Fabien Magnin, Pierre Laffitte, Richard Congreve და Eugène Sémérie |
მეუღლე | კაროლინ მასენი[16] |
დედა | Rosalie Boyer |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მონპელეში კათოლიკურ ოჯახში[18]. მამამისი იყო მებაჟე.
მას შემდეგ რაც ოგიუსტ კონტმა დაამთავრა ჯოფრის ლიცეუმი[19] შემდეგ კი მონტპელიერის უნივერსიტეტი ის ჩაირიცხა პარიზის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სასწავლებლის ღირებულებები სრულიად განსხვავდებოდა კონტის იდეოლოგიური ღირებულებებისგან რესპუბლიკანიზმისა და პროგრესის თემებზე. როდესაც ეს სასწავლებელი 1816 წელს დაიხურა, კონტმა სწავლა განაგრძო მონტპელერის სამედიცინო სასწავლებელში და როდესაც პოლიტექნიკური სკოლა განახლდა მან არ ისურვა ახალი სასწავლებლის მიტოვება.
მონტპელერში კკონტი კარგად ხედავდა მისი კათოლიკე და მონარქისტული ოჯახის ნამდვილ სახეს, ამიტომ პარიზში გამგზავრება განიზრახა და მიზნის მისაღწევად მუშაობა დაიწყო. მალევე მან პარიზში, ბონაპარტის ქუჩის 36 ნომერში აპარტამენტი იპოვნა, სადაც 1822 წლამდე ცხოვრობა. 1822 წელს კი ის ანრი სენ-სიმონის პირადი მდივანი გახდა, რომელმაც მას არისტოკრატული საზოგადოება გააცნო. ამან დიდი გავლენა იქონია კონტის მომავალზე. ამ პერიოდში ოგიუსტმა სენ-სიმონის დახმარებით გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომები.
ოგიუსტ კონტი და მისი წინამორბედები
რედაქტირებასაზოგადოების მექანისტური თეორიის წინააღმდეგ რეაქცია ყველაზე ადრე ინგლისში დაიწყო, სადაც საზოგადოების გაგებაში ახალი ტენდენციების გამომხატველად XVIII-ე საუკუნეში მოგვევლინა ადამ ფერგიუსონი, რომელმაც საფუძვლიანად გააკრიტიკა სახელმწიფოს წარმოშობის ჰობსისეული და რუსოსეული ხელშეკრულებიტი თეორია. ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ადამიანი თავიდანვე თავისი ბუნებით სოციალური – საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ „კაცობრიობა უნდა განიხილებოდეს ჯგუფების სახით, რომლებშიც არსებობდა იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე. ცალკეული ადამიანის ისტორია, – ამ ადამიანის გვართან კავშირურთიერთობის პროცესში შეძენილი გრძნობებისა და აზრების მხოლოდ ერთეული გამოვლენაა და ამ საგნის – კაცობრიობის ყოველი გამოვლენა უნდა ამოდიოდეს საზოგადოებისა და არა ერთეული ადამიანებისაგან“. კონტი უფრო აღრმავებს ამ აზრს და ამოსავალ პრინციპად საზოგადოებას როგორც ორგანულ მთლიანობას იღებს.
ოგიუსტ კონტი მეცნიერებათა კლასიფიკაციის შესახებ
რედაქტირებასანამ კონტის სოციოლოგიის პრინციპებს განვიხილავდეთ, აუცილებელია მეცნიერებათა კლასიფიკაციის გაგება გავაანალიზოთ. არისტოტელეს შემდეგ კონტი პირველია, ვინც შეეცადა ამ გრანდიოზული ამოცანის გადაწყვეტას. იგი ცდილობს მეცნიერება გამოყოს თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან. მეცნიერების ამოცანა კანონების აღმოჩენაა, რომლებიც გაგებულია როგორც მოვლენებს შორის მყარი და განმეორებადი კავშირი. კონტი გვევლინება ფილოსოფიის ტრადიციული გაგების გამაუქმებლად, მისი აზრით ფილოსოფიას არ აქვს არც განსაკუთრებული საგანი და არც კვლევის მეთოდი, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მეცნიერებათა მეთოდებისაგან. თუ ფილოსოფიას სურს დარჩეს მეცნიერებად, მაშინ იგი უნდა ჩაერთოს მეცნიერებათა რიგში და ყოველ მეცნიერებათა გამაერთიანებელ პოზიციური ფილოსოფიის სისტემად უნდა იქცეს. კონტმა მეცნიერებები დაყო აბსტრაქტული და კონკრეტული სახის მეცნიერებებად. პირველნი სწავლობენ მოვლენათა განსაზღვრული კატეგორიების კანონებს. მაგალითად, ბიოლოგია არის ზოგადი, აბსტრაქტული თეორიული მეცნიერება სოციოლოგიის შესახებ. მედიცინა კი კონკრეტული მეცნიერებაა, რომელიც იყენებს ბიოლოგიის ზოგად კანონებს. კონტი გამოყოფს ხუთ აბსტრაქტულ – თეორიულ მეცნიერებას: ასტრონომიას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და სოციოლოგიას. მეცნიერებათა კლასიფიკაციას ასევე საფუძვლად უდევს შესასწავლი მოვლენების სირთულის ზრდის პრინციპი. სოციალური მოვლენები ხასიათდებიან დიდი სირთულით და ამავე დროს დამოკიდებულნი არიან ყველა დანარჩენზე, რაც გვიხსნის სოციოლოგიის ყველაზე გვიანდელ წარმოშობას. სწორედ სოციოლოგია ასრულებს ამ პოზიტიური ფილოსოფიის სისტემას, რაც მოასწავებს საზოგადოების განვითარებაში პოზიტიური სტადიის დადგომას. მეცნიერული მიდგომის მთავარი მახასიათებელია მთლიანობითი, ანუ ჰოლისტური ხედვა, იმისათვის, რომ ვიცოდეთ რაიმე ნაწილი, აუცილებელია მთელის ცოდნა, ადამიანების გაგება შესაძლებელია მხოლოდ კაცობრიობასთან, ეპოქასთან მიმართებაში. სოციოლოგია იმიტომ ხდება აბსოლუტური და ლოგიკურად სრული, რომ მისი შესასწავლი საგანი კცობრიობა, ყველაზე მეტად ეხება ადამიანს და მისი შემეცნებაც მისთვის უფრო მისადგომია.
სოციოლოგიის მთავარი მიზნები
რედაქტირებასოციოლოგია ერთის მხრივ უპირისპირდება თეოლოგიურ შეხედულებებს, მეორეს მხრივ მეტაფიზიკურ შეხედულებებს, რომელთა მიხედვით საზოგადოება ადამიანთა გონიერი ნების პროდუქტია. სოციოლოგია კი არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ ხდება ადამიანის გონება და ფსიქიკა სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით. ინდივიდი აბსტრაქციაა, საზოგადოება კი სინამდვილი, რომელიც კანონებს ექვემდებარება. ბიოლოგიურისაგან განსხვავებით სიტუაციური მოვლენები მუდმივ განვითარებაში იმყოფებიან – ამიტომ მათი არსება ისტორიულობაში გამოიხატება. საზოგადოებრივი განვითარების მთავარი შინაარსი მეცნიერული გონის პროგრესია. ამის შესატყვისად მიმდინარეობს კიდეც საზოგადოების ისტორიის განვითარების პროცესი. ძირითადი და პირველადი სინამდვილე, რომლისაგანაც უნდა ამოვიდეს სოციოლგი, არის საზოგადოება მთლიანობაში. ესაა მთელი კაცობრიობის ან მისი რომელიმე დიდი ნაწილის ორგანული ერთიანობა, რომელიც დაკავშირებულია „საყოველთაო თანხმობით“. მათ ახასიათებთ მისი სტრუქტურული ელემენტების ჰარმონიული ფუნქციონირება. საზოგადოების სირთულე აიხსნება იმით, რომ მასში მოქმედი თანამედროვე ფაქტორები ერწყმიან ისტორიულს, წარსული თაობები გავლენას ახდენენ თანამედროვე თაობებზე. საზოგადოება – კაცობრიობა უმაღლესი სინამდვილეა. ერთგვარი უმაღლესი არსებაა. ისაა თავისებური რეალობის მქონე, მაგრამ ამგვარი თვალსაზრისი არ არის სოციალური რეალიზმი, რომელიც აფეტიშებს და რეიფიკაციას უკეთებს სოციალურ მოვლენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Auguste Comte: Stanford Encyclopaedia of Philosophy
- Review materials for studying Auguste Comte დაარქივებული 2017-06-14 საიტზე Wayback Machine.
- J.H. Bridges, The Seven New Thoughts of the Positive Polity 1915
- Henri Gouhier, "Final Chapter – Life in the anticipation of the Grave", from The Life of Auguste Comte (1931). On Comte's last years, practicing his own religion.
- Auguste Comte quotes
- ოგიუსტ კონტი — Find a Grave-ზე
- Positivist Church of Brazil დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine.
- The Three Cs and the Notion of Progress: Copernicus, Condorcet, Comte by Caspar J M Hewett
- Sociological theory დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. basing on theory of Comte
- The positive philosophy, Auguste Comte დაარქივებული 2017-10-20 საიტზე Wayback Machine. / freely translated and selected by Harriet Martineau, Cornell University Library Historical Monographs Collection - downloadable version. {Reprinted by} Cornell University Library Digital Collections
- Some selections from first lecture of Course of Positive Philosophy
- Auguste Comte – High Priest of Positivism by Caspar Hewett
- Maison d'Auguste Comte
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Fletcher R., Barnes H. E. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 6.0 6.1 Конт Огюст // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 14.0 14.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118521748 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ http://sabix.revues.org/341
- ↑ 17.0 17.1 Encyclopedia of Modern Christian Politics — Greenwood Publishing Group, 2006. — გვ. 66. — ISBN 978-0-313-32362-1
- ↑ Реале Д., Антисери Д. Западная философия от истоков до наших дней. — Т.4: От романтизма до наших дней. — თარგი:СПб., 1997. — С. 191.
- ↑ Rencontre avec Annie Petit "Auguste Comte". Montpellier Agglomeration (2007-10-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-15. ციტატა: „"Né à Montpellier, brillant élève du Lycée Joffre..." Translation: "Born in Montpellier, shining student of the Lycée Joffre..."“ ციტირების თარიღი: 2008-10-15.