თურქული ლიტერატურა
თურქული ლიტერატურა — თურქულ ენაზე დაწერილი ნამუშევრებია ოსმანურ (რომელზეც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა სპარსულმა და არაბულმა, და რომელიც სპარსულ-არაბულ დამწერლობის ვარიანტს იყენებდა) ან მის უფრო ნორმატიულ ნაირსახეობაში, რომელიც დღევანდელი თურქეთის სასაუბრო/სალიტერატურო ენაა.
თურქეთის ლიტერატურას დაახ. 1500 წლის ისტორია აქვს. დღემდე შემორჩენილი უძველესი თურქული ჩანაწერებია ორღონის მანუსკრიპტები, რომელიც ორღონის ხეობაში იქნა ნაპოვნი ცენტრალურ მონღოლეთში და მე-8 საუკუნით თარიღდება. მომდევნო პერიოდში (IX-XII სს.) ცენტრალური აზიის მომთაბარე თურქულ ტომებში წარმოიშვა ზეპირი ეპოსის ტრადიცია, მათ შორის აღსანიშნავია: დღევანდელი თურქების წინაპრების - ოღუზის თურქთა დედე ქორკუთის წიგნი, და ყირგიზი ხალხის მანასის ეპოსი.
XI საუკუნიდან მოყოლებული სელჯუკების მცირე აზიაში შემოსვლის შემდეგ თურქები იწყებენ ანატოლიაში დასახლებას და ამ დროს ადრეულ ზეპირ ტრადიციასთან ერთად მკვიდრდება წერილობითი ლიტერატურული ტრადიციაც ძლიერი არაბული და სპარსული ზეგავლენით. შემდეგი 900 წლის განმავლობაში (1922 წელს ოსმანთა იმპერიის დაცემამდე) ზეპირი და წერილობითი ტრადიციები ერთმანეთისგან განცალკევებულად ვითარდებოდა. 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებასთან ერთად ეს ორი ტრადიცია ისტორიაში პირველად ერთმანეთს შეერწყა.
თურქი მწერლები
რედაქტირება