დარი
დარი (სპარს. دری) ან სპარსული-დარი (სპარს. فارسی دری) — სპარსული ენის სახელწოდება და სტანდარტიზებული ფორმა ავღანეთში, მშობლიურად ითვლება ავღანეთში მცხოვრები ტაჯიკებისთვის, ხოლო ტაჯიკეთში მხოვრები ტაჯიკებისთვის მშობლიურია სპარსული ენის სხვა სტანდარტიზაცია — ტაჯიკური.
დარი دری | |
გავრცელებულია | ავღანეთი, აღმოსავლეთ ირანი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 9.6 მილიონი ადამიანი[1] |
ოფიციალური სტატუსი | ავღანეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | სპარსული |
ენის კოდები | ISO 639-3: prs, aiq, haz |
დარი ავღანეთში სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობს ავღანურ ენასთან (პუშტუსთან) ერთად. მნიშვნელობით იგი თითქმის არ განსხვავდება პუშტუსგან, რადგან დარი ოფიციალური სასაუბრო ენაა მოსახლეობის თითქმის 50%-ისთვის: ტაჯიკების (33%) გარდა, დარის იყენებენ ასევე ჰაზარელები (11%) და აიმაყები (1%).
ამ ტერმინით მოიხსენიება ახალი სპარსული ენა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული არაბულ სამყაროში და X საუკუნიდან გვხვდება არაბულ დასპარსულ ტექსტებში.[2] სპარსული-დარი შეიძლება ლინგვისტურად კლასიფიცირდეს როგორც შუასპარსულის გაგრძელება, რომელიც სასანიანების დროს წარმოადგენდა ოფიციალურ რელიგიურ და სალიტერატურო ენას და თავის მხრივ სათავეს იღებდა ძველსპარსულისგან რომელიც იყო აქემენიანთა ოფიციალური ენა.[3][4]