სოციოლექტი (ინგლ. sociolect, ლათ. „socio-„ - სოციალური, „lect” - მეტყველების ნაირსახეობა ) ე.წ. ჯგუფური ენა - სოციალური დიალექტი, რომელზეც ლაპარაკობენ კონკრეტულ სოციალურ კლასში, სოციალურ ჯგუფსა ან სუბკულტურაში.

იგი განსხვავდება გეოლექტისა და ტოპოლექტისგან, რომლებიც წარმოადგენს გარკვეულ რეგიონში ან მცირე გეოგრაფიულ ტერიოტორიაზე გავრცელებულ მეტყველებას, და იდიოლექტისგან - კონკრეტული ინდივიდისთვის დამახასიათებელი მეტყველებისგან.

ზოგჯერ დიალექტი შეიძლება იყოს სოციოლექტი: მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე რაიონის დიალექტი იქცევა მთელი ქვეყნის სალიტერატურო ენად, იგი სხვა რეგიონებისთვის გარკვეული სოციალური სტატუსის მაჩვენებელი ხდება.

სოციოლექტებია: მეზღვაურთა ენა, მონადირეთა ენა, მთასვლელთა ენა, ჯარისკაცების ენა, პატიმართა ენა, კომპიუტერის ენა, სპორტული ჟარგონი, რელიგიური ან სექტების ენა და ა.შ.