კილოკავი — საერთო-სახალხო ენის ტერიტორიული სახესხვაობა. დიალექტზე (კილოზე) მცირე ერთეული. გავრცელებულია შედარებით მცირე ტერიტორიაზე. კილოკავები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკურ-სტილისტიკური ნიშნებითა და გამოთქმის თავისებურებებით. ქართული ენის კილოებში გამოიყოფა კილოკავები, მაგ., კახური კილოს გარეკახური და შიგნითკახური კილოკავები, იმერული კილოს ზემოიმერული და ქვემოიმერული კილოკავები და ა. შ.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება