გრაფემა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
გრაფემა - კონკრეტულ ენაში დამწერლობის ძირითადი ერთეული. გრაფემის ვიზუალური და ფონეტიკური რეალიზება დამწერლობის ტიპზეა დამოკიდებული. ეს ტიპებია:
- ანბანური დამწერლობა: გრაფემა = ერთი ასო = ერთი ფონემა;
- მარცვლოვანი დამწერლობა: გრაფემა = მარცვალი;
- ანბანურ-მარცვლოვანი დამწერლობა: გრაფემა = თანხმოვანი და ხმოვანი ან ერთი ფონემა;
- კონსონანტური დამწერლობა: გრაფემა = ერთი ასო = ერთი თანხმოვანი;
- ლოგოგრაფიკული დამწერლობა: გრაფემა = ერთი ნიშანი = იდეა, სიტყვა, მორფემა და ა.შ.