ტერმინს „ტროფეი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტროფეი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტროფეი (ინგლ. Trophy, ფრანგ. Trophée) — ჯილდო კონკრეტული მიღწევისთვის ან დამსახურებისთვის და წარმოადგენს აღიარების ერთგვარ მტკიცებულებას. უმეტესად ტროფეი გადაეცემა სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს ან გუნდს. ძირითადად გამარჯვებულ სპორტსმენებს ტროფეისთან ერთად გადაეცემათ მედლები. ასევე ტროფეის გადასცემენ გამარჯვებულებს კინოხელოვნების და სხვა სახის კულტურულ დაჯილდოებებზე.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტროფეი.

ტროფეის ყველაზე გავრცელებული ტიპია გრავირებული თასი ან სინი, ასევე ხშირია ცხოველების, ადამიანების და სხვადასხვა უსულო საგნების ქანდაკებები, სტილიზებული წარწერები ან ლოგოები.

სიტყვა ტროფეი ბერძნული წარმოშობისაა: ტროფეუმი (ბერძ. τρόπαιον, ლათ. tropaeum) — ანტიკურ საბერძნეთში და რომში ეწოდებოდა ნაგებობას, რომელსაც მტერთან გამარჯვების აღსანიშნავად აგებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: