მიდლზბრო (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან მიდლსბრო (საფეხბურთო კლუბი))

საფეხბურთო კლუბი „მიდლზბრო“ (ინგლ. Middlesbrough F.C.) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მიდლზბროში, ჩრდილოეთ იორკშირში. დაარსდა 1876 წელს და საშინაო მატჩებს 1995 წლიდან ატარებს რივერსაიდ სტეიდიუმზე.

მიდლზბრო
სრული სახელი Middlesbrough Football Club
დაარსდა 1876; 148 წლის წინ (1876)
სტადიონი რივერსაიდი
მიდლზბრო, ინგლისი
(ტევადობა: 33,746[1])
პრეზიდენტი ინგლისის დროშა სტივ გიბსონი
მწვრთნელი ინგლისის დროშა სტივ აგნიუ
კაპიტანი ინგლისის დროშა გრანტ ლიდბიტერი
ლიგა ჩემპიონშიფი
2016-17 პრემიერლიგა, მე-19 ადგილი (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„მიდლზბრო“ იყო ერთ-ერთი იმ კლუბთაგანი, რომელიც ასპარეზობდა პრემიერლიგის ეპოქის დაწყებისას (1992), იმავე წელს კი დატოვა ინგლისის უმაღლესი ლიგა. გუნდის ისტორიული მეტოქეები არიან „სანდერლენდი“ და „ნიუკასლი“. რივერსაიდელები აგრეთვე მართავენ იორკშირულ დერბის „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

2004 წელს გუნდმა მოიგო ლიგის თასი. ინგლისის ჩემპიონშიპში გატარებული შვიდი წლის შემდეგ, „მიდლზბრომ“ 2016 წელს მოიპოვა პრემიერლიგის საგზური.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მიდლზბრო (საფეხბურთო კლუბი)

  1. Glover, Andrew. (18 ივლისი, 2016) Riverside's new capacity confirmed after stadium's summer refit. ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2016