ფიფა-ს წლის ფეხბურთელი

ფიფა-ს წლის ფეხბურთელი (ინგლ. FIFA World Player of the Year) — ყოწელწლიური ჯილდო, რომელსაც მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელ ქალს და მამაკაცს გადაეცემოდა ფიფას მიერ. საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევა ხდებოდა ფიფას წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე. თითოეულ პიროვნებას საშუალება ჰქონდა დაესახელებინა სამი პიროვნება და მიენიჭებინა მათთვის 5, 3 ან 1 ქულა, გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ქულების საერთო რაოდენობის საფუძველზე.

ჯილდო 1991 წლიდან ვაჟ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, ხოლო 2001 წლიდან ასევე აჯილდოებდნენ ფეხბურთელ ქალებსაც. 2010 წლიდან ფიფას წლის საუკეთესო ვაჟი ფეხბურთელის დაჯილდოება და ფრანგული საფეხბურთო ჟურნალის France Football-ის თითქმის ანალოგიური ტიპის დაჯილდოება — ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon D'or) გაერთიანდა ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფა-ს ოქროს ბურთი, რომელმაც 2015 წლამდე იარსება. ამ პერიოდში ქალ ფეხბურთელებს კვლავ ძველებური სახით გადასცემდნენ ჯილდოს. 2016 წლიდან ფიფა-მ კვლავ დამოუკიდებელი დაჯილდოება დააარსა, ამჯერად ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის სახელწოდებით.

გამარჯვებულები ვაჟთა შორის

რედაქტირება
წელი ადგილი მოთამაშე ნაკრები კლუბი
1991 1 ლოთარ მათეუსი   გერმანია   ინტერი
2 ჟან-პიერ პაპენი   საფრანგეთი   მარსელი
3 გარი ლინეკერი   ინგლისი   ტოტენჰემ ჰოთსპური
1992 1 მარკო ვან ბასტენი   ნიდერლანდები   მილანი
2 ხრისტო სტოიჩკოვი   ბულგარეთი   ბარსელონა
3 თომას ჰესლერი   გერმანია   რომა
1993 1 რობერტო ბაჯო   იტალია   იუვენტუსი
2 რომარიო   ბრაზილია   ბარსელონა
  პსვ
3 დენის ბერგკამპი   ნიდერლანდები   ინტერი
  აიაქსი
1994 1 რომარიო   ბრაზილია   ბარსელონა
2 ხრისტო სტოიჩკოვი   ბულგარეთი   ბარსელონა
3 რობერტო ბაჯო   იტალია   იუვენტუსი
1995 1 ჯორჯ ვეა   ლიბერია   მილანი
  პარი სენ-ჟერმენი
2 პაოლო მალდინი   იტალია   მილანი
3 იურგენ კლინსმანი   გერმანია   ბაიერნი
  ტოტენჰემ ჰოთსპური
1996 1 რონალდო   ბრაზილია   ბარსელონა
  პსვ
2 ჯორჯ ვეა   ლიბერია   მილანი
3 ალან შირერი   ინგლისი   ნიუკასლ იუნაიტედი
  ბლექბერნ როვერსი
1997 1 რონალდო   ბრაზილია   ინტერი
  ბარსელონა
2 რობერტო კარლოსი   ბრაზილია   რეალ მადრიდი
3 დენის ბერგკამპი   ნიდერლანდები   არსენალი
ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   იუვენტუსი
1998 1 ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   იუვენტუსი
2 რონალდო   ბრაზილია   ინტერი
3 დავორ შუკერი   ხორვატია   რეალ მადრიდი
1999 1 რივალდო   ბრაზილია   ბარსელონა
2 დევიდ ბექჰემი   ინგლისი   მანჩესტერ იუნაიტედი
3 გაბრიელ ბატისტუტა   არგენტინა   ფიორენტინა
2000 1 ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   იუვენტუსი
2 ლუიშ ფიგუ   პორტუგალია   რეალ მადრიდი
  ბარსელონა
3 რივალდო   ბრაზილია   ბარსელონა
2001 1 ლუიშ ფიგუ   პორტუგალია   რეალ მადრიდი
2 დევიდ ბექჰემი   ინგლისი   მანჩესტერ იუნაიტედი
3 რაული   ესპანეთი   რეალ მადრიდი
2002 1 რონალდო   ბრაზილია   რეალ მადრიდი
  ინტერი
2 ოლივერ კანი   გერმანია   ბაიერნი
3 ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   რეალ მადრიდი
2003 1 ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   რეალ მადრიდი
2 ტიერი ანრი   საფრანგეთი   არსენალი
3 რონალდო   ბრაზილია   რეალ მადრიდი
2004 1 რონალდინიო   ბრაზილია   ბარსელონა
2 ტიერი ანრი   საფრანგეთი   არსენალი
3 ანდრეი შევჩენკო   უკრაინა   მილანი
2005 1 რონალდინიო   ბრაზილია   ბარსელონა
2 ფრენკ ლამპარდი   ინგლისი   ჩელსი
3 სამუელ ეტო’ო   კამერუნი   ბარსელონა
2006 1 ფაბიო კანავარო   იტალია   რეალ მადრიდი
  იუვენტუსი
2 ზინედინ ზიდანი   საფრანგეთი   რეალ მადრიდი
3 რონალდინიო   ბრაზილია   ბარსელონა
2007 1 კაკა   ბრაზილია   მილანი
2 ლიონელ მესი   არგენტინა   ბარსელონა
3 კრიშტიანუ რონალდუ   პორტუგალია   მანჩესტერ იუნაიტედი
2008 1 კრიშტიანუ რონალდუ   პორტუგალია   მანჩესტერ იუნაიტედი
2 ლიონელ მესი   არგენტინა   ბარსელონა
3 ფერნანდო ტორესი   ესპანეთი   ლივერპული
2009 1 ლიონელ მესი   არგენტინა   ბარსელონა
2 კრიშტიანუ რონალდუ   პორტუგალია   რეალ მადრიდი
  მანჩესტერ იუნაიტედი
3 შავი ერნანდესი   ესპანეთი   ბარსელონა
2010-2016 წლებში გამარჯვებულებს გადაეცემოდათ ფიფა-ს ოქროს ბურთი, 2016 წლიდან ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.

გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება
ქვეყანა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
1   ბრაზილია 8 (1994, 1996, 1997, 1999, 2002, 2004, 2005, 2007) 4 (1993, 1997, 1998) 3 (2000, 2003, 2006)
2   საფრანგეთი 3 (1998, 2000, 2003) 4 (1991, 2003, 2004, 2006) 2 (1997*, 2002)
3   პორტუგალია 2 (2001, 2008) 2 (2000, 2009) 1 (2007)
4   იტალია 2 (1993, 2006) 1 (1995) 1 (1994)
5   არგენტინა 1 (2009) 2 (2007, 2008) 1 (1999)
6   გერმანია 1 (1991) 1 (2002) 2 (1992, 1995)
7   ლიბერია 1 (1995) 1 (1996) 0
8   ნიდერლანდები 1 (1992) 0 2 (1993, 1997*)
9   ინგლისი 0 3 (1999, 2001, 2005) 2 (1991, 1996)
10   ბულგარეთი 0 2 (1992, 1994) 0
11   ესპანეთი 0 0 3 (2001, 2008, 2009)
12   ხორვატია 0 0 1 (1998)
12   უკრაინა 0 0 1 (2004)
12   კამერუნი 0 0 1 (2005)

* როდესაც ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა თანაბარი ქულებით

გამარჯვებულები ქალთა შორის

რედაქტირება
ფეხბურთელი 1-ლი მე-2 მე-3
  მარტა 5 (2006, 2007, 2008, 2009, 2010) 4 (2005, 2011, 2012, 2014) 2 (2004, 2013)
  ბირგიტ პრინცი 3 (2003, 2004, 2005) 5 (2002, 2007, 2008, 2009, 2010)
  მია ჰემი 2 (2001, 2002) 2 (2003, 2004)
  ები ვამბახი 1 (2012) 1 (2013) 2 (2011, 2014)
  ჰომარე სავა 1 (2011)
  ნადინე ანგერერი 1 (2013)
  ნადინე კესლერი 1 (2014)
  კარლი ლოიდი 1 (2015)

გამარჯვებულები ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება
ქვეყანა ფეხბურთელი რაოდენობა
  გერმანია 3 5
  ბრაზილია 1 5
  აშშ 3 4
  იაპონია 1 1

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.