ანდრეი შევჩენკო (უკრ. Андрій Шевченко; დ. 29 სექტემბერი, 1976, დვორკივშინა, უკრაინა) — უკრაინელი სპორტსმენი, თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი.

ანდრეი შევჩენკო
Андрі́й Шевче́нко
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Андрі́й Микола́йович Шевче́нко[1]
დაბადების
თარიღი
29 სექტემბერი, 1976 (1976-09-29) (48 წლის)
დაბადების
ადგილი
დვორკივშინა, უკრაინის სსრ
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1986–1993 დინამო კიევი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1994–1999 დინამო კიევი 117 (60)
1999–2006 მილანი 208 (127)
2006–2009 ჩელსი 48 (9)
2008–2009 მილანი (იჯარა) 18 (0)
2009–2012 დინამო კიევი 55 (23)
სულ 446 (219)
ეროვნული ნაკრები
1994–1995 უკრაინა U18 8 (5)
1994–1995 უკრაინა U21 7 (6)
1995–2012 უკრაინა 111 (48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2012
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ივნისი 2012

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრეი დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს კიევის ოლქის იაგოტინსკის რაიონის სოფელ დვირკივშინაში პრაპორშჩიკის ნიკოლოზ შევჩენკოს ოჯახში.

ვაჟის დაბადების შემდეგ მალე შევჩენკოების ოჯახი კიევში გადავიდა საცხოვრებლად. იქ შევჩენკომ დაიწყო სწავლა ობოლონსკის 216–ე საშუალო სკოლაში, რომლის მოსწავლეები ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან მოიპოვონ შევჩენკოს მერხზე დაჯდომის უფლება. მაგრამ წარწერა 'აქ იჯდა შევჩენკო' ამოკაწრულია რამდენიმე მერხზე, და რომელია მათ შორის ნამდვილად შევჩენკოს მერხი არავინ იცის.

კლასი, რომელშიც ანდრეი ერთსულოვნად აირჩიეს ფიზ. მომზადების ორგანიზატორად, ითვლებოდა სუსტად, ის დააკომპლექტეს იმ ბავშვებისაგან, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფიზიკისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ჯგუფებში. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბავშვებისათვის რომ ჩამოეყალიბებინათ მეგობრული და გულისხმიერი კოლექტივი. ლიდერი რა თქმა უნდა ანდრიუშა შევჩენკო იყო. ის იღებდა მონაწილეობას 'თემურელების' მოძრაობაში, მაკულატურასაც აგროვებდა, გოგოებსაც იცავდა. მაგრამ მასწავლებლებს ისიც ახსოვთ, თუ როგორ მონაწილეობდა ანდრეი ჩხუბებში, ტუალეტებშიც ეწეოდა და საერთოდ არაფრით არ გამოირჩეოდა ჩვეულებრივი საბჭოთა მოსწავლეებისაგან.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

შეჩენკო მონაწილეობდა მსოფლიოსა (2006 წ.) და ევროპის (2012 წ.) საფეხბურთ ჩემპიონატებზე. თითოეულ ტურნირზე მან 2-2 გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევჩენკომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.[2]

ტიტულები

რედაქტირება
პერიოდი კლუბი ტიტული
1994-1999 დინამო უკრაინის ჩემპიონი: 1995, 1996, 1997, 1998, 1999
უკრაინის თასი: 1996, 1998, 1999
1999-2006 მილანი იტალიის ჩემპიონი: 2004
იტალიის თასი: 2003
იტალიის სუპერ თასი: 2004
ჩემპიონთა ლიგა: 2003
უეფას სუპერ თასი: 2003
2006- ჩელსი ინგლისის თასი: 2007
ინგლისის ლიგის თასი: 2007
პირადი მიღწევები
1999 უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
2000, 2004 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
2004 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
1999, 2001, 2006 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი
1999 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი
2000 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: