იტალიის სერია A

(გადამისამართდა გვერდიდან იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი)

იტალიის სერია A — ცნობილი როგორც Seria A TIM, პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის. წარმოადგენს იტალიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ლიგა 1929 წლიდან მოქმედებს.

იტალიის სერია A
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1898
(1929-დან
ახალი ფორმატით)
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20
ქვეითდება სერია B
საშინაო თასები იტალიის თასი
იტალიის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი „ინტერი“ (20-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „იუვენტუსი“ (36-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Italia
Mediaset Premium
საიტი ოფიციალური
2022-23

იტალიის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 16 კლუბი. ჩემპიონატს სამი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „იუვენტუსის“ (36 ტიტული), „ინტერის“ (20) და „მილანის“ (19) სახით[1]. მოქმედი ჩემპიონია „მილანი“.

უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, სერია A მეოთხე ადგილს იკავებს[2]. 2015–16 წლების სეზონში სერია A-ს მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 22 644 ადამიანი[3].

 
სკუდეტოს ემბლემა, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი ატარებს საკუთარ მაისურზე.

სერია A-ს გათამაშებას ხშირად უწოდებენ ”სკუდეტო”-ს. იტალიის ჩემპიონატის ყველაზე წარმატებულ კლუბად ითვლება ტურინის იუვენტუსი, რომელმაც ტურნირი 36-ჯერ მოიგო. იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004–05, 2005–06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს, ცნობილი სკანდალის – კალჩოპოლის გამო. იუვენტუსის შემდეგ სკუდეტოების რაოდენობით მოდიან მილანური გრანდები – მილანი და ინტერი, რომლებმაც 19–19-ჯერ მოიგეს ჩემპიონატი. ათჯერ ჩემპიონობის შემთხვევაში, გუნდს უფლება ეძლევა კლუბის ემბლემის (ლოგოს) თავზე ატაროს პატარა ოქროს ვარსკვლავი. ამგვარად იუვენტუსი ფლობს 3 ვარსკვლავს, ხოლო მილანი და ინტერი თითო-თითოს.

ისტორიის მანძილზე, სერია A ძირითადად 16 ან 18 გუნდისგან შედგებოდა. 2004–05 წლების სეზონიდან ჩემპიონატში 20 გუნდი იღებს მონაწილეობას.

სერია A-ს ამჟამინდელი ფორმატი სტარტს იღებს 1929 წლიდან. 1898-დან–1929 წლამდე ჩემპიონატი ტარდებოდა რეგიონული პრინიციპით, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი გუნდი ჰყავდა. სერია A-ში კლუბების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა.

1929–34: 18 კლუბი

1934–42: 16 კლუბი

1942–46: 18 კლუბი

1946–47: 20 კლუბი

1947–48: 21 კლუბი

1948–52: 20 კლუბი

1952–67: 18 კლუბი

1967–88: 16 კლუბი

1988–2004: 18 კლუბი

2004–დღემდე: 20 კლუბი

საფეხბურთო სეზონის განმავლობაში (აგვისტო-მაისი) ყველა კლუბი 2-ჯერ ხვდება ერთმანეთს. ამგვარად სეზონის განმავლობაში კლუბი მართავს 38 მატჩს (19-ს პირველ წრეში და მეორე 19-ს მეორეში). შეხვედრების მიმდევრობა ორივე წრეში იდენტურია.

კლუბები გამარჯვებისათვის იღებენ 3 ქულას, 1 ქულა ეძლევათ ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ხოლო წაგებული გუნდი უქულოდ რჩება. თუ კლუბები დააგროვებენ ქულათა ერთი და იმავე რაოდენობას, ამ შემთხვევაში ადგილები გადანაწილდება გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობით. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულების დაგროვების შემთხვევაში, კლუბი გამოცხადდება გათამაშების გამარჯვებულად. 3 გუნდი, რომლებიც ჩემპიონატს ცხრილის ბოლო ნაწილში დაასრულებენ (მე-18, მე-19, მე-20 ადგილებზე), დაქვეითდებიან იტალიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში – სერია B-ში.

სერია A-ს პირველი 3 კლუბი, უფლებას იღებს მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. აქედან პირველი 2 კლუბი პირდაპირ ერთვება ჯგუფური ეტაპიდან, ხოლო მესამე კლუბი ასპარეზობას იწყებს ჩემპონთა ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდიდან, სადაც ჯგუფრ ეტაპზე მოსახვედრად მოუწევს ორმატჩიანი დაპირისპირება სხვა ქვეყნის კლუბთან. მე-4 და მე-5 ადგილების დაკავების შემთხვევაში, კლუბს უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს უეფა-ს ევროპა ლიგაში. ამავე ტურნირში მონაწილეობის უფლება ეძლევა იტალიის თასის გამარჯვებულს, მაგრამ თუ იტალიის თასის გამარჯვებულმა უკვე გაიარა კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის გათამაშებებში, მაშინ მესამე საგზურის მფლობელი ხდება ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული კლუბი.

ჩემპიონები

რედაქტირება
კლუბი ჩემპიონები მეორე ადგილი ჩემპიონობის წლები
იუვენტუსი 36 21 1905, 1926, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1950, 1952, 1958, 1960, 1961, 1967, 1972, 1973, 1975, 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1995, 1997, 1998, 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020
ინტერი 20 16 1910, 1920, 1930, 1938, 1940, 1953, 1954, 1963, 1965, 1966, 1971, 1980, 1989, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2021, 2023
მილანი 19 17 1901, 1906, 1907, 1951, 1955, 1957, 1959, 1962, 1968, 1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004, 2011, 2022
ჯენოა 9 4 1898, 1899, 1900, 1902, 1903, 1904, 1915, 1923, 1924
ტორინო 7 6 1928, 1943, 1946, 1947, 1948, 1949, 1976
ბოლონია 7 4 1925, 1929, 1936, 1937, 1939, 1941, 1964
პრო ვერჩელი 7 1 1908, 1909, 1911, 1912, 1913, 1921, 1922
რომა 3 14 1942, 1983, 2001
ნაპოლი 2 7 1987, 1990
ლაციო 2 6 1974, 2000
ფიორენტინა 2 5 1956, 1969
კალიარი 1 1 1970
კაზალე 1 0 1914
ნოვეზე 1 0 1922
ელას ვერონა 1 0 1985
სამპდორია 1 0 1991
ინტერი ტურინი 0 2
მილანეზე 0 2
ვიჩენცა 0 2
ლივორნო 0 2
ალბა ტრასტევერე 0 2
ტორინეზე 0 1
ვენეცია 0 1
პიზა 0 1
სამპიერდარენეზე 0 1
ფორტიტუდო 0 1
სავოია 0 1
უდინეზე 0 1
პერუჯა 0 1
პარმა 0 1

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

რედაქტირება
სეზონი ეროვნება მოთამაშე[4] კლუბი გოლების რაოდენობა
1929–30   ჯუზეპე მეაცა ინტერი 31
1930–31   როდოლფო ვოლკი რომა 29
1931–32   ანჯელო სკიავიო ბოლონია 25
  პედრო პეტრონე ფიორენტინა
1932–33   ფელიჩე ბორელი იუვენტუსი 29
1933–34   ფელიჩე ბორელი (2) იუვენტუსი 31
1934–35  /  ენრიკე გუაიტა რომა 28
1935–36   ჯუზეპე მეაცა (2) ინტერი 25
1936–37   სილვიო პიოლა ლაციო 21
1937–38   ჯუზეპე მეაცა (3) ინტერი 20
1938–39  /  ეტორე პურიჩელი ბოლონია 19
  ალდო ბოფი მილანი
1939–40   ალდო ბოფი (2) მილანი 24
1940–41  /  ეტორე პურიჩელი (2) ბოლონია 22
1941–42   ალდო ბოფი (3) მილანი 22
1942–43   სილვიო პიოლა (2) ლაციო 21
1945–46   ეუსებიო კასტილიანო ტორინო 13
1946–47   ვალენტინო მაცოლა ტორინო 29
1947–48   ჯამპიერო ბონიპერტი იუვენტუსი 27
1948–49   იშტვან ნიერში ინტერი 26
1949–50   გუნარ ნორდალი მილანი 35
1950–51   გუნარ ნორდალი (2) მილანი 34
1951–52   იონ ჰანსენი იუვენტუსი 30
1952–53   გუნარ ნორდალი (3) მილანი 26
1953–54   გუნარ ნორდალი (4) მილანი 23
1954–55   გუნარ ნორდალი (5) მილანი 26
1955–56   ჯინო პივატელი ბოლონია 29
1956–57  /  დინო და კოშტა რომა 22
1957–58   ჯონ ჩარლზი იუვენტუსი 28
1958–59  /  ანტონიო ანჯელილო ინტერი 33
1959–60  /  ომარ სივორი იუვენტუსი 28
1960–61   სერჯო ბრიგენტი სამპდორია 27
1961–62  /  ჟოზე ალტაფინი მილანი 22
  აურელიო მილანი ფიორენტინა
1962–63   ჰარალდ ნილსენი ბოლონია 19
  პედრო მანფრედინი რომა
1963–64   ჰარალდ ნილსენი (2) ბოლონია 21
1964–65   სანდრო მაცოლა ინტერი 17
  ალბერტო ორლანდო ფიორენტინა
1965–66   ლუის ვინისიო ვიჩენცა 25
1966–67   ლუიჯი რივა კალიარი 18
1967–68   პიერინო პრატი მილანი 15
1968–69   ლუიჯი რივა (2) კალიარი 21
1969–70   ლუიჯი რივა (3) კალიარი 21
1970–71   რობერტო ბონინსენია ინტერი 24
1971–72   რობერტო ბონინსენია (2) ინტერი 22
1972–73   ჯუზეპე სავოლდი ბოლონია 17
  პაოლო პულიჩი ტორინო
  ჯანი რივერა მილანი
1973–74   ჯორჯო კინალია ლაციო 24
1974–75   პაოლო პულიჩი (2) ტორინო 18
1975–76   პაოლო პულიჩი (3) ტორინო 21
1976–77   ფრანჩესკო გრაციანი ტორინო 21
1977–78   პაოლო როსი ვიჩენცა 24
1978–79   ბრუნო ჯორდანო ლაციო 19
1979–80   რობერტო ბეტეგა იუვენტუსი 16
1980–81   რობერტო პრუცო რომა 18
1981–82   რობერტო პრუცო (2) რომა 15
1982–83   მიშელ პლატინი იუვენტუსი 16
1983–84   მიშელ პლატინი (2) იუვენტუსი 20
1984–85   მიშელ პლატინი (3) იუვენტუსი 18
1985–86   რობერტო პრუცო (3) რომა 19
1986–87   პიეტრო პაოლო ვირდისი მილანი 17
1987–88   დიეგო მარადონა ნაპოლი 15
1988–89   ალდო სერენა ინტერი 22
1989–90   მარკო ვან ბასტენი მილანი 19
1990–91   ჯანლუკა ვიალი სამპდორია 19
1991–92   მარკო ვან ბასტენი (2) მილანი 25
1992–93   ჯუზეპე სინიორი ლაციო 26
1993–94   ჯუზეპე სინიორი (2) ლაციო 23
1994–95   გაბრიელ ბატისტუტა ფიორენტინა 26
1995–96   იგორ პროტი ბარი 24
  ჯუზეპე სინიორი (3) ლაციო
1996–97   ფილიპო ინძაგი ატალანტა 24
1997–98   ოლივერ ბირჰოფი უდინეზე 27
1998–99   მარსიო ამოროზო უდინეზე 22
1999–2000   ანდრეი შევჩენკო მილანი 24
2000–01   ერნან კრესპო ლაციო 26
2001–02   დავიდ ტრეზეგე იუვენტუსი 24
  დარიო უბნერი პიაჩენცა
2002–03   კრისტიან ვიერი ინტერი 24
2003–04   ანდრეი შევჩენკო (2) მილანი 24
2004–05   კრისტიანო ლუკარელი ლივორნო 24
2005–06   ლუკა ტონი ფიორენტინა 31
2006–07   ფრანჩესკო ტოტი რომა 26
2007–08   ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი 21
2008–09   ზლატან იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსი 25
2009–10   ანტონიო დი ნატალე უდინეზე 29
2010–11   ანტონიო დი ნატალე (2) უდინეზე 28
2011–12   ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2) მილანი 28
2012–13   ედინსონ კავანი ნაპოლი 29
2013–14   ჩირო იმობილე ტორინო 22
2014–15   ლუკა ტონი (2) ელას ვერონა 22
  მაურო იკარდი ინტერი
2015–16   გონსალო იგუაინი ნაპოლი 36
2016–17   ედინ ჯეკო რომა 29
2017–18   ჩირო იმობილე (2) ლაციო 29
  მაურო იკარდი ინტერი

რეკორდები

რედაქტირება

ყველაზე მეტი გოლი

რედაქტირება
 
სილვიო პიოლა
ადგილი ფეხბურთელი[5] წლები გოლი
1   სილვიო პიოლა 1929–1954 274
2   ფრანჩესკო ტოტი 1992–2017 250
3   გუნარ ნორდალი 1948–1958 225
4  /  ჟოზე ალტაფინი 1958–1976 216
  ჯუზეპე მეაცა 1929–1947
6   ანტონიო დი ნატალე 2002–2016 209
7   რობერტო ბაჯო 1986–2004 205
8   კურტ ჰამრინი 1956–1971 190
9   ჯუზეპე სინიორი 1991–2004 188
  ალესანდრო დელ პიერო 1993–2012
  ალბერტო ჯილარდინო 1999–2017

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

რედაქტირება
 
პაოლო მალდინი
ადგილი ფეხბურთელი[6] წლები გოლი
1   პაოლო მალდინი 1985–2009 647
2   ჯანლუიჯი ბუფონი 1995–2018 640
3   ფრანჩესკო ტოტი 1992–2017 619
4   ხავიერ ძანეტი 1995–2014 615
5   ჯანლუკა პალიუკა 1987–2007 592
6   დინო ძოფი 1961–1983 570
7   პიეტრო ვერხოვოდი 1980–2000 562
8   რობერტო მანჩინი 1981–2000 541
9   სილვიო პიოლა 1929–1954 537
10   ენრიკო ალბერტოზი 1958–1980 532

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
 
ჯოვანი ტრაპატონი
მწვრთნელი[7] ჩემპიონი ჩემპიონობის წლები
  ჯოვანი ტრაპატონი 7 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986, 1989
  ფაბიო კაპელო 5 1992, 1993, 1994, 1996, 2001
  მარჩელო ლიპი 1995, 1997, 1998, 2002, 2003
  მასიმილიანო ალეგრი 2011, 2015, 2016, 2017, 2018
  ჰერმან ფელსნერი 4 1925, 1929, 1939, 1941
  კარლო კარკანო 1931, 1932, 1933, 1934
  არპად ვეისი 3 1930, 1936, 1937
  კარლო პაროლა 1950, 1952, 1975
  ელენიო ერერა 1963, 1965, 1966
  რობერტო მანჩინი 2006, 2007, 2008
  ანტონიო კონტე 2012, 2013, 2014
  ლუიჯი ფერერო 2 1946, 1947
  ალფრედო ფონი 1953, 1954
  ფულვიო ბერნარდინი 1956, 1964
  ნერეო როკო 1962, 1968
  ჩესტმირ ვიცპალეკი 1972, 1973
  ნილს ლიდჰოლმი 1979, 1983
  ჟოზე მოურინიო 2009, 2010

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Italy - List of Champions. rsssf.com. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  2. UEFA rankings for club competitions. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  3. Italy » Serie A 2015/2016 » Attendance » Home matches. worldfootball.net. ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2017.
  4. Italy - Serie A Top Scorers. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  5. „Italy - All-Time Topscorers in Serie A“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  6. „Italy - All-Time Most Matches Played in Serie A“. rsssf.com. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2017.
  7. Italy - Coaches of Championship Teams. rsssf.com. ციტირების თარიღი: 29 September 2017.