ჯანი რივერა
ჯანი რივერა (იტალ. Giovanni (Gianni) Rivera; დ. 18 აგვისტო, 1943, ალესანდრია, პიემონტი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1969 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, სწორედ იმ წელს როდესაც „მილანმა“ ევროპის ჩემპიონთა თასი მეორედ მოიგო. რივერა არის ალესანდრიის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის აღზრდილი. მას დებიუტი სერია ა-ში ჰქონდა 1959 წლის 2 ივნისს, 15 წლის ასაკში ინტერის წინააღმდეგ. მან ითამაშა მხოლოდ 26 მატჩი თავის პირველ გუნში სადაც 6 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ იტალიაში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი მილანმა შეიძინა იმ დროისთვის რეკორდულ თანხად - $200 000.[1] 1962 წელს ჯანიმ მოიგო თავისი პირველი სკუდეტო მილანთან ერთად და იმავე წლის 13 მაისს შედგა მისი დებიუტი იტალიის ნაკრებში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სადაც იტალიის საფეხბურთო ნაკრები დასავლეთ გერმანიის ფედერაციას დაუპირისპირდა ჩილეში. ეს შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯოვანი რივერა | ||
დაბადების თარიღი | 18 აგვისტო, 1943 | ||
დაბადების ადგილი |
ალესანდრია, პიემონტი, იტალია | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1956–1958 | ალესანდრია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1959–1960 | ალესანდრია | 26 | (6) |
1960–1979 | მილანი | 501 | (122) |
სულ | 527 | (128) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1960-1962 | იტალია (21-წლ.) | 9 | (6) |
1962–1974 | იტალია | 60 | (14) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სკუდეტოს მოგების შემდეგ რივერამ მილანთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, 1962 წელს როდესაც მილანმა ბენფიკას სძლია ანგარიშით 2-1. 1967/68 წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. იმავე წელს მან მეორე ადგილი აიღო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში. შემდეგი სეზონი მილანისთვის და ამავდროულად ჯანისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მან მოიგო ჩემპიონთა თასი და დაიმსახურა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ჯანი რივერამ მილანი თასების მფლობელტა თასის ორ ფინალში გაიყვანა, 1973 და 1974 წლებში. პირველი მათგანი მილანმა მოიგო მეორე კი დათმო. 70-იან წლებში ჯანიმ მილანთან ერთად ასევე შეძლო რამდენიმეჯერ იტალიის თასის მოგება.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- სერია A: 1961–62, 1967–68, 1978–79
- იტალიის თასი: 1966–67, 1971–72, 1972–73, 1976–77
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 1967–68, 1972–73
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962–63, 1968–69
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1969
სანაკრებო
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ფანჯიკიძე, გურამ (1967). ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში. თბილისი: ნაკადული.
- ფანჯიკიძე, გურამ (1970). ფეხბურთის სამშობლოში : სპორტული ნარკვევი. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბილისი: საბჭ. საქართველო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი და სტატისტიკა — იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე
- ჯანი რივერა — ევროპარლამენტის საიტზე
AFS · BDFA · EU-Football.info · FBref.com დაარქივებული 2021-12-20 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Olympedia · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Biography of Gianni Rivera - Soccer. Short Biographies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2011-01-29.