უეფა-ს თასების მფლობელთა თასი

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის თასების მფლობელთა თასი)

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი (ინგლ. UEFA Cup Winners' Cup) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960–61 წლებში, ბოლო — 1998–99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან (მოგვიანებით ევროპა ლიგა)[1].

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
დაარსდა 1960
გაუქმდა 1999
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ (4-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული იტალიის დროშა „ლაციო“ (1-ელ)

გათამაშება 1960 წელს დაარსდა ევროპის შვიდი ქვეყნის − უნგრეთის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის, ავსტრიის, იტალიისა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციათა ინიციატივით[2]. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.

1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში.

თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „ბარსელონა“, რომელმაც 4-ჯერ მოიგო ტიტული. სულ, თასების მფლობელთა თასი 32 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებულია რომის „ლაციო“.

დაარსებიდან გაუქმებამდე, 39 წლის განმავლობაში, ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა: ტარდებოდა ოლიმპიური სისტემით და მთავრდებოდა ერთი ფინალური მატჩით ნეიტრალურ მოედანზე. გამონაკლისი იყო 1960–61 წლების სეზონი, რომელიც ორი ფინალური შეხვედრით დამთავრდა. როგორც წესი, ტურნირი იწყებოდა სექტემბერში და მთავრდებოდა მომდევნო წლის მაისში. მოგვიანებით, 1990-იან წლებში, დაემატა შესარჩევი რაუნდი, რომელიც აგვისტოში ტარდებოდა.

ტურნირში ასოციაციის ერთი წარმომადგენელი ასპარეზობდა. გამონაკლისი იყო თასების მფლობელთა თასის მოქმედი მფლობელი, რომელსაც ავტომატურად ენიჭებოდა მომდევნო გათამაშების საგზური, მიუხედავად მის მიერ ეროვნულ სათასო პირველობაში ნაჩვენები შედეგისა. თუმცა თუ ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონიც გახდებოდა, ის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა და არა თასების მფლობელთა თასზე.

იმ შემთხვევაში თუ გუნდი ერთდროულად მოიგებდა ეროვნულ ჩემპიონატსა და თასს, უპირატესობა ჩემპიონობას ენიჭებოდა და ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გადიოდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ქვეყნის თასის ფინალისტი მონაწილეობდა.

ფინალები

რედაქტირება
 
1995 წელს „რეალ სარაგოსას“ მოგებული თასების მფლობელთა თასი.
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1960–61   ფიორენტინა (1) 2–0; 2–1 რეინჯერსი  
1961–62   ატლეტიკო მადრიდი (1) 1–1; 3–0 ფიორენტინა  
1962–63   ტოტენჰემ ჰოტსპური (1) 5–1 ატლეტიკო მადრიდი  
1963–64   სპორტინგი ლისაბონი (1) 3–3; 1–0 მტკ ბუდაპეშტი  
1964–65   ვესტ ჰემ იუნაიტედი (1) 2–0 მიუნხენ 1860  
1965–66   ბორუსია დორტმუნდი (1) 2–1 დ.დ. ლივერპული  
1966–67   ბაიერნი (1) 1–0 დ.დ. რეინჯერსი  
1967–68   მილანი (1) 2–0 ჰამბურგი  
1968–69   სლოვანი ბრატისლავა (1) 3–2 ბარსელონა  
1969–70   მანჩესტერ სიტი (1) 2–1 გურნიკი  
1970–71   ჩელსი (1) 1–1; 2–1 რეალ მადრიდი  
1971–72   რეინჯერსი (1) 3–2 დინამო მოსკოვი  
1972–73   მილანი (2) 1–0 ლიდზ იუნაიტედი  
1973–74   მაგდებურგი (1) 2–0 მილანი  
1974–75   დინამო კიევი (1) 3–0 ფერენცვაროში  
1975–76   ანდერლეხტი (1) 4–2 ვესტ ჰემ იუნაიტედი  
1976–77   ჰამბურგი (1) 2–0 ანდერლეხტი  
1977–78   ანდერლეხტი (2) 4–0 აუსტრია ვენა  
1978–79   ბარსელონა (1) 4–3 დ.დ. ფორტუნა  
1979–80   ვალენსია (1) 0–0 დ.დ; პენ.5–4 არსენალი  
1980–81   დინამო თბილისი (1) 2–1 კარლ ცაისი  
1981–82   ბარსელონა (2) 2–1 სტანდარდი  
1982–83   აბერდინი (1) 2–1 დ.დ. რეალ მადრიდი  
1983–84   იუვენტუსი (1) 2–1 პორტუ  
1984–85   ევერტონი (1) 3–1 რაპიდი ვენა  
1985–86   დინამო კიევი (2) 3–0 ატლეტიკო მადრიდი  
1986–87   აიაქსი (1) 1–0 ლოკომოტივი ლაიფციგი  
1987–88   მეხელენი (1) 1–0 აიაქსი  
1988–89   ბარსელონა (3) 2–0 სამპდორია  
1989–90   სამპდორია (1) 2–0 დ.დ. ანდერლეხტი  
1990–91   მანჩესტერ იუნაიტედი (1) 2–1 ბარსელონა  
1991–92   ვერდერი (1) 2–0 მონაკო  
1992–93   პარმა (1) 3–1 ანტვერპენი  
1993–94   არსენალი (1) 1–0 პარმა  
1994–95   რეალ სარაგოსა (1) 2–1 დ.დ. არსენალი  
1995–96   პარი სენ-ჟერმენი (1) 1–0 რაპიდი ვენა  
1996–97   ბარსელონა (4) 1–0 პარი სენ-ჟერმენი  
1997–98   ჩელსი (2) 1–0 შტუტგარტი  
1998–99   ლაციო (1) 2–1 მალიორკა  

სტატისტიკა და რეკორდები

რედაქტირება

კლუბების მიხედვით

რედაქტირება
კლუბი გამარჯვებული დამარცხებული გამარჯვებული დამარცხებული
  ბარსელონა 4 2 1979, 1982, 1989, 1997 1969, 1991
  ანდერლეხტი 2 2 1976, 1978 1977, 1990
  მილანი 2 1 1968, 1973 1974
  ჩელსი 2 0 1971, 1998
  დინამო კიევი 2 0 1975, 1986
  ატლეტიკო მადრიდი 1 2 1962 1963, 1986
  რეინჯერსი 1 2 1972 1961, 1967
  არსენალი 1 2 1994 1980, 1995
  ფიორენტინა 1 1 1961 1962
  ვესტ ჰემ იუნაიტედი 1 1 1965 1976
  ჰამბურგი 1 1 1977 1968
  აიაქსი 1 1 1987 1988
  სამპდორია 1 1 1990 1989
  პარმა 1 1 1993 1994
  პარი სენ-ჟერმენი 1 1 1996 1997
  ტოტენჰემ ჰოტსპური 1 0 1963
  სპორტინგი ლისაბონი 1 0 1964
  ბორუსია დორტმუნდი 1 0 1966
  ბაიერნი 1 0 1967
  სლოვანი ბრატისლავა 1 0 1969
  მანჩესტერ სიტი 1 0 1970
  მაგდებურგი 1 0 1974
  ვალენსია 1 0 1980
  დინამო თბილისი 1 0 1981
  აბერდინი 1 0 1983
  იუვენტუსი 1 0 1984
  ევერტონი 1 0 1985
  მეხელენი 1 0 1988
  მანჩესტერ იუნაიტედი 1 0 1991
  ვერდერი 1 0 1992
  რეალ სარაგოსა 1 0 1995
  ლაციო 1 0 1999
  რეალ მადრიდი 0 2 1971, 1983
  რაპიდი ვენა 0 2 1985, 1996
  მტკ ბუდაპეშტი 0 1 1964
  მიუნხენ 1860 0 1 1965
  ლივერპული 0 1 1966
  გურნიკი 0 1 1970
  დინამო მოსკოვი 0 1 1972
  ლიდზ იუნაიტედი 0 1 1973
  ფერენცვაროში 0 1 1975
  აუსტრია ვენა 0 1 1978
  ფორტუნა 0 1 1979
  კარლ ცაისი 0 1 1981
  სტანდარდი 0 1 1982
  პორტუ 0 1 1984
  ლოკომოტივი ლაიფციგი 0 1 1987
  მონაკო 0 1 1992
  ანტვერპენი 0 1 1993
  შტუტგარტი 0 1 1998
  მალიორკა 0 1 1999

ქვეყნების მიხედვით

რედაქტირება

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ინგლისს ჰყავს. ინგლისურმა გუნდებმა 8-ჯერ მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 15 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
  ინგლისი 8 5
  ესპანეთი 7 7
  იტალია 7 4
  გერმანია 4 4
  ბელგია 3 4
  სსრკ 3 1
  შოტლანდია 2 2
  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1 2
  საფრანგეთი 1 2
  ნიდერლანდები 1 1
  პორტუგალია 1 1
  ჩეხოსლოვაკია 1 0
  ავსტრია 0 3
  უნგრეთი 0 2
  პოლონეთი 0 1

გამარჯვებული მწვრთნელები

რედაქტირება
სეზონი გამარჯვებული[3] კლუბი
1960–61   ჰანდორ ჰიდეგკუტი   ფიორენტინა
1961–62   ხოსე ვილიალონგა   ატლეტიკო მადრიდი
1962–63   ბილ ნიკოლსონი   ტოტენჰემ ჰოტსპური
1963–64   ანსელმუ ფერნანდეში   სპორტინგი ლისაბონი
1964–65   რონ გრინვუდი   ვესტ ჰემ იუნაიტედი
1965–66   ვილი მულტაუპი   ბორუსია დორტმუნდი
1966–67   ზლატკო ჩაიკოვსკი   ბაიერნი
1967–68   ნერეო როკო   მილანი
1968–69   მიხალ ვიჩანი   სლოვანი ბრატისლავა
1969–70   ჯო მერსერი   მანჩესტერ სიტი
1970–71   დეივ სექსტონი   ჩელსი
1971–72   უილიამ უოდელი   რეინჯერსი
1972–73   ნერეო როკო (2)   მილანი
1973–74   ჰაინც კრიუგელი   მაგდებურგი
1974–75   ვალერი ლობანოვსკი   დინამო კიევი
1975–76   ჰანს კრონი   ანდერლეხტი
1976–77   კუნო კლიოტცერი   ჰამბურგი
1977–78   რაიმონ გუტალსი   ანდერლეხტი
1978–79   ხოაკიმ რიფე   ბარსელონა
1979–80   ალფრედო დი სტეფანო   ვალენსია
1980–81   ნოდარ ახალკაცი   დინამო თბილისი
1981–82   უდო ლატეკი   ბარსელონა
1982–83   ალექს ფერგიუსონი   აბერდინი
1983–84   ჯოვანი ტრაპატონი   იუვენტუსი
1984–85   ჰოვარდ კენდალი   ევერტონი
1985–86   ვალერი ლობანოვსკი (2)   დინამო კიევი
1986–87   იოჰან კრუიფი   აიაქსი
1987–88   აად დე მოსი   მეხელენი
1988–89   იოჰან კრუიფი (2)   ბარსელონა
1989–90   ვუიადინ ბოშკოვი   სამპდორია
1990–91   ალექს ფერგიუსონი (2)   მანჩესტერ იუნაიტედი
1991–92   ოტო რეჰაგელი   ვერდერი
1992–93   ნევიო სკალა   პარმა
1993–94   ჯორჯ გრემი   არსენალი
1994–95   ვიქტორ ფერნანდესი   რეალ სარაგოსა
1995–96   ლუის ფერნანდესი   პარი სენ-ჟერმენი
1996–97   ბობი რობსონი   ბარსელონა
1997–98   ჯანლუკა ვიალი   ჩელსი
1998–99   სვენ-იორან ერიქსონი   ლაციო

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

რედაქტირება
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
  ნერეო როკო 4 1968, 1973
  ვალერი ლობანოვსკი 1975, 1986
  ალექს ფერგიუსონი 1983, 1991
  იოჰან კრუიფი 1987, 1989

ეროვნების მიხედვით

რედაქტირება

მოცემულია მწვრთნელთა ტიტულების რაოდენობა მათი ეროვნების მიხედვით.

მწვრთნელის ეროვნება ტიტულები
  ინგლისი 6
  იტალია 5
  გერმანია 4
  ნიდერლანდები 4
  შოტლანდია 4
  სსრკ 3
  ესპანეთი 3
  იუგოსლავია 2
  არგენტინა 1
  ბელგია 1
  ჩეხოსლოვაკია 1
  გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა 1
  საფრანგეთი 1
  უნგრეთი 1
  პორტუგალია 1
  შვედეთი 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. uefadirect, Issue 100: August 2010 დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. .
  2. დიმიტრი ლოლაძე, „დიუსელდორფის რაინშტადიონზე“, თბილისი, „ხელოვნება“, 1981 - გვ. 5.
  3. UEFA European Cup Winners' Cup Winning Managers. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.