2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
2006 წლის იტალიური ფეხბურთის სკანდალში (აგრეთვე ცნობილი როგორც კალჩოპოლი, მოჯიოპოლი) — სკანდალი, რომელშიც გარეულნი აღმოჩნდნენ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი უმაღლესი ლიგის, სერია A-ს და სერია B-ს გუნდები. 2006 წლის მაისში იტალიის პოლიციამ ფარულ გარიგებებში და ჩემპიონატის თამაშებზე სასურველი მსაჯების დანიშვნაში ამხილა იტალიური საფეხბურთო კლუბები, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი იუვენტუსი, მილანი, ფიორენტინა, ლაციო და რეჯინა.