პაოლო როსი (იტალ. Paolo Rossi; დ. 23 სექტემბერი, 1956, პრატო, ტოსკანის რეგიონი, იტალია — გ. 9 დეკემბერი, 2020, სიენა, ტოსკანის რეგიონი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „კომოს“, „ვიჩენცას“, „პერუჯას“, „იუვენტუსის“, „მილანის“, „ვერონასა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ორგზის ჩემპიონი (1982, 1984) და ვიცე-ჩემპიონი (1983), იტალიის თასის მფლობელი (1983), თასების მფლობელთა თასის (1984), ევროპის სუპერთასისა (1984) და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1985) „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2][3][4][5][6][7]

პაოლო როსი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პაოლო როსი
დაბადების
თარიღი
23 სექტემბერი, 1956
დაბადების
ადგილი
პრატო, ტოსკანა, იტალია
გარდაცვალების
თარიღი
9 დეკემბერი, 2020 (64 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
სიენა, ტოსკანა, იტალია
სიმაღლე 177 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1975 იუვენტუსი 0 (0)
1975–1976 კომო 6 (0)
1976–1979 ვიჩენცა 94 (60)
1979–1980 პერუჯა 28 (13)
1981–1985 იუვენტუსი 83 (24)
1985–1986 მილანი 20 (2)
1986–1987 ვერონა 20 (4)
სულ 251 (103)
ეროვნული ნაკრები
1977–1986 იტალია 48 (20)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ითვლება ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ფეხბურთელად.[8][9]

1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფა-ს მსოფლიო თასთან ერთად მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. იგი მესამე ფეხბურთელია გარინჩასა (1962) და მარიო კემპესის (1978) შემდეგ, ვინც შეძლო სამივე ტიტულის ერთად მოპოვება. იმავე წელს, როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშეს ოქროს ბურთი გადაეცა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 65-ე ადგილზე დასახელდა.[10]

იტალიური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2016 წელს შეიყვანეს იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში (იტალ. La „Hall of Fame“ del calcio italiano).[11]

საკლუბო კარიერა

რედაქტირება
 
პაოლო როსი „ვიჩენცას“ შემადგენლობაში.

იტალიურ ფეხბურთში პაოლო როსის სახელი პირველად 1974 წელს გაისმა — 18 წლის ბიჭი იტალიის უძლიერესი კლუბის ტურინის „იუვენტუსის“ სელექციონერებს მოეწონათ და კლუბში აიყვანეს. იმ დროს გუნდში არაერთი ვარსკვლავი ირიცხებოდა, რომელთანაც კონკურენციის გაწევას ახალგაზრდა პაოლო ვერ ახერხებდა. ამიტომაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უხდებოდა ჯდომა.

1975–1976 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ პაოლო როსი „კომოში“ გაანათხოვრა. სერია A-ში დებიუტი სწორედ „კომოს“ შემადგენლობაში ჰქონდა, მაშინ „პერუჯასთან“ „კომო“ 0–2 დამარცხდა.

იმავე წლის ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სერია B-ს კლუბმა „ვიჩენცამ“ მილიონნახევარი გირვანქა გადაუხადა „იუვენტუსს“ პაოლო როსის სანაცვლოდ. ტურინელებისგან განსხვავებით, მათ ეს თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობისთვის სჭირდებოდათ. პაბლიტომაც გაამართლა მასში გადახდილი თანხა და გულშემატკივრების იმედებიც გაამართლა. „ვიჩენცა“ სერია B-ში პირველ ადგილს იკავებს. პაოლო როსის კი 36 მატჩში 21 გოლი გააქვს.

მომდევნო 1977–1978 წლების სეზონი ტრამპლინად იქცა ამ თავდამსხმელის კარიერაში. უმაღლეს ლიგაში აღზევებული ვიჩენცა საწყის ტურებზე არადამაჯერებლად ასპარეზიბს, სამაგიეროდ შემდეგ იწყება წაუგებელი სერია და დებიუტანტი გუნდი მეორე ადგილზე გადის, პაოლო როსი კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.

იმ სეზონში როსიმ პირველი გოლი სერია A-ში „მილანის“ წინააღმდეგ გაიტანა. მაშინ „ვიჩენცა“ 1–3 დამარცხდა, პაოლომ კი ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი გოლები „ატალანტას“, „რომას“, „ფიორენტინას“ კარში. თუმცა პირველი ჰეთ-თრიკი 1978 წლის 12 მარტს შეასრულა, როდესაც „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და „ვიჩენცამ“ 3–1 მოიგო. საერთო ჯამში 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

როსი მომდევნო სეზონსაც საუკეთესო ფორმაში შეხვდა, თუმცა, კლუბის დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც შედეგებზეც აისახა. იმ წელს პაოლომ რამდენიმე დაუვიწყარი შეხვედრა ჩაატარა. მაგალითად მე-9 ტურში „ვიჩენცამ“ „რომას“ სწორედ როსის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო, გადამწყვეტი გოლი გააქვს „აველინოს“ კარში, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჩემპიონ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი გოლიც მიითვალა და „ვიჩენცამ“ 2–1 მოიგო ტურინში. წინა სეზონის ბომბარდირი ამჯერად მეორეა სერია A-ს საუკეთესო მეგოლეების რიგებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ წელს „ვიჩენცამ“ მხოლოდ 29 გოლის გატანა მოახერხა, აქედან როსის ანგარიშზე ნახევარი — 15 გოლია. „ვიჩენცა“ სერია B-ში გავარდა, პაბლიტო კი ტრანსფერზე დააყენეს. მისი შეძენის სურვილი „ნაპოლიმ“ გამოთქვა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა ნეაპოლიტანურ გუნდში გადასვლა. სამაგიეროდ „პერუჯას“ წინადადებას დათანხმდა.

დისკვალიფიკაცია

რედაქტირება

1979 წელს პაოლო როსიმ პერუჯას რიგებში ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ერთნაირი წარმატებით გააქვს გოლები „მილანის“, „ლაციოს“, „ინტერისა“ თუ „იუვენტუსის“ კარში. ამ უკანასკნელის სელექციონერები უკვე თვალს ადევენებდნენ მის ასპარეზობას.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ როსი სწორედ ტურინულ კლუბში აღმოჩნდებოდა. მაგრამ იტალიურ ფეხბურთში ყველაზე დიდი სკანდალი აგორდა. პაბლიტოს, ოცამდე სხვა ფეხბურთელს და რამდენიმე კლუბს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი.

1980 წლის 23 მარტს სერია A-ს მორიგი ტურის შემდეგ რომში, მილანში, აველინოში, პალერმოსა და გენუაში ფეხბურთელებს აპატიმრებენ, რომელთა შორისაა ალბერტოზი, უილსონი, კაჩიატორი, მანფრედონი და როსი.

რამდენიმე კვირაში თითოეული მათგანისთვის სასამართლომ განსხვავებული სასჯელი დაადგინა. პაოლო როსი კი, რომელიც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ფირმის „ტონი როსი ლანსერ სპორტის“ მეპატრონე იყო, სამი წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს.

რომ არა ეს სკანდალი, სპეციალისტები ვარაუდბენ რომ პაოლო როსი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდებოდა. 1982 წელს პაბლიტოს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და მალე სერია A-შიც ითამაშა. მაშინ უკვე „იუვენტუსის“ საკუთრება იყო. ტურინელთა ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ დისკვალიფიცირებული როსი ერთი წლით ადრე ნახევარ გირვანქად შეიძინეს.

1982 წლის 2 მაისს „იუვენტუსმა“ სტუმრად „უდინეზეს“ 5–1 სძლია. პაოლო როსი შეცვლაზე შევიდა და გოლიც გაიტანა. სეზონის დამთავრებამდე თავდამსხმელმა კიდევ ორ მატჩში მოირგო ტურინელთა შავ-თეთრი მაისური.

სამაგიეროდ მომდევნო სეზონი პაბლიტომ ნამდვილი ვარსკვლავის რანგში დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან უადვილებდა თამაშს იუვენტუსის ორ ვარსკვლავს პოლონელ ზბიგნევ ბონეკს და ფრანგ მიშელ პლატინის. ამ უკანასკნელთან ერთად უკვე მომდენო სეზონში პაოლომ 33 გოლი შეაგდო სერია A-ში. საბოლოოდ ტურინელებმა „სკუდეტო“ და ევროპის თასების მფლობელთა თასი არავის დაუთმეს. ეს ტიტული პირველი ევროპული ჯილდო იყო როსის კარიერაში. არანაკლებ წარმატებული იყო მომდევნო სეზონი. 1984–1985 წლებში პაოლო როსიმ ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში ევროპის სუპერ თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.

ტურინის „იუვენტუსი“ როსიმ სწორედ ამ ფინალის შემდეგ დატოვა და „მილანში“ გადაბარგდა. როსონერის შემადგენლობაში პაბლიტოს დიდი არაფერი გაუკეთებია, კლუბი მალევე დატოვა და „ვერონას“ მიაშურა. 1986–1987 წლების სეზონში „ვერონას“ შემადგენლობაში სერია A-ში ოცჯერ ითამაშა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.[12] 12 აპრილს „ნაპოლისთან“ 3–0 მოგებული მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება
 
პაოლო როსი ფიფა-ს მსოფლიო თასით. 12 ივლისი, 1982.

პაოლო როსიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ენცო ბეარზოტის ყურადღება 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიპყრო. იმ სეზონში პაბლიტო სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მწვრთნელსაც ბევრი არ უფიქრია და არგენტინაში ეს ფორვარდი თან იახლა. არგენტინის მუნდიალზე პირველი გოლი პაოლო როსიმ საფრანგეთის კარში გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე მან კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა, ამჯერად უნგრელები დაამწუხრა.

იმ ჩემპიონატზე სკუადრა აძურა მეოთხე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება პაოლოს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ არგენტინელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს პაბლიტო. ეს მეტსახელი მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვა. სამწლიანმა დისკვალიფიკაციამ ეჭვქვეშ დააყენა მისი კარიერა და მით უმეტეს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. თუმცა მწვრთნელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. როსის გამოძახების გამო მაშინ ბევრი აკრიტიკებდა ენცო ბეარზოტის.

„როსი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩემს ნაკრებს ძალიან სჭირდება. პაოლო სხარტი ფეხბურთელია, შეტევაში სწრაფი და ამასთანავე, შესანიშნავი საგოლე ალღოთი გამოირჩევა“ — ამბობდა მაშინ ბეარზოტი.

მწვრთნელის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერავიან წავიდა და პაოლო როსიც პირენეის ნახევარკუნძულზე გუნდთან ერთად გაემგზავრა. მისთვის მწვრთნელის ასეთი ნდობა და მხარდაჭერა უდიდესი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. თუმცა, ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ჩემპიონატი როსის ბენეფისად იქცეოდა.

იტალიამ პირველი მატჩი ესპანეთის მუნდიალზე 14 ივნისს გამართა. მაშინ პოლონელებისთვის გოლის გატანა ვერ მოახერხეს. 1–1 დაასრულეს კიდევ უფრო სუსტ პერუსთან. ვერ მოუგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოასპარეზე კამერუნის ნაკრებს (1–1). შეიძლება ითქვას, რომ სკუადრა აძურას ძალიან გაუმართლა და ჯგუფური ეტაპი მხოლოდ მეტი გატანილი გოლების წყალობით გადალახა. ამიტომაც იტალიას ფავორიტად აღარავინ თვლიდა. იმ დროს პლატინის საფრანგეთი, მარადონას არგენტინა და ტელე სანტანას გაწვრთნილი ბრაზილია ბრწყინავდნენ. კენჭის ყრის შედეგად მეორე ეტაპზე აპენინელები ჯგუფში სწორედ ბრაზილიასთან და არგენტინასთან ერთად მოხვდნენ.

მაგრამ იტალიას ჰყავდა პაოლო როსი, ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წინასწარი პროგნოზები არ გამართლებულიყო. აძურამ ჯერ არგენტინას მოუგო (2–1), შემდეგ კი გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას დაუპირისპირდა. სწორედ ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო ვინ გავიდოდა ნახევარფინალში.

1982 წლის 5 ივლისს ბარსელონას „ესტადიო დე სარიაზე“ გაიმართა შეხვედრა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო საფეხბურთო სპექტაკლი, განუმეორებელი — კლასიკური მატჩი.[13][14][15]

თამაშის დაწყებიდან მეხუთე წუთზე პაოლო როსიმ ვალდირ პერესის კარი დალაშქრა. ანგარიში ბრაზილიელმა სოკრატესმა გაათანაბრა.[16] 25-ე წუთზე პაბლიტომ კვლავ წინ გაიყვანა იტალია. შესვენების შემდეგ სამხრეთ ამერიკელებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს — პაულო რობერტო ფალკაომ ერთი მოძრაობით ერთბაშად ოთხი იტალიელი ჩამოიშორა და დინო ძოფს მეორედ გამოატანინა ბურთი საკუთარი კარიდან.[17] პაოლო როსიმ კი მესამე გოლი გაუტანა ბრაზილიელებს. მისმა ჰეთ-თრიკმა იტალიის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. პაბლიტო კი ლამის ეროვნულ გმირად იქცა.[18][19][20]

მატჩის შემდეგ ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტელე სანტანამ განაცხადა — იტალია არაფერ შუაშია, ჩვენ პაოლო როსიმ მოგვიგოო — „ის ძალიან ცბიერი ფეხბურთელია და ეს მისი დღე იყო. ძნელია შეაჩერო ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელსაც ფორტუნაც სწყალობს“ — ამბობდა ბრაზილიელთა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ფინალამდე იტალიელებს პოლონეთის დამარცხებაც მოუწიათ. გადამწყვეტ მატჩში კი გერმანიას დაუპირისპირდნენ. როსისა და მის თანაგუნდელებს მათი ძლევა არ გასჭირვებიათ. იტალია კი ბრაზილიელების მსგავსად მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.[21][22]

26 წლის პაოლო როსიმ კი ფეხბურთელისთვის საოცნებო ყველა ტიტული მოიგო — მსოფლიო ჩემპიონი, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[23]

მიღწევები

რედაქტირება
  იუვენტუსი

სანაკრებო

რედაქტირება
  იტალია
მსოფლიო ჩემპიონატი

ინდივიდუალური

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Biography for Paolo Rossi. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  2. Paolo Rossi: noi, ragazzi dell'82 Italian. Famiglia Cristiana (14 მაისი, 2012). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  3. Paolo Rossi racconta la sua esperienza e le sue emozioni ai Mondiali del 1982 in un libro scritto a quattro mani con la moglie Italian. Famiglia Cristiana (14 მაისი, 2012). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  4. Bedeschi, Stefano. (23 სექტემბერი, 2013) Gli Eroi in Bianconero: Paolo Rossi Italian. Tutto Juve. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  5. Paolo Rossi: La solitudine del centravanti Italian. Storie di Calcio. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  6. Paolo Rossi e il lieto fine di una favola spezzata Italian. Storie di Calcio. ციტატა: „Era un idolo, fu squalificato, tornò e diventò mundial. Questa è in poche parole la parabola di Paolo Rossi che dal 1980 al 1982 visse i due anni più importanti della sua vita. Ho pensato di lasciare l’Italia e smettere. Mi ha salvato la consapevolezza di essere innocente“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  7. Bruschi, Paolo. (20 დეკემბერი, 2013) Paolo Rossi, l’uomo che fece piangere il Brasile. Intervista al campione del mondo di Spagna ’82. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-04. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  8. Best Football Players Ever (4 მარტი, 2004). FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. The FIFA 100 is a list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. Pele had been asked to select 50 retired players and 50 active players to get a list of 100 players, which would refer to the FIFA´s 100th anniversary. However Pelé found it too difficult to select just 50 former footballers so the list would eventually get to 125 players from which 75 former players. bestfootballplayersever.com დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  9. BBC Sport (4 მარტი, 2004). FIFA names greatest list. Pele has revealed his list of the 125 greatest living players at Fifa's centenary gala in London on Thursday. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2019.
  10. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  11. La Hall of Fame del calcio italiano: un riconoscimento ideale e un luogo fisico. La Federazione Italiana Giuoco Calcio. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-24. ციტატა: „La „Hall of Fame“ del calcio italiano è il riconoscimento istituito nel 2011 dalla Figc e dalla Fondazione Museo del Calcio per celebrare le figure che hanno lasciato un segno indelebile nella storia del calcio italiano, in differenti ruoli e in differenti epoche. La „Hall of Fame“, che attualmente conta una rosa di 77 grandi leggende, si propone come un riconoscimento ideale da consegnare ogni anno in una cerimonia di prestigio e un luogo fisico, all’interno del „Museo del Calcio“ di Coverciano, dove conservare e tramandare, attraverso i cimeli donati dai protagonisti che ne fanno parte, la memoria storica del football di casa nostra.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  12. Paolo Rossi — Hellas Verona// პაოლო როსი „ვერონას“ მაისურით, 1987. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2019. წყარო: Hood.de. წაკითხვის თარიღი: 4 ოქტომბერი, 2019.
  13. World Cup moments: Rossi's hat-trick. BBC Sport. BBC (3 ივნისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-09. ციტატა: „BBC Sport looks back to Paolo Rossi's memorable hat-trick for Italy in their 3–2 win against Brazil during the 1982 World Cup in Spain - a match many consider as one of the greatest in World Cup history.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  14. Dream team's Spanish nightmare. BBC Sport (14 დეკემბერი, 2011). ციტატა: „A draw against Italy would be enough to send Brazil into the semi-finals on goal difference, but this was not a side capable of playing for anything other than a win. Played in the midday heat, the clash with Italy was one of the best in World Cup history.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  15. უგულავა, გიორგი. (5 ივლისი, 2020) როგორ მოკლა იტალიამ ბრაზილიის ჯადოსნური ფეხბურთი - საუკეთესო მატჩის ამბავი. popsport.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-05. ციტატა: „ეს იყო თამაში, რომელიც ფინალზე მეტი აღმოჩნდა. ეს იყო თამაში, რომელშიც ფეხბურთის და, ზოგადად სამყაროს აღქმის ორი განსხვავებული კონცეფცია შეხვდა ერთმანეთს. ეს იყო თამაში, რომელიც თავისი დაძაბულობის, ესთეტურობისა და დრამატიზმის გამო სრულიად სამართლიანად მიიჩნევა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად. ამ თამაშმა ფეხბურთის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.“ ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2020.
  16. Vickery, Tim. (14 დეკემბერი, 2011) Socrates so much more than a footballer. BBC.co.uk. ციტატა: „Just over five years ago, when Brazil’s 1982 World Cup coach Tele Santana died, team captain Socrates recalled the scene in the dressing room after their elimination by Paolo Rossi’s Italy at the second group stage.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  17. Dream team's Spanish nightmare. BBC Sport (10 აპრილი, 2002). ციტატა: „Brazil dominated possession but did not get back on level terms until the 68th minute, when Falcao crashed in a shot from 20 yards.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  18. Rossi's hat-trick stuns Brazil. BBC Sport. BBC (13 ნოემბერი, 2017). ციტატა: „Paolo Rossi scored a memorable hat-trick for Italy in their 3–2 win against Brazil during the 1982 World Cup in Spain - a match many consider as one of the greatest in World Cup history. The striker went on to claim the Golden Boot with six goals and helped his country win their third World Cup.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  19. The story of the 1982 World Cup. BBC Sport. BBC (16 მაისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-13. ციტატა: „Seven years on from the death of General Franco, a democratic Spain played host. But it was Italy who would ultimately triumph, with Paolo Rossi powering them to their third World Cup title.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  20. Rossi hat-trick sinks Brazil. BBC Sport. BBC (22 ივნისი, 2014). ციტატა: „Italy shock Brazil in the second round of the 1982 World Cup as Paolo Rossi scores a hat-trick to help his side to a 3–2 win.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]
  21. „მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 (სტატისტიკა)“. ფიფა-ს ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-18. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  22. „1982 FIFA World Cup“. Details at RSSSF. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  23. „FIFA Awards - World Cup 1982 "Golden Ball". Prepared and maintained by José Luis Pierrend for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  24. Italia 1982// იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019. წყარო: Solofutbol.cl. წაკითხვის თარიღი: 2 ოქტომბერი, 2019.
  25. Igor Kramarsic; Alberto Novello. Italy – Serie A Top Scorers. RSSSF (1 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2018.
  26. 1978 World Cup All-Star Team. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი, 2020.
  27. La Gazzetta dello Sport-ის ვერსიით.
  28. World Soccer-ის ვერსიით.
  29. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  30. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Italy: Alessandro Del Piero, Alessandro Nesta, Christian Vieri, Dino Zoff, Francesco Totti, Franco Baresi, Giampiero Boniperti, Giacinto Fachetti, Gianluca Buffon, Gianni Rivera, Giuseppe Bergomi, Paolo Rossi, Paolo Maldini, Roberto Baggio. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  31. Marcelo Leme de Arruda (6 მარტი, 2004). Pelé's Choice of 125 Living Players. As part of its Centennial commemorations (1904–2004), FIFA asked Pelé to list the 100 best players (still alive) of all-time, comprised of 50 players still in activity and 50 players from the past. Understandably (given that misproportion), Pelé decided to add more players from the past and came up with 125 players in the end, 50 active and 75 retired (but alive) ones. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  32. Vivo Azzurro (25 ოქტომბერი, 2016). Italian football Hall of Fame to induct ten new stars. Giuseppe Bergomi (Italian player), Paulo Roberto Falcão (Foreign player), Claudio Ranieri (Italian coach), Silvio Berlusconi (Italian director), Graziano Cesari (Italian referee), Paolo Rossi (Italian veteran), Melania Gabbiadini (Female Italian player), Nils Liedholm, Giulio Campanati and Cesare Maldini (Posthumous Awards).. vivoazzurro.it. წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2018.