ნილს ლიდჰოლმი (დ. 8 ოქტომბერი,1922 — გ. 6 ოქტომბერი, 2007) — შვედი ფეხბურთის ნახევარმცველი და შემდგომში მწვრთნელი.

ნილს ლიდჰოლმი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 ოქტომბერი, 1922
დაბადების
ადგილი
ვალდემარსვიკი, შვედეთი
გარდაცვალების
თარიღი
5 ნოემბერი, 2007 (85 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
კუკარო მონფერატო, იტალია
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1938–1943 Valdemarsviks IF
1943–1946 IK Sleipner 60 (24)
1946–1949 ნორჩეპინგი 48 (22)
1949–1961 მილანი 359 (81)
ეროვნული ნაკრები
1947–1958 შვედეთი 23 (12)
სამწვრთნელო კარიერა
1961–1963 მილანი (ასსისტანტ ცოაცჰ)
1963–1966 მილანი
1966–1968 ვერონა
1968–1969 მონცა
1969–1971 ვარეზე
1971–1973 ფიორენტინა
1973–1977 რომა
1977–1979 მილანი
1979–1984 რომა
1984–1987 მილანი
1987–1989 რომა
1992 ვერონა
1997 რომა
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლიდჰოლმმა კარიერის უმეტესობა იტალიაში, საფეხბურთო კლუბ მილანში გაატარა, სადაც მასთან ერთად გამოდიოდნენ მისი თანამემამულეები, გუნარ გრენი და გუნარ ნორდალი. შვედური სამეული 50-იანი წლების მილანის სიმბოლოებად ითვლებოდნენ და გულშემატკივრებში ცნობილი იყვნენ მათი ინიციალების კრებითი სახელით გრე-ნო-ლი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1922 წლის 8 ოქტომბერს, შვედეთის ქალაქ ვალდემარსვიკში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1938 წელს დაიწყო, საკმაო ხანი მოკრძალებულ კლუბებში გამოდიოდა, სანამ 1946 წელს შვედეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ნორჩეპინგში არ აღმოჩნდა, სადაც ორჯერ მოიპოვა შვედეთის ჩემპიონის ტიტული, 1947 და 1948 წლებში.

ნორჩეპინგში გადასვლიდან მალევე ნილსი ეროვნულ გუნდშიც მიიწვიეს, იგი ნაკრებთან ერთად 1948 წელს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გამართული ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ დაინტერესდა იტალიური მილანი, შვედი ფეხბურთელებით და კონტრაქტი ერთდროულად სამ მათგანს, გუნარ ნორდალს, გუნარ გრენს და ნილს ლინდჰოლმს გაუფორმა. შვედური სამეულის ტრანსფერი მილანის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა, გულშემატკივრებმა თავის კუმირებს გრე-ნო-ლი უწოდეს, გვარების ინიციალებიდან გამომდინარე.

სკანდინავიელის დებიუტი სერია A-ში 1949 წლის 11 სექტემბერს შედგა: მილანმა გენუის სამპდორია 3:1-ით დაამარცხა. იმ სეზონში ლიდჰოლმმა სერია A-ს 37 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა თასის დაწყებამდე ევროპაში ყველაზე პოპულარული საკლუბო ტურნირი „ლათინთა თასი“ იყო, რომელიც მილანმა 1951 და 1956 წლებში მოიგო. შვედის წვლილი ორივე გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იყო.

1957-1958 წლების სეზონში შავ-წითლებმა ჩემპიონთა თასის ფინალს უწიეს, სადაც მადრიდის „რეალთან“ დამატებით დროში 2:3-ით დამარცხდნენ. ნილს ლიდჰოლმი იმ შეხვედრაში იტალიური კლუბის კაპიტანი იყო. ცნობილია, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ფიზიკურ მომზადებას და მოგვიანებით, მწვრთელობისას, ფეხბურთელებს მუდმივად ურჩევდა კონდიციებზე ზრუნვას. თავად კი, ფეხბურთელობის წლებში, კვირაში ორჯერ ვარჯიშობდა ბირთვის კვრაში, შუბის და ბადროს ტყორცნაში, ასევე 100 და 3.000 მეტრზე სირბილში.

მილანში გატარებული 13 სეზონის შემდეგ 1961 წელს, ლინდჰოლმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა. 1963 წელს კლუბმა ჩემპიონთა თასი პირველად აღმართა, სკანდინავიელი კი მაშინდელი მთავარი მვრთნელის ნერეო როკოს ერთ-ერთი თანაშემწე იყო. 1979 წელს მილანმა იტალიის ჩემპიონატი მეათედ მოიგო და მაისური პირველი ვარსკვლავით დაიმშვენა. ნილს ლიდჰოლმი კლუბის თავკაცი იყო. გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწია რომას სათავეში მოღვაწეობისას: 1981, 1983 და 1984 წლებში ქვეყნის თასი მოიგო, 1983 წელს კლუბს ისტორიაში მეორედ მოაგებინა სერია-ა, 1984 წელს კი ჩემპიონთა თასის ფინალში გაიყვანა, სადაც გუნდი მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა ლივერპული. 1999 წელს შვედეთის გაზეთმა „აფტონბლადეტმა“ ლიდჰოლმი ქვეყნის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

გარდაიცვალა 2007 წლის 6 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მონფერატოში 85 წლის ასაკში.

ტიტულები

რედაქტირება

ფეხბურთელი

რედაქტირება
ნორჩეპინგი
 
ლინდჰოლმი რომას მწვრთნელის ამპლუაში
მილანი
შვედეთი

მწვრთნელი

რედაქტირება
ვარეზე
მილანი
რომა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება