ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო (იტალ. Alessandro Del Piero; დ. 9 ნოემბერი, 1974, კონელიანო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 1996, 2004 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია იტალიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1][2]

ალესანდრო დელ პიერო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალესანდრო დელ პიერო
დაბადების
თარიღი
9 ნოემბერი, 1974 (1974-11-09) (50 წლის)
დაბადების
ადგილი
კონელიანო, იტალია
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1982–1988 სან ვენდემიანო
1988–1993 პადოვა
1993–1994 იუვენტუსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1993 პადოვა 14 (1)
1993–2012 იუვენტუსი 513 (208)
2012–2014 სიდნეი 48 (24)
2014 დელი დინამო 10 (1)
ეროვნული ნაკრები
1991 იტალია 17-წლ. 3 (1)
1992–1993 იტალია 18-წლ. 14 (12)
1993–1996 იტალია 21-წლ. 12 (3)
1995–2008 იტალია 91 (27)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბავშვობა

რედაქტირება

ალესანდრო კონელიანო ვენტოში ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა ელექტრიკოსი იყო, დედა დიასახლისი. მისი უფროსი ძმა სტეფანო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და „სამპდორიაში“ თამაშობდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. ფეხბურთის თამაში პატარა დელ პიეროსაც უყვარდა და შვიდ წლამდე ადგილობრივ „სან ვენდემიანოში“ თამაშობდა. პატარა ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზიციაზე გაამწესეს. დედის აზრით, ასე უფრო დაცული იქნებოდა ტრავმებისგან. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და დელ პიერომაც მალე შეიცვალა პოზიცია.

13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და „პადოვაში“ გადავიდა სათამაშოდ. პროფესიონალურ ფეხბურთში 1991 წელს შედგა ფეხი, როდესაც იტალიის სერია B-ში რამდენიმე მატში ჩაატარა.

იუვენტუსი

რედაქტირება

1993 წელს დელ პიერო „იუვენტუსში“ გადავიდა და დიდ ფეხბურთში აღმასვლაც დაიწყო. მომავალი კაპიტნის დებიუტი იმავე წელს „ფოჯასთან“ შედგა. სწორედ მაშინ დაიწყო ალექსისა და ტურინული კლუბის დღემდე დაუსრულებელი ისტორია. პირველი გოლი კი უკვე მომდევნო მატჩში „რეჯინასთან“ შეაგდო. ჰეთ-თრიკის შესრულება „რომასთან“ პირველივე დაპირისპირებაში შეძლო და დიდი წვლილი შეიტანა „ბებერი ქალბატონის“ გაჩემპიონებაში, „იუვენტუსმა“ მაშინ 8 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა მიოგო სკუდეტო.

დელ პიეროს მისვლა ტურინულ კლუბში მის აღმასვლას დაემთხვა, კლუბმა 7-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგოი ჩემპიონთა ლიგა და სხვა ევროპული ტიტულები. მის კარიერაში საუკეთესო სეზონი 1997–1998 წლებში ჩაატარა. იმ წელს იტალიის ჩემპიონატში 21 გოლის გატანა შეძლო და მეტოქეთა კარი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ მან დალაშქრა სადაც საუკეთესო მეგოლის ტიტული არავის დაუთმო.

მომდევნო სეზონი კი არასასიამოვნოდ დაიწყო. ოქტომბერში „უდინეზესთან“ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა. მის გარეშე „იუვენტუსმა“ მხოლოდ მეექვსე ადგილზე გასვლა მოახრხა.

მალე „ბებერმა ქალბატონმა“ პირველი ადგილი დაიბრუნა. სხვადასხვა მწვრთნელის პერიოდში დელ პიერო პოზიციებს ხშირად იცვლიდა, ასრულებდა გამთამაშებლის ფუნქციას, იყო წინ წაწეული ნახევარმცველი, თავდამსხმელი.

2006 წლის იანვარში დელ პიერომ ბონიპერტის რეკორდი დაამხო და 185-ე გოლი გაიტანა კლუბში. ფაბიო კაპელოს გუნდში მოსვლის შემდეგ ალექსის ფუნქციები შეიცვლა, რის გამოც ურთიერთობა დაეძაბა მწვრთნელთან. ბოლოს განაცხადა, თუ კაპელო გუნდში დარჩება მაშინ მე წავალო. საბოლოოდ ყველაფერი სხვანაირად დატრიალდა.

2006 წლის ზაფხულში იტალიურ ფეხბურთში სკანდალი ატყდა. იტალიის სერია A-ს ლიდერებს გარიგებულ მატჩებში დასდეს ბრალი. ეს ის დროა გერმანიაში „სკუადრა აძურა“ ტრიუმფით რომ ასრულებს მუნდიალს. რაც სამშობლოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს. გუნდიდან არაერთი ლიდერი წავიდა — ფაბიო კანავარო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები. დელ პიერომაც მრავალი შეთავაზება მიიღო ევროპული გრანდებიდან, თუმცა ალექსმა განაცხადა, რომ კაპიტანი გუნდს არ მიატოვებდა და სერია B-შიც მის რიგებში დარჩა. მასთან ერთად „იუვენტუსში“ დარჩნენ პაველ ნედვედი და ჯანლუიჯი ბუფონი. დელ პიერომ დაამტკიცა, რომ ფეხბურთს მხოლოდ თავითა და ფეხებით კი არა, გულითაც თამაშობენ, მან ბოლომდე უერთგულა გუნდს და სერია A-ში დაბრუნებაში დაეხმარა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ მოედანზე დელ პიერო მოედანზე იტალიის თასის მორიგ მატჩში „ჩეზენას“ წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

სულ მალე ალექსმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და „იუვენტუსში“ დარჩენა 2010 წლის 30 ივნისამდე გადაწყვიტა. ტურინელებს არ გაჭირვებით უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და უკვე მომდევნო სეზონში სერია A-ს გათამაშების ცხრილში „იუვენტუსიც“ გაჩნდა.

სერია A-ში დაბრუნებულმა დელ პიერომ პირველი გოლი 2008 წლოს თებერვალში „რომას“ გაუტანა. „იუვეს“ კაპიტანმა გაეტანო შირეას რეკორდი დაამხო – 552 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გაზაფხულზე 10 ნომერი კვლავ შესანიშნავად ათამაშდა და 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

2007–2008 წლის სეზონის ბოლო მატჩში „სამპდორიასთან“ დუბლი გაიფორმა, საერთო ჯამში სეზონში 21 გოლი გაიტანა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სერია A-ს ბომბარდირობისთვს. მეორე ადგილზე დავიდ ტრეზეგე გავიდა (20 გოლი), მესამეზე კი — მარკო ბორიელო (19 გოლი). იუვენტუსის კაპიტანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სერია A-ს ბომბარდირი ორჯერ გახდა. მანამდე პაოლო როსიმ შეძლო 2-ჯერ საუკეთესო მეგოლის ტიტულის მოპოვება, იმ განსხვავებით, რომ ჯერ სერია B-ს ბომბარდირი იყო, შემდეგ კი სერია A-სი.

იტლიური ფეხბურთის გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დელ პიეროსა და იუვენტუსის გარეშე სერია A ინტრიგას მოკლებული იყო.

მომდევნო სეზონში კაპიტანმა გულშემატკივრებს ამცნო, რომ კლუბში 40 წლამდე დარჩებოდა და კარიერას აქ დაასრულებდა.

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდა და ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი თამაში ჩაატარა სანქტ-პეტერბურგის ზენიტის წინააღმდეგ. საკუთარ მოედანზე 2–0 დაამარცხა რეალი, პირველი გოლი სწორედ დელ პიერომ გაიტანა, მეორე – ამაურიმ. ტურინელება მადრიდელებს განმეორებითი მატჩიც 2–1 მოუგეს, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში კაპიტანმა ორივე გოლში ლომის წილი დაიდო და მოედნიდან გასვლისას ორივე გუნდის გულშემატკივარმა ტაშით გააცილა. თუმცა იუვეს ასპარეზობა ლიგაზე მერვედფინალში შეწყდა, ბებერმა ქალბატონმა „ჩელსის“ ბარიერი ვერ გადალახა.

იტალიის ჩემპიონატში ძირითადი ბრძოლა მეორე ადგილისთვის „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართა. ბოლო მატჩი ტურინელებმა 2–0 მოუგეს „ლაციო“ და ბურთების უკეთესი შეფარდებით „როსონერის“ მეორე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად მოხვედრის შანსი წაართვა.

2010 წელს „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა, დაკარგა იტალიის ჩემპიონობის შანსიც, თუმცა დელ პიერო რჩება კლუბის ლიდერად, კაპიტნად, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არა მხოლოდ იტალიურ ფეხბურთში.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრების ყველა დროის რიგით მეოთხე საუკეთესო მეგოლეა რობერტო ბაჯოსთან ერთად. 96 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ მან ნაკრებში ტიფოზების საყვარელი რობერტო ბაჯო ჩაანაცვლა. თუმცა ხშირი ტრავმების გამო ბევრი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

ნაკრებში სრულფასოვნად დაბრუნება 2002 წლის მუნდიალზე მოახერხა. გოლი გაიტანა უნგრეთთან, შემდეგ მექსიკასთან და სკუადრა აძურა ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნისგან იხსნა. თუმცა შემდეგ მასპინძელ კორეასთან არასამართლიანი მსაჯობით და საბოლოოდ ოქროს გოლის გამო დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სამაგიეროდ დელ პიეროსთვის წარმატებული გამოდგა მომდევნო მუნდიალი. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა იუვეს კაპიტანმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და ერთგვარ კოზირად იქცა მარჩელო ლიპისთვის. ასე მოხდა ნახევარ ფინალში გერმანიის წინააღმდეგაც. ალექსი მეორე ტაიმში შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში კვლავ 0–0 იყო და დაძაბულობა პიკს აღწევდა. პირველი გოლი ფაბიო გროსომ გაიტანა, მეორე კი დელ პიერომ.

ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში უზადოდ შეასრულა პენალტი და ბავშვობის ოცნება აისრულა – ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო, მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო.

ალესანდრო დელ პიერო ნაკრების ვიცე კაპიტანი იყო და ხშირად 10 ნომრიანი მოთამაშის ფუნქციასაც ასრულებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ნომერი ფრანჩესკო ტოტის დაუთმო, თვითონ კი 7 ნომერი მოირგო, თანაც ისეთივე წარმატებით, როგორც წინა. 2007 წელს ფრანჩესკო ტოტი ნაკრებიდან წავიდა, 10 ნომერი კვლავ მას შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და გახდა მეორე იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 7-ჯერ ითამაშა ევრო-მუნდიალებზე (ევრო 1996, 2000, 2004, 2008 და მსოფლიო 1998, 2002, 2006) პირველი ადგილი ამ კომპონენტში პაოლო მალდინის ეკუთვნის. თუმცა არსებობდა შესაძლებლობა რომ გათანაბრებოდა, ეს იმ შემთხვევაში თუ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში დელ პიერო ითამაშებდა. ბოლო დროს მწვრთნელები დიდად არ სწყალობდნენ. ბოლოს 2008 წლის სექტემბერში საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად ამისა, დელ პიერო ამბობს, რომ ნაკრებში თამაშზე უარს არასდროს იტყვის და ოფიციალურადაც არ წავა, თუკი მწვრთნელი ჩათვლის რომ საჭიროა, აუცილებლად ითამაშებს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ალესანდრომ ცოლად შეირთო სონია ამორუზო, რომელიც თანაგუნდელ ნიკოლას და იყო. ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. თუმცა ურთიერთობა 2005 წელს დააკანონეს. პირველი შვილი — ტობიასი 2007 წელს ეყოლათ, მეორე — დოროთეა 2009 წელს, ხოლო მესამე — საშა 2010 წელს.

დელ პიერო მუსიკის დიდი მოყვარულია. ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ გამხდარა ცნობილი. გარდა ამისა იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად მილანში მოწყობილ კონცერტზე, თანაგუნდელ მარკო მატერაცისთან ერთად გამოჩნდა სცენაზე და „როლინგ სტოუნზთან“ იმღერა.

დელ პიერო ცნობილია თავისი იუმორითაც. ფანებს კარგად ახსოვთ გოლის მისეული აღნიშვნა, ენაგამოყოფილი არაერთხელ გაქცეულა გულშემატკივრებისკენ.

იუვეს თავდამსხმელი გარდა საფეხბურთო მონაცემებისა ცნობილია რეკლამებითაც. მას კონტრაქტები აკავშირებს გერმანულ ადიდასთან, იტალიური მანქანების მწარმოებელ კომპანია ფიატთან და იაპონურ სუძუკისთან. აქტიურად მონაწილეობდა 2004 წელს შექმნილ ვიდეო რგოლებში ტიერი ანრისა და რონალდინიოსთან ერთად.

კარიერული სტატისტიკა

რედაქტირება
 
დელ პიერო სიდნეის მაისურით 2013 წელს

მონაცემები მოცემულია 2014 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

სეზონი კლუბი ლიგა ლიგა თასი ევროპა სხვა[1] სულ
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
1991-92 პადოვა სერია B 4 0 0 0 - - - - 4 0
1992-93 10 1 0 0 - - - - 10 1
სულ 14 1 0 0 14 1
1993–94 იუვენტუსი სერია A 11 5 1 0 2 0 - - 14 5
1994–95 29 8 10 1 11 2 - - 50 11
1995–96 29 6 2 1 11 6 1 0 43 13
1996–97 22 8 4 0 6 4 3 3 34 15
1997–98 32 21 4 1 10 10 1 0 47 32
1998–99 8 2 1 0 4 0 1 1 14 3
1999–2000 34 9 2 1 9 2 - - 45 12
2000–01 25 9 2 0 6 0 - - 33 9
2001–02 32 16 4 1 10 4 - - 46 21
2002–03 24 16 0 0 13 5 1 2 38 23
2003–04 22 8 4 3 4 3 1 0 31 14
2004–05 30 14 1 0 10 3 - - 41 17
2005–06 33 12 4 5 7 3 1 0 45 20
2006–07 სერია B 35 20 2 3 - - - - 37 23
2007–08 სერია A 37 21 4 3 - - - - 41 24
2008–09 31 13 3 2 9 6 - - 43 21
2009–10 23 9 1 2 5 0 - - 29 11
2010–11 33 8 2 0 10 3 - - 45 11
2011–12 23 3 5 2 - - - - 28 5
სულ 513 208 56 25 127 50 9 6 705 289
2012–13 სიდნეი A-ლიგა 24 14 24 14
2013–14 24 10 24 10
სულ 48 24 48 24
2014 დელი დინამო ინდოეთის სუპერ ლიგა 10 1 10 1
სულ 10 1 10 1
სულ კარიერაში 585 234 56 25 127 50 9 6 777 315
^ სხვა-ში იგულისხმება იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი

სანაკრებო

რედაქტირება

სულ კარიერაში

რედაქტირება

მიღწევები

რედაქტირება

  იუვენტუსი

რედაქტირება

ახალგაზრდული

რედაქტირება

ინდივიდუალური

რედაქტირება
 

5th Class/Knight: Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2000[10]

 

Collar of Merit Sports: 2006[11]

 

4th Class/Officer: Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana: 2006[12]

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary
  2. FIFA names greatest list. news.bbc.co.uk
  3. http://en.alessandrodelpiero.com/profile/my-number.html
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-16. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-27. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  10. "Cavaliere Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Alessandro Del Piero" Retrieved 26 May 2012
  11. Collar of Merit Sports Mr. Alessandro Del Piero. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-24. ციტირების თარიღი: 2013-06-02.
  12. "Ufficiale Ordine al Merito della Repubblica Italiana Sig. Alessandro Del Piero" Retrieved 26 May 2012