მთავარი მენიუს გახსნა

სიდნეი (ინგლ. Sydney Football Club) — ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2004 წლის 1 ნოემბერს. ამჟამად ასპარეზობს ავსტრალიის უმაღლეს A-ლიგაში. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად ავსტრალიაში. დაარსებიდან მან მალევე ორჯერ მოახერხა გამხდარიყო ავსტრალიის A-ლიგის ჩემპიონი 2006 და 2010 წლებში და 2010 წელს ავსტრალიის სუპერთასის მფლობელი. სიდნეი რჩება ერთადერთ კლუბად ავსტრალიაში რომელსაც მოგებული აქვს OFC ოკეანიის ლიგა 2005 წელს და ორჯერ აქვს მოგებული აზიის ჩემპიონთა ლიგა AFC 2007 და 2010 წლებში. ასევე ფიფას მსოფლიო კლუბთა თასი 2010 წელს.

სიდნეი
Sydney FC.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სიდნეი
მეტსახელი ლურჯი ცა
დაარსდა 1 ნოემბერი, 2004
სტადიონი სიდნეის ალიანს სტადიონი
სიდნეი, ავსტრალია
(ტევადობა: 45,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი რუსეთის დროშა დევიდ ტრაქტოვენკო
მწვრთნელი ავსტრალიის დროშა გრეჰემ არნოლდი
კაპიტანი ავსტრალიის დროშა ალექს ბროსკი
ლიგა A-ლიგა
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბის საშინაო არენაა სიდნეის ალიანს სტადიონი იგივე სიდნეის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და იმდენად მაღალტექნოლოგიური და გრანდიოზულია, რომ თანამედროვე მსოფლიო საოცრებებს შორისაც მოიაზრებენ. იტევს 45.500 ადამიანს. იგი არის მრავალფუნქციური გამოყენების სტადიონი. მასზე ტარდება როგორც სარაგბო ჩემპიონატებიც ასევე ოლიმპიური სპორტის სახეობებიც. კლუბის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შედგა 2012 წელს როდესაც ავსტრალიურ კლუბში გადავიდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც A-ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

შემადგენლობარედაქტირება

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ივან ნეჩევსკი
2   მცველი სებასტიან რიალი
3   მცველი საშა ოგნენოვსკი
4   მცველი პეჯ ბოიიჩი
5   მცველი მეთიუ იურმანი
6   მცველი ნიკოლა პეტკოვიჩი
7   თავდამსხმელი კორი გამერო
8   ნახევარმცველი მილოშ დიმიტრიევიჩი
9   თავდამსხმელი შეინ სმელცი
11   თავდამსხმელი ბერნი იბინი-ისეი
12   ნახევარმცველი ჰაჯი გლიგორი
13   ნახევარმცველი კრის ნაუმოფი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
14   თავდამსხმელი ალექს ბროსკი
16   მცველი ალექს გერსბახი
17   ნახევარმცველი ტერი ანტონისი
18   ნახევარმცველი პიტერ ტრიანტისი
19   ნახევარმცველი ნიკ კარლი
20   მეკარე ვედრან იანეტოვიჩი
21   თავდამსხმელი მარკ იანკო
22   ნახევარმცველი ალი აბასი
23   ნახევარმცველი რიან გრანტი
26   მცველი ჟაკ ფატი
27   ნახევარმცველი მიკაელ ტავარესი
28   ნახევარმცველი მაქს ბურგესი
30   მეკარე ენტონი ბოუზანისი

მიღწევებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება