ჩინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ჩინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ჩინ.: 中国国家足球队) წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთში, იმართება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფეხბურთის ასოციაციის მიერ, არის აზიის ფეხბურთის კონფედერაციის და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათ მიერ მოწყობილ ტურნირებში.
ასოციაცია | ჩინეთის ფეხბურთის ასოციაცია | ||
---|---|---|---|
კონფედერაცია | აზიის ფეხბურთის კონფედერაცია | ||
მთავარი მწვრთვნელი | მარჩელო ლიპი [1] | ||
კაპიტანი | ჩჟენ ჩჟი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ლი ვეიფენგი (141) | ||
ბომბარდირი | ჰაო ჰაიდონგი (41) | ||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 37 (23 დეკემბერი, 1998) | ||
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 109 (14 მარტი, 2013) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო | |||
ფილიპინები 2 - 1 ჩინეთი | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
ჩინეთი 19 - 0 გუამი (ხოშიმინი, ვიეტნამი; 26 იანვარი, 2000) | |||
უდიდესი დამარცხება | |||
ბრაზილია 8 - 0 ჩინეთი (რესიფი, ბრაზილია; 11 სექტემბერი, 2012) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლა | 1 (პირველად 2002) | ||
საუკეთესო შედეგი | ჯგუფური ეტაპი, 2002 | ||
აზიის თასი | |||
გამოსვლა | 11 (პირველად 1976) | ||
საუკეთესო შედეგი | მე-2 ადგილი, 1984, 2004 |
ისტორია
რედაქტირება1913 წელს ჩინეთი მიიწვიეს შორეული აღმოსავლეთის თამაშებზე, რომელიც ტარდებოდა ფილიპინების ქალაქ მანილაში. რადგანაც იმ დროისთვის ჩინეთს არ ჰყავდა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, გადაწყდა, რომ ფეხბურთში ქვეყანას წარმოადგენდა 1910 წლის ჩინეთის ეროვნულ თამაშებში გამარჯვებული, სამხრეთ ჩინეთის საფეხბურთო გუნდი.[3] ტურნირზე პირველი მატჩი ჩინეთმა ითამაშა ფილიპინების ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც 1-2 დამარცხდა.
სინხაის რევოლუციამ ხელი შეუშალა ოფიციალური ჩინეთის ნაკრების ფორმირებას, ამიტომაც შემდგომ შორეული აღმოსავლეთის თამაშებზეც ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის გუნდმა წარადგინა. ტურნირი ჩინეთისთვის ტრიუმფით დასრულდა. ორი თამაშისგან შემდგარ ფინალში გუნდმა შეძლო ფილიპინების ნაკრების დამარცხება. პირველ მატჩში ჩინელებმა 1-0 გაიმარჯვეს, ხოლო მეორეში 0-0 ითამაშეს მეტოქესთან.
1924 წელს დაარსდა ჩინეთის ფეხბურთის ასოციაცია, 1931 წელს კი იგი ფიფას წევრი გახდა. 1920-იან და 30-იან წლებში ჩინეთის ნაკრები ერთ-ერთი უძლიერესი იყო აზიაში, მის თავდამსხმელს, ლი ჰუეიტანგს კი «აზიის ფეხბურთის მეფე» შეარქვეს. [4] 1936 წელს იაპონელებთან ერთად ჩინელებმა აზიიდან ისტორიაში პირველებმა წარადგინეს საფეხბრუთო გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც იმ წელს ბერლინში გაიმართა. ჩინეთი ტურნირიდან გამოთიშა დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა, რომელმაც 2-0 დაამარცხა მეტოქე.
ჩინეთის სამოქალაქო ომის შედეგად ჩინეთი გაიყო ორ ნაწილად, წარმოიშვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ჩინეთის რესპუბლიკა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მოახრეხა ომის დროს გამქრალი ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციის რესტავრაცია, რომელმაც ფიფა-ს წევრობა ხელმეორედ 1952 წელს მიიღო. ფინეთი გახდა პირველი ქვეყანა,რომელმაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დაპატიჟა იგი ჰელსინკიში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე. ჩინეთის დელეგაციამ ვერ მოახერხა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებმა მაინც ითამაშა მეგობრული მატჩი ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც 0-4 დამარცხდა.
1957 წელს ჩინეთმა ისტორიაში პირველად მიიღო მინაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც ინდონეზიის ნაკრებთან დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს. 1950-იან წლებში ჩინეთის ნაკრები არ ახარებდა თავის გულშემატკივრებს წარმატებული თამაშით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინელმა პოლიტიკოსმა, დენ საოპინმა განაცხადა: "ჩემთვის ფეხბურთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობაა, მაგრამ როდესაც ვუყურებ ჩინეთის ნაკრების თამაშს, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ვიხრჩობი".
1958 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უარი თქვა ფიფას წევრობაზე, რადგან ფიფამ თავის ტურნირებში ტაივანის ნაკრებს ჩინეთის სახელით მონაწილეობის უფლება მიანიჭა. პრობელმა წლების განმალობაშ გადაუჭრელი რჩებოდა, სანამ 1970-იან წლებში შემოიღებდნენ ტერმინს ჩინეთის ტაიბეი. ამ სახელით ჩინეთის რესპუბლიკის ასპარეზობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მისაღები აღმოჩნდა ორივე დაპირისპირებული მხარისთვის. 1974 ჩინეთის ფეხბურთის ასოციაცია გახდა აზიის ფეხბურთის კონფედერაციის წევრი, ხოლო 1979 წელს იგი კვლავ შეუერთდა ფიფას.
1984 და 2004 წელს ჩინეთის ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა აზიის თასი. 2001 წელს ჩინეთმა რეკორდული ანგარიშით, 19-0 დაამარცხა გუამის ნაკრები.
მსოფლიო ჩემპიონატი 2002
რედაქტირებაშესარჩევი ეტაპი
რედაქტირება2002 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შერაჩევ ეტაპი წარმატებული გამოდგა ჩინეთის ნაკრებისთვის, გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. იმ პერიოდში ჩინელებს სერბი სპეციალისტი, ბორა მილუტინოვიჩი წვრთნიდა. პირველი ეტაპი ჩინეთმა მარტივად გაირა, ჯგუფში ყველა თამაში მოუგო ინდონეზიას, მალდივის და კამბოჯას. ჩინეთს სირთულეები არც მეორე ეტაპზე შექმნია. ამჯერად მას ჯგუფში მეტოქეებად შეხვდნენ არაბეთის გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ყატარი და ომანი. 2001 წლის 13 ოქტომბერს ყატარის ნაკრების 3-0 დამარცხების შემდეგ პეკინში, ტიანანმენის მოედანზე ათასობით ჩინელი აღნიშნავდა ეროვნული ნაკრების გასვლას მსოფლიო ჩემპიონატზე. თავიანთი ნაკრების გამოსვლის ცოცხლად საყურებლად 60 000 გულშემატკივარმა დაჯავშნა ბილეთები მუნდიალზე, ხოლო ჯამში ჩინეთის ნაკრების ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატზე 300 000 000 ჩინელმა მიადევნა თვალი.
ფინალური სტადია
რედაქტირებაეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ჩინეთში აღიქვამდნენ ეროვნულ სიამაყის საბაბად. ჯგუფურ ეტაპზე ჩინეთის მეტოქეები იყვნენ ბრაზილია, თურქეთი და კოსტ-რიკა. ჩინელებმა ტურნირი გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს და ჯგუფში უკანასკნელი ადგილი დაიკავეს.
შედეგები
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატი
რედაქტირება- 1930 – 1954 — არ მონაწილეობდა
- 1958 — ვერ გავიდა
- 1962 – 1978 — არ მონაწილეობდა
- 1982 – 1998 — ვერ გავიდა
- 2002 — ჯგუფური ეტაპი
- 2006 – 2018 — ვერ გავიდა
აზიის თასი
რედაქტირება- 1956 –- 1976 — არ მონაწილეობდა
- 1976 — მე-3 ადგილი
- 1980 — 1-ლი ტური
- 1984 — მე-2 ადგიული
- 1988 — 4 ადგილი
- 1992 — მე-3 ადგილი
- 1996 — მეოთხედფინალი
- 2000 — მე-4 ადგილი
- 2004 — მე-2 ადგილი
- 2007 — 1-ლი ტური
- 2011 — ჯგუფური ეტაპი
- 2015 — მეოთხედფინალი
სქოლიო
რედაქტირებაპორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე. |