ტერნი
ტერნი (იტალ. Terni) — ქალაქი იტალიაში, უმბრიის რეგიონში, ტერნის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მდინარე ნერას დაბლობზე.
- ფართობი — 211 კმ²
- მოსახლეობის რაოდენობა — 108 999
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერნი იტალ. Terni | |||||
ტერნი | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
დაქვემდებარება | ადმინისტრაციული ცენტრი | ||||
რეგიონი | უმბრია | ||||
პროვინცია | ტერნის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 42°34′00″ ჩ. გ. 12°39′00″ ა. გ. / 42.56667° ჩ. გ. 12.65000° ა. გ. | ||||
მმართველი | Leopoldo Di Girolamo | ||||
დაარსდა | ძვ. წ. VII საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | ინტერამნა | ||||
ფართობი | 211 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 130 მ | ||||
ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
მოსახლეობა | 108 999 კაცი (2004) | ||||
სიმჭიდროვე | 493 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | იტალიელები | ||||
ეთნოქორონიმი | ternani | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +39 744 | ||||
საფოსტო ინდექსი | 05100 | ||||
საავტომობილო კოდი | TR | ||||
ოფიციალური საიტი | comune.terni.it | ||||
ისტორია
რედაქტირებაქალაქი ტერნი დაარსებულია ძვ. წ. VII საუკუნეში უმბრების მიერ. ძვ. წ. III საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა. რომაელების დროს ქალაქის სახელი იყო Interamna, რაც ნიშნავს „ორ მდინარეს შორის“. რომის იმპერიის დროს ქალაქში აშენდა აკვედუკი, კედლები, ამფითეატრი, ტაძრები და ხიდები.
ლანგობარდების მიერ ტერნის დაპყრობის შემდეგ (755) ტერნი გახდა სპოლეტოს საგრაფოს მეორეული ქალაქი.
XIV საუკუნეში ქალაქმა მიიღო საკუთარი კონსტიტუცია. ისევე როგორც გვიან შუა საუკუნეების იტალიის კომუნების უმრავლესობა, ტერნი გაანადგურა შიდა დავებმა გველფებსა და გიბელინებს შორის. მოგვიანებით ქალაქი გახდა პაპის ოლქის ნაწილი.
1927 წელს ტერნი გახდა იმავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- მარკუს კლაუდიუს ტაციტუსი — რომის იმპერატორი
- ვალენტინე ეპისკოპოსი — ეპისკოპოსი და წამებული წმინდანი
- ალესანდრო კასაგრანდე — პიანისტი, კომპოზიტორი
- აურელიო დე ფელიჩე — მოქანდაკე
- პაოლო ტაგლიავენტო — ფეხბურთის მსაჯი
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- საიტი ტერნის შესახებ დაარქივებული 2005-03-28 საიტზე Wayback Machine.