მთავარი მენიუს გახსნა

ანკონა (იტალ. Ancona) — ქალაქი და ნავსადგური ცენტრალურ იტალიაში, მარკეს რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 102 997 ადამიანს შეადგენს. წარმოადგენს მარკეს რეგიონისა და ანკონის პროვინციის დედაქალაქს.

ქალაქი
ანკონა
Ancona
AnkonPanorama.jpg
დროშა
Flag of Ancona.svg

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი (იტალია)|იტალიის რეგიონები|რეგიონი მარკე
პროვინცია (იტალია)|იტალიის პროვინციები|პროვინცია ანკონის პროვინცია
კოორდინატები 43°37′01″ ჩ. გ. 13°31′00″ ა. გ. / 43.61694° ჩ. გ. 13.51667° ა. გ. / 43.61694; 13.51667
მაიორი Valeria Mancinelli
ფართობი 123,71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 16
მოსახლეობა 102 997 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 820 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 071
საფოსტო ინდექსი 60100,60121
საავტომობილო კოდი AN
ოფიციალური საიტი comune.ancona.it/ankonline/it/index.html
ანკონა — იტალია
ანკონა

ქალაქი მდებარეობს რომიდან 280 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვაზე, მონტე-კონეროს, მონტე-ასტანოსა და მონტე-გუასკოს კონცხებს შორის.

ანკონა ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია, განსაკუთრებით მგზავრთა გადაყვანის მხრივ. ამავე დროს, წარმოადგენს რეგიონის მთავარ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცენტრს.

ისტორიარედაქტირება

ანკონა ძვ. წ. 390 წელს დაარსდა. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „Αγκων“ — რაც დაუცველს ნიშნავს, რადგან ქალაქი ისეთ ადგილას მდებარეობდა, მხოლოდ კონცხი იცავდა. ბერძნებმა აქ ვაჭრობა გააჩაღეს. რომეულ პერიოდში, ანკონის მოსახლეობა ძირითდადა ბერძნულად საუბრობდა. რომაელებმა იგი ილირიის ომების დროს (ძვ. წ. 178) აიღეს და თავის კოლონიად აქციეს. იმპერიის დროს, უმნიშვნელოვანესი გახდა ანკონის ნავსადგური, რადგან ის უახლოესი წერტილი იყო დალმაციასთან.

შუა საუკუნეებში, ქალაქი დამოუკიდებელ, ანკონის რესპუბლიკას წარმოადგენდა, რომლის აღებასაც რომის ეკლესია, ვენეციის რესპუბლიკა და გერმანელი იმპერატორები ცდილობდნენ. 1532 წელს, ქალაქი პაპის მმართველობაში გადავიდა. 1861 წელს იგი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

ეკონომიკარედაქტირება

ქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგებია გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ხიდების სტრუქტურების წარმოება, ფარმაცევტული და ფეხსაცმლის ლრეწველობა.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება