ტოფიკ ბახრამოვის სტადიონი
ტოფიკ ბახრამოვის სტადიონი — საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. თავდაპირველად სტალინის რესპუბლიკური სტადიონი. აღნშნული სტადიონი გაიხსნა 1951 წლის 16 სექტემბერს. დღეს სტადიონი არის აზერბაიჯანული კლუბ ყარაბაღის საშინაო არენა, ასევე იგი წარმოადგენს აზერბაიჯანი ეროვნული ნაკრების სტადიონსაც.
სრული სახელი | ტოფიკ ბახრამოვის სტადიონი |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
აშენდა | 1939 - 1951 |
გაიხსნა | 1951 ; 16 სექტემბერი |
მესაკუთრე | ყარაბაღი |
ტევადობა | 31,200 |
ისტორია
რედაქტირებააღნშნიშნული სტადიონის მშენებლობა დაიწყო 1939 წელს, მშენებლობა შეჩერებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდა და საბოლოოდ 1951 წელს სპორტული ნაგებობა გაიხსნა. თავდაპირველად სტალინის რესპუბლიკური სტადიონი შეიქმნა 45 ათასი მაყურებლისთვის.
სტადიონი აშენდა გერმანელი სამხედრო ტყვეების მიერ. ზემოდან სტადიონი წააგავს ასო "C" -ს, რომელიც გვირგვინით იყო გადახრილი ორი მაღალი ქვის კოშკით იმ ბაზაზე, სადაც ამჟამად განთავსებულია გასახდელი ოთახები. სტადიონის ეს ფორმა ჩაფიქრებული იყო იმ მიზეზით, რომ სტადიონს თავდაპირველად სტალინის სახელი ერქვა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სტადიონი მთლიანად დასრულდა და მიიღო სრულ ფორმა.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სტადიონის მშენებლობაში: პროექტის ავტორები - არქიტექტორები ლეონარდ გონსორიოვსკი, ოლეგ ისაევი, ჯორჯ სერგეევი; მშენებლობის მენეჯერი იუ. რვინსკი; მცენარეთა წარმოების ინსტიტუტის დირექტორი, ბალახის საფარის სპეციალისტი ახუნდოვი; ინჟინერი ვ. პოლიკარპარვი; მუშები მანაფ სამედოვი, მამამედ მამედოვი, ასლან ჰასანოვი, დურგალი რაგიმ რაგიმოვი; მშენებლები სულეიმან გლიევი, იბრაჰიმ იბრაგიმოვი, ჯაბარ რაგიმოვი და სხვები.
გახსნითი ცერემონია
რედაქტირება1951 წლის 16 სექტემბერს, 13:30 მოხდა სტადიონის გრანდიოზული გახსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 ათასმა სპორტსმენმა, ასევე აზერბაიჯანის კომუნისტური, ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მირჯაფარ ბაგიროვმა, გენერლებმა, ადმირალებმა, საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების დესპანებმა.
ღონისძიებები
რედაქტირებაგარდა სპორტული აქტივობებისა, აღნიშნულ სტადიონზე ხშირად იმართება კონცერტები. აქ ჩატარდა: შაკირას, ელტონ ჯონის, ჯენიფერ ლოპესისა და ტარკანის კონცერტები.
2012 წლის 16 აგვისტოს ტოფიკ ბახრამოვის სტადიონი გაიხსნა რეკონსტრუქციის შემდეგ. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სტადიონის სარეაბილიტაციოს სამუშაოები კორეულმა კომპანიამ Samhwa Telecom განახორციელა. რეაბილიტაციის შემდგომ, სტადიონის ადგილების რაოდენობა გაიზარდა 31200-მდე.
ამავე წლის სექტემბერ-ოქტომბერში სტადიონმა უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს 17 წლამდე ასაკის გოგონებს შორის, მათ შორისა გახსნის მატჩსა და ფინალური თამაშს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტოფიკ ბახრამოვის სტადიონი დაარქივებული 2019-11-03 საიტზე Wayback Machine.