ჯორჯ ვეა
ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა (ინგლ. George Tawlon Manneh Oppong Ousman Weah; დ. 1 ოქტომბერი, 1966, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი. ლიბერიის პრეზიდენტი 2018 წლის 22 იანვრიდან.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა | ||
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | მონროვია, ლიბერია | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1981–1984 | იანგ სურვაივერს კლარეტონი | ||
1984–1985 | ბონგრენჯ კომპანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985–1986 | მაითი ბაროლი | 10 | (7) |
1986–1987 | ინვიზიბლ ილევენი | 23 | (24) |
1987 | აფრიკა სპორტსი | 2 | (1) |
1987–1988 | ტონერი იაუნდე | 18 | (14) |
1988–1992 | მონაკო | 103 | (47) |
1992–1995 | პარი სენ-ჟერმენი | 96 | (32) |
1995–2000 | მილანი | 114 | (46) |
2000 | ჩელსი | 11 | (3) |
2000 | მანჩესტერ სიტი | 7 | (1) |
2000–2001 | მარსელი | 19 | (5) |
2001–2003 | ალ-ჯაზირა | 8 | (13) |
ეროვნული ნაკრები | |||
1988–2007 | ლიბერია | 75 | (18) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ მილანში და ფრანგულ კლუბებში მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენში. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 52-ე ადგილზე დასახელდა.[1]
2005 წელს კენჭი იყარა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მეორე ტურში დამარცხდა მომავალ პრეზიდენტთან ელენ ჯონსონ-სირლიფთან, რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა აფრიკის ისტორიაში.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ლიბერიის პრემიერლიგა: 1985–86
- ლიბერიის თასი: 1985–86
- ლიბერიის პრემიერლიგა: 1986–87
- საფრანგეთის თასი: 1990–91
- საფრანგეთის ლიგა 1: 1993–94
- საფრანგეთის თასი: 1992–93, 1994–95
- საფრანგეთის ლიგის თასი: 1994–95
- იტალიის სერია A: 1995–96, 1998–99
- ინგლისის ასოციაციის თასი: 1999–2000
ინდივიდუალური
რედაქტირება- აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1989, 1994, 1995
- საფრანგეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ლეგიონერი: 1990–91
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1994–95
- ოქროს ბურთი: 1995
- Onze d'Or: 1995
- ფიფა-ს წლის ფეხბურთელი: 1995
- FIFA 100: 2004
- მილანის დიდების დარბაზის წევრი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაBDFA · FBref.com[მკვდარი ბმული] · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.