ბრიუგე (ნიდერლ. Brugge, ფრანგ. Bruges) — ქალაქი ბელგიაში, დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ქალაქი
ბრიუგე
ნიდერლ. Brugge
ფრანგ. Bruges
დროშა გერბი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
რეგიონი ფლანდრია
პროვინცია დასავლეთი ფლანდრია
კოორდინატები 51°13′00″ ჩ. გ. 03°14′00″ ა. გ. / 51.21667° ჩ. გ. 3.23333° ა. გ. / 51.21667; 3.23333
მმართველი Dirk De fauw
ფართობი 138.40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 მეტრი, 4 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 117,224 კაცი
სიმჭიდროვე 847 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 050
საფოსტო ინდექსი 8000, 8200,
8310, 8380
ოფიციალური საიტი brugge.be
ბრიუგე — ბელგია
ბრიუგე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 996
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქის ფართობი ჯამში 13,840 ჰექტარს აჭარბებს, მხედველობაში თუ მივიღებთ 1,075 ჰექტარსაც, რომელსაც ზეებრუგე (სანაპირო ზოლი, ითარგმნება, როგორც „ბრიუგე ზღვაზე“) მოიცავს. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის, ოვალური ფორმისაა და 430 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის მოსახლეობა 117,073 (2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით) ადამიანს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 20 000 ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. გარეუბნის ფართობი 616 კმ² მოიცავს და 2008 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 255 844 მოსახლეს ითვლის.

ბრიუგეს ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც „ჩრდილოეთის ვენეციას“. ქალაქს მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში მისი პორტის გამო. ერთ დროს ის მიიჩნეოდა „მსოფლიოს კომერციულ ცენტრად“.

სახელის წარმოშობა

რედაქტირება

ბრიუგეს შესახებ პირველი ჩანაწერები 840-875 წლებში გვხვდება. თვითონ სახელი „ბრიუგე“ ისტორიულ წყაროებში 1116 წლიდან მოიხსენიება. სავარაუდოდ, სახელი უნდა მომდინარეობდეს ძველი ნიდერლანდური სიტყვიდან „ბრუგ“, რაც „ხიდს“ ნიშნავს.

ადამიანის ქმედების პირველი ნაკვალევი ბრიუგეში გალების ეპოქაში გვხვდება. ძვ. წ. I საუკუნეში მენაპიში ლაშქრობის შემდეგ იულიუს კეისარმა აქ პირველი საფორტიფიკაციო ნაგებობები ააგო მეკობრეთა შემოტევებისაგან თავდასაცავად. დაახლოებით IV საუკუნეში მთელი რეგიონი ფრანკებმა დაიპყრეს და ამ ტერიტორიას „პაგუს ფლანდრესისის“ სახელწოდებით მართავდნენ.

ბრიუგემ ქალაქის სახელწოდება 1128 წლის 27 ივლისს მიიღო და ამ პერიოდში აქ ახალი არხები და გალავანი აშენდა. დაახლოებით 1050 წლისათვის, ქალაქმა ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი დაკარგა, რადგან ეს სანაპირო ზოლი ნელ-ნელა შლამით დაიფარა. თუმცა 1134 წელს მომხდარმა შტორმისა და ცვინზე გაკეთებული არხის წყალობით ბრიუგემ ეს გასასვლელი აღიდგინა. ახალი საზღვაო ზოლი ქალაქ დამზე გადაიჭიმა.

საზღვაო ვაჭრობამ ბრიუგეში ფეხი მალევე მოიკიდა. ინგლისში ნორმანების გამარჯვების შემდეგ ამ ქვეყანასთან კავჭირი იმდენად მჭიდრო იყო, რომ ბრიუგელმა ვაჭრებმა ლონდონის ჰანზა დააარსეს. შუა საუკუნეებში ქალაქი ძალიან მდიდარი იყო, რაზეც მიუთითებს ამ პერიოდის არქიტექტურა. XVI საუკუნისათვის ბრიუგე მთელი ჩრდილოეთ ევროპის სავაჭრო ცენტრი იყო. ითვლება, რომ სწორედ აქ დაარსდა 1406 წელს პირველი ბირჟა.

1708, 1745 და 1794 წლებში ბრიუგე სამჯერ მოექცა ფრანგთა მფლობელობის ქვეშ. სანამ ბელგია საფრანგეთს ეკუთვნოდა, ბრიუგე ლისის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი იყო. 1814 წელს ის ნიდერლანდების მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1830 წელს - ბელგიის. პირველი მსოფლიო ომის დროს ქალაქი ძლიერ დაბომბვებს განიცდიდა.

თუმცა 1965 წლის შემდეგ ქალაქში აღორძინების ხანა დადგა - გარემონტდა საცხოვრებელი და კომერციული ნაგებობები, ისტორიული მონუმენტები და ეკლესიები. მთავრობის ამ ნაბიჯმა ქალაქში ტურისტთა ნაკადის მკვეთრი ზრდა გამოიწვია და 2002 წელს ის ევროპის კულტურულ დედაქალაქად დაასახელეს. ბრიუგეს ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ზეებრუგეს პორტი 1907 წელს აშენდა. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანელები მას თავისი გემებისათვის იყენებდნენ. 70-80-იან წლებში პორტს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღესდღეობით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე პორტია.


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: