ბელგიის ადმინისტრაციული დაყოფა
ბელგიის ადმინისტრაციული დაყოფა — ბელგია წარმოადგენს ფედერალურ სახელმწიფოს, რომელიც იყოფა სამ რეგიონად, რომლებიც ფედერაციის სუბიექტებს წარმოადგენენ და ასევე სამ ენობრივ გაერთიანებად. ბელგიის კონსტიტუციის მიედვით არ არსებობს იერარქია ფედერალურ, რეგიონულ და ენობრივ გაერთიანების ხელისუფლებებს შორის, თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი კომპეტენციები. რეგიონები განაგებენ მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს (საცხოვრისი, სოფლის მეურნეობა, ურბანული დაგეგმვა), ხოლო ენობრივი გაერთიანებები ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებს (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა). ფლამანდიური ენობრივი გაერთიანების მმართველობა შერწყმულია ფლანდრიის რეგიონის მმართველობასთან, რეგიონსა და ენობრივ გაერთიანებას გააჩნიათ ერთი პარლამენტი და ერთი მთავრობა.
გარდა ამისა ბელგია იყოფა პროვინციებად (ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე დონე) და თემებად (თვითმმართველობის პირველი დონე)
ფედერალური სუბიექტები
რედაქტირებარეგიონები
რედაქტირებარეგიონის საკანონმდებლო ორგანოა რეგიონული პარლამენტი, რომელიც აირჩევა პირდაპირი არჩევნებით 5 წლის ვადით. პარლმენტი ირჩევს რეგიონის მინისტრებს, მათ შორის, მინისტრ-პრეზიდენტს ასევე 5 წლის ვადით. რეგიონის უფლებამოსილებებში შედის სივრცითი დაგეგმვა, საცხოვრისი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, დასაქმება, ვაჭრობა, სამეცნიერო კვლევები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.
რეგიონი | ფლამანდიის რეგიონი | ვალონიის რეგიონი | ბრიუსელი |
ნიდერლანდური სახელწოდება |
Vlaams Gewest | Waals Gewest | Brussels Hoofdstedelijk Gewest |
ფრანგული სახელწოდება |
Région flamande | Région wallonne | Région de Bruxelles-Capitale |
გერმანული სახელწოდება |
Flämische Region | Wallonische Region | Region Brüssel-Hauptstad) |
მდებარეობა | |||
დროშა | |||
დედაქალაქი | ბრიუსელი | ნამიური | ბრიუსელი |
Код ISO | VLG | WAL | BRU |
ფართობი | 13 522 კმ² (ბელგიის 44,29 %) |
16 844 კმ² (ბელგიის 55,18 %) |
161 კმ² (ბელგიის 0,53 %) |
პროვინციები | ანტვერპენი აღმოსავლეთი ფლანდრია დასავლეთი ფლანდრია ლიმბურგი ფლამანდიის ბრაბანტი |
ენო ვალონიის ბრაბანტი ნამიური ლიეჟი ლუქსემბურგი |
არ გააჩნია |
თემები | 285 | 261 | 19 |
მოსახლეობა (2006 წ.) |
6 821 770 (ბელგიის 58 %) |
3 692 283 (ბელგიის 31,4 %) |
1 249 597 (ბელგიის 10,6 %) |
სიმჭიდროვე | 500 კაცი/კმ² | 220 კაცი/კმ² | 7,700 კაცი/კმ² |
ვებსაიტი | www.flanders.be | www.wallonie.be დაარქივებული 2006-08-20 საიტზე Wayback Machine. | www.brussels.irisnet.be დაარქივებული 2006-07-05 საიტზე Wayback Machine. |
ენობრივი გაერთიანებები
რედაქტირებაფლამანდიური გაერთიანება(ყვითელი)
ფრანგული გაერთიანება (წითელი)
ორენოვანი დედაქალაქი ბრიუსელი (ყვითელ--წითელი )
გერმანული გაერთიანება(ლურჯი)
ბელგია დაყოფილია სამ ენობრივ გაერთიანებად (ფრანგ. Communauté ნიდერლ. Gemeenschap გერმ. Gemeinschaft) ფლამანდიური, ფრანგული და გერმანული. დედაქალაქი ბრიუსელი შედის ფლამანდიურ და ფრანგულ ენობრივ გაერთიანებებში.
გერმანულ და ფრანგულ ენობრივ გაერთიანებებს გააჩნია საკუთარი პარლამენტი, მინისტრები და მინისტრ-პრეზიდენტი, რომლებიც აირჩევა 5 წლის ვადით. ენობრივი გაერთიანებების უფლებამოსილებებში შედის განათლება, კულტურა, სოციალური დაცვა, ტურიზმი, სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა.
თვითმმართველობის სუბიექტები
რედაქტირებაპროვინციები
რედაქტირებაბელგია იყოფა 10 პროვინციად. 5 პროვინცია შედის ფლანდრიაში, 5 კი ვალონიაში. ბრიუსელის რეგიონს პროვინციები არ გააჩნია. მოსახლეობით ყველაზე პატარაა ლუქსემბურგი (295 ათასი), ყველაზე დიდი კი ანტვერპენის პროვინცია (1,9 მლნ). პროვინციების საკრებულოები აირჩევა პირდაპირი არჩევნებით პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემით 6 წლის ვადით. პროვინციას გააჩნია საკუთარი მთავრობა და გუბერნატორი, რომელიც ინიშნება ფედერალური მთავრობის მიერ. პროვინციების უფლებამოსილებებში შედის კულტურის დაწესებულებების განვითარება, სოციალური დაცვა, გარემოს დაცვა, ეკონომიკის განვითარება, ტრანსპორტი და საცხოვრისი.
თემები
რედაქტირებათემი (ნიდერლ. gemeente ფრანგ. commune გერმ. Gemeinde) წარმოადგენს ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ქვედა დონეს. სულ ბელგიაში 565 თემია. თემის საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 6 წლით. მერია შედგება მერის, ოლდერმენისა და სოციალური დაცვის საჯარო ცენტრის თავმჯდომარისაგან. სოციალური დაცვის საჯარო ცენტრი ცალკე ორგანოა, რომელიც ყველა თემში არსებობს. მერი არის როგორც მერიის, ასევე საკრებულოს პირველი პირი. ბრიუსელსა და ფლანდრიაში მას საკრებულოს რეკომენდაციით ნიშნავს რეგიონის მთავრობა, ვალონიაში მას ირჩევენ პირდაპირი წესით, თუმცა მტკიცდება რეგიონული მთავრობის მიერ. მერი, გარდა მერიისა, არის მუნიციპალური პოლიციის უფროსიც.
თემის უფლებამოსილებებში შედის საჯარო რეგისტრაციები, მართლწესრიგის დაცვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, გზები და საგზაო მოძრაობა, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, სოციალური დაცვა, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, დასაქმება, განათლება, ადგილობრივი გადასახდები.