კარლ-ჰაინც რუმენიგე
კარლ-ჰაინც „კალე“ რუმენიგე (გერმ. Karl-Heinz "Kalle" Rummenigge; დ. 25 სექტემბერი, 1955, ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ) — გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო ფუნქციონერი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. 1980 და 1981 წლებში ჟურნალმა France Football-მა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 42-ე ადგილზე დასახელდა.[1][2]
| |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კარლ-ჰაინც რუმენიგე | ||
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1955 | ||
დაბადების ადგილი |
ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1963–1974 | ბორუსია ლიპშტადტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1974–1984 | ბაიერნი | 310 | (162) |
1984–1987 | ინტერი | 64 | (24) |
1987–1989 | სერვეტი | 50 | (34) |
სულ | 424 | (220) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1976–1986 | გფრ | 95 | (45) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებასხვადასხვა დროს იცავდა მიუნხენის „ბაიერნის“, მილანის „ინტერისა“ და ჟენევის „სერვეტის“ ღირსებას.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებასამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, აქედან ორგზის (1982 და 1986) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ორივეჯერ იყო ნაკრების კაპიტანი). 1979 წელს ნათამაშები აქვს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც 2 გოლი გაიტანა.
ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
გფრ | 1976 | 2 | 0 |
1977 | 6 | 1 | |
1978 | 12 | 4 | |
1979 | 8 | 5 | |
1980 | 10 | 4 | |
1981 | 11 | 9 | |
1982 | 13 | 9 | |
1983 | 10 | 8 | |
1984 | 8 | 1 | |
1985 | 6 | 3 | |
1986 | 9 | 1 | |
სულ[3] | 95 | 45 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
რედაქტირებაკარლ-ჰაინც რუმენიგემ მსოფლიო ჩემპიონატების 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან 10 შეხვედრაში კაპიტნის რანგში) და 9 ბურთი გაიტანა.[4]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1978 | არგენტინა | 11 | თავდამსხმელი | 5 | 3 | 1 | 3 | 1 | |
1982 | ესპანეთი | 11 | თავდამსხმელი | 7 | 5 | 3 | 2 | 2 | |
1986 | მექსიკა | 11 | თავდამსხმელი | 7 | 1 | 3 | 2 | 2 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბუნდესლიგა: 1979–80, 1980–81[5][6]
- გერმანიის თასი: 1981–82, 1983–84
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1974–75, 1975–76
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1976
სანაკრებო
რედაქტირება- ევროპის ჩემპიონატი: 1980
- მსოფლიო ჩემპიონატი ვიცე-ჩემპიონი: 1982, 1986
ინდივიდუალური
რედაქტირება- ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი Kicker-ის ვერსიით: 1977–78, 1978–79, 1979–80, 1980–81, 1981–82, 1982–83, 1983–84, 1991–92
- ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1979–80,[7] 1980–81,[8] 1983–84[9]
- წლის გოლის ავტორი (გფრ): 1980, 1981
- გერმანიის წლის ფეხბურთელი: 1980
- ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1980
- ოქროს ბურთი: 1980, 1981
- Onze d'Or: 1980, 1981
- Bravo Otto: 1980, 1981, 1982, 1983, 1984
- ევროპის ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1980–81
- მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის ბუცი: 1982
- მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს ბურთი: 1982 [10]
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1982 [10]
- გერმანიის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1981–82
- შვეიცარიის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 1988–89
- შვეიცარიის სუპერლიგის საუკეთესო ლეგიონერი: 1988–89
- FIFA 100: 2004
- ბაიერნის ყველა დროის XI
- Golden Foot: 2009 (ნომინაციაში „ფეხბურთის ლეგენდები“)
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანჯიკიძე, გურამ., ფორცა, იტალია!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაAFS · BDFA · BDFutbol eu-football.info · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt (player) · Transfermarkt (manager) · WorldFootball.net |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Karl-Heinz Rummenigge: A Bayern Munich and Germany legend on and off the pitch. Bundesliga.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Mamrud, Roberto. (6 სექტემბერი, 2018) Karl-Heinz Rummenigge – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Karl-Heinz Rummenigge in the World Cups. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Bundesliga 1979/80. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Bundesliga 1980/81. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Bundesliga Statistiken 1979/80. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Bundesliga Statistiken 1980/81. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ Bundesliga Statistiken 1983/84. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
- ↑ 10.0 10.1 1982 Soccer World Cup Awards. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021