მაკარიოს III
მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III (ბერძ. Αρχιεπίσκοπος Μακάριος Γ', ერისკაცობაში — მიხაილ ქრისტოდულოს მუსკოსი ბერძ. Μιχαήλ Χριστοδούλου Μούσκος; დ. 13 აგვისტო 1913, პანაია, ქალაქ პაფოსის მახლობლად — გ. 3 აგვისტო 1977, ნიქოზია) — კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური (1950-1977 წწ.), კვიპროსის პრეზიდენტი 1960-1977 წწ.).
მაკარიოს III | |
კვიპროსის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 აგვისტო, 1960 – 15 ივლისი, 1974 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ნიკოს სამპსონი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 დეკემბერი, 1974 – 3 აგვისტო, 1977 | |
წინამორბედი | გლაფკოს კლირიდისი |
მემკვიდრე | სპიროს კიპრიანუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 დეკემბერი, 1950 – 3 აგვისტო, 1977 | |
წინამორბედი | მაკარიოს II |
მემკვიდრე | ქრიზოსტომოს I |
დაბადებული | 13 აგვისტო, 1913 პაფოსი |
გარდაცვლილი | 3 აგვისტო, 1977 ნიქოზია, კვიპროსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1913 წლის 13 აგვისტოს სოფელ ანოში, ქრისტოდულოს მუსკოსისა და ელენა აფანასიუს ოჯახში. 13 წლის ასაკში გახდა კიკოსის მონასტრის გიმნაზიის მსმენელი. 1936 წელს კიკოსის ბერძნული სკოლის რექტორად დაინიშნა.
საღვთისმეტყველო განათლება მიიღო ნიქოზიასა და ათენში.
1938 წლიდან დიაკვანია. 1938-1946 წლებში ათენში სწავლობს ღვთისმეტყველებას. 1946 წლიდან არქიმანდრიტია წმნდა ირინეს ეკლესიაში. 1950 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსად. 1959 წელს პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. 1974 წლის 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს, თუმცა თანამდებობას დაუბრუნდა ამავე წლის 7 დეკემბერს და ქვეყნის სათავეში იდგა გარდაცვალებამდე, 1977 წლის 3 აგვისტომდე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 370.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Text of Makarios III’s famous interview დაარქივებული 2006-08-31 საიტზე Wayback Machine.
- A series of stories from the BBC relating to Makarios
- Your Beatitude, Mr President - interviewing Makarios 1964.
- The Makarios Legacy in Kenya