სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პაფოსი.

პაფოსი (ბერძ. Πάφος, თურქ. Baf) — ქალაქი კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ქალაქი
პაფოსი
Πάφος

ქალაქის ხედი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°46′00″ ჩ. გ. 32°25′00″ ა. გ. / 34.76667° ჩ. გ. 32.41667° ა. გ. / 34.76667; 32.41667
მერი სავას ვარგასი
დაარსდა ძვ. წ. 300
ფართობი 400 კმ²
ცენტრის სიმაღლე 72±1 მეტრი
მოსახლეობა 47,000 კაცი (2001)
აგლომერაცია 66000
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 26
საფოსტო ინდექსი 6010
ოფიციალური საიტი pafos.org.cy
პაფოსი (ქალაქი) — კვიპროსი
პაფოსი (ქალაქი)
პაფოსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 34°46′00″ ჩ. გ. 32°25′00″ ა. გ. / 34.76667° ჩ. გ. 32.41667° ა. გ. / 34.76667; 32.41667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 79
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 79
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქი იყოფა ორ ნაწილად კატო პაფოსი (ქვემო პაფოსი) და პანო პაფოსი (ზემო პაფოსი). ზემო ქალაქს ეწოდება კტიმა, სადაც მდებარეობს ქალაქის ცენტრი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული ნაგებობები. ქვემო ქალაქში კი მდებარეობს ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი, სასტუმროები, საიუველირო მაღაზიები, ბარები და რესტორნები.

გადმოცემის თანახმად ქალაქი წარმოადგენს ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ქალღმერთის აფროდიტეს სამშობლოს. აქ შემორჩენილია რომაული პერიოდის ნანგრევები. 1980 წლიდან, ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

მითოლოგია

რედაქტირება

ბერძნული მითოლოგიის თანახმად ქალაქის ლაჟვარდოვან სანაპიროსთან ახლოს დაიბადა, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე, რომელიც წარმოიშვა ზღვის ქაფიდან. უმეტესობა ადგილებისა ქალაქში დაკავშირებულია ქალღმერთის სახელთან, აქედან ყველაზე ცნობილია აფროდიტეს კლდე და აფროდიტეს ტაძარი.

პაფოსში არის ტიპური ხმელთაშუაზღვიური კლიმატი, ნალექების დიდი რაოდენობით, რომელიც მოდის ნოემბრიდან მარტამდე. ზაფხულში პრაქტიკულად არ წვიმს. ტენიანობამ შეიძლება ავიდეს 85%-მდე.

თოვლი არის იშვიათი, დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ.

მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 35 ° C.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: