აფროდიტე
აფროდიტე (ძვ. ბერძნ. Ἀφροδίτη) — სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან — მისი ერთ-ერთი ეპითეტი „კიპრიდა“). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).
აფროდიტე | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | ვენერა და Astarte |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | სიყვარული და სილამაზე |
მამა: | ზევსი[1] და ურანოსი |
დედა: | დიონე[2] |
მეუღლე: | ჰეფესტოსი |
შვილები: | Anteros, Deimos, ეროსი, Phobos, ჰარმონია, Himeros, ჰერმაფროდიტი, Hymen, Priapus, Rhodos, Eryx, Tyche, პეითო, ენეასი, Polycaon, Golgos, Adrestia, ქარიტები და Lyrus |
გამოსახულებები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 28.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აფროდიტე“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Pseudo-Apollodorus
- ↑ 2.0 2.1 Диона // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. Xа. — С. 755.