სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეროსი.

ეროსი (ძვ. ბერძნ. Έρως) — ძველი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება. იგი სამყაროს საწყისად მიაჩნდათ. ითვლებოდა ბუნების სტიქიური, შემოქმედებითი ძალების ღვთაებად. ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანოსი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი და უღრან, დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.

ეროსი (მითოლოგია)


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სხვა კულტურებში: კუპიდონი და Turnu
სქესი: მამრობითი[1]
მამა: Porus, არესი, ზეფიროსი, ეთერი, ქაოსი და ერებოსი
დედა: Penia, აფროდიტე[2] [1] , Iris, ერისი და ნიქსი[3]
და-ძმა: Anteros[2] , Himeros[2] , Pothos, ნიქსი, გეა და ერებოსი
მეუღლე:
შვილები: Voluptas და Hedone
გამოსახულებები
ეროსი, პომპეუსის მარმარილო, ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმი

ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამურს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido — გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.

ცნობილია ლისიპეს ეროსის ქანდაკება. ეროსის სახე ხშირადაა კორეჯოს, ტიციანის და რუბენსის შემოქმედებაში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება