ქაოსი
ქაოსი (ძვ. ბერძნ. χάος [chaos] < χαίνω [chaino] — „ვიხლიჩები“, „ამოვანთხევ“) — ჰესიოდეს „თეოგონიაში“, უძველესი, უკიდეგანო და უნაპირო სამყაროს პირველი უფორმო სახე, ყოველგვარი სიცოცხლის პირქუში საწყისი. მისგან წარმოიშვა გეა, ტარტაროსი და ეროსი, ერებოსი (წყვდიადი) და ღამე. ღამემ და წყვდიადმა შვეს ეთერი და ჰემერა (დღე), მოგვიანებით ფილოსოფოსების მოძღვრებაში ქაოსს სხვა შინაარსობრივი დატვირთვა მიეცა, კერძოდ, მასში გულისხმობდნენ მოუწესრიგებელ მასას, რისგანაც შემდგომ სამყარო წარმოიშვა. ორფიკული მოძღვრებით, ქაოსი მარადიული დროის (ქრონოსის) ძეა. სხვა ძველი ფილოსოფოსების აზრით კი, ქაოსი პირველსაწყისი წყვდიადიდან წარმოიშვა. ცნობისმოყვარე გონების ამ ცდებმა — ჩაწვდეს არსთა სიღრმეს — პლატონის ფილოსოფიაში თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა. გადატანითი მნიშვნელობით, უწესრიგობა, არევდარევა.
ქაოსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია და ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მამრობითი |
შვილები: | გეა, ეროსი, ტარტაროსი, ერებოსი, ნიქსი და ურანოსი |
გამოსახულებები |
„უზარმაზარი სიცარიელე“, „უფსკრული“, „წყვდიადი“ – ძვ. ბერძნ. χαίνω, ნიშნავს „გახსნას“, „ფართოდ გაღებულს“. პირველად აღწერილი ჰესიოდეს „თეოგონიაში“ (ძვ. წ. 700) – მსოფლიოს თავდაპირველი მდგომარეობის პერსონიფიკაცია მოწესრიგებული სამყაროს გაჩენამდე. უწინარესად იშვა ქაოსი. შემდეგ გაჩნდნენ მკერდგანიერი გეა (დედამიწა), მარად მტკიცე საყრდენი ყველა უკვდავის, რომელთაც დათოვლილი ოლომპოსის მწვერვალზე დაუვანიათ, ფართოგზებიანი მიწის წიაღში ჩაძირული პირქუში ტარტაროსი (უფსკრული) და ეროსი (სიყვარული), ვინც ულამაზესია ღმერთთა შორის, ღონისმიმხდელი და ყველა ცისიერისა თუ მიწიერის გონებას და გონივრულ ნებას გულს უმორჩილებს. ქაოსისგან იშვა ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ღამე წკვარამი). ნიქსი ტრფობით შეერთო ერებოსს და დაბადა ეთერი (მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე) და ჰემერა (დღე)[1].
გენეალოგია[2][3]
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 455.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰესიოდეს თეოგონია, გვერდი 4
- ↑ Hesiod, Theogony 132–138, 337–411, 453–520, 901–906, 915–920; Caldwell, pp. 8–11, tables 11–14.
- ↑ ჰესიოდე „თეოგონია“
- ↑ კოიოსი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ ლეტო. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ One of the Oceanid daughters of Oceanus and Tethys, at Hesiod, Theogony 351. However, according to Apollodorus, 1.2.3, a different Oceanid, Asia was the mother, by Iapetus, of Atlas, Menoetius, Prometheus, and Epimetheus.
- ↑ Although usually, as here, the daughter of Hyperion and Theia, in the Homeric Hymn to Hermes (4), 99–100, Selene is instead made the daughter of Pallas the son of Megamedes.
- ↑ According to Plato, Critias, 113d–114a, Atlas was the son of Poseidon and the mortal Cleito.
- ↑ In Aeschylus, Prometheus Bound 18, 211, 873 (Sommerstein, pp. 444–445 n. 2, 446–447 n. 24, 538–539 n. 113) Prometheus is made to be the son of Themis.
- ↑ მნემოსინე. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ ჰორები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ Although, at Hesiod, Theogony 217, the Moirai are said to be the daughters of Nyx (Night).
- ↑ მუზები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.