ტარტაროსი ან ტარტაროზი (ძვ. ბერძნ. Τάρταρος [tartaros] — „ქვესკნელი“, „ქვესკნელის სამეფო“) — ძელ ბერძნულ მითოლოგიაში ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი. ჰესიოდეს მიხედვით, მესამე კოსმოგონიური პრინციპი (გეა-ეროსი-ტარტაროსი). უმძმეს ცოდვათა დასასჯელი: სამმაგი მწუხრით, პოსეიდონის ნაჭედი სპილენძის კედლითა და ცეცხლის მდინარით (პირიფლეგეთონტით) გარემოცული საიქიო. ჰომეროსთან ტარტაროსი იმდენადვეა დაშორებული დედამიწიდან, რამდენადაც ზეცა, და სიკვდილივით ბნელია. ტარტაროსი ჰადესის ქვედა სკნელია, სადაც ურანოსმა მიაჯაჭვა ციკლოპები და ასხელა გოლიათები (ჰეკატონხეირები), რომლებიც შემდეგ გეას რჩევით ზევსმა ახსნა და მცველებად მიუჩინა ტარტაროსში ჩაყრილ ძლეულ ტიტანებს.

ტარტაროსი
Nekyia Staatliche Antikensammlungen 1494 n2.jpg

მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სხვა კულტურებში: Tartarus
სქესი: მამრობითი
და-ძმა: ნიქსი
მეუღლე: გეა
შვილები: Typhon, ტელქინები, Colophómvs, Corydon, ექიდნე, Effra, Emphytus და Enceladus
გამოსახულებები

ქრისტიანულ რელიგიურ წარმოდგენაში ტარტაროსს ცვლის ჯოჯოხეთი, ჰადესს კი საიქიო. საიქიოში ყველა მიდის, ჯოჯოხეთში კი დიდი დამნაშავეები ხვდებიან. ტარტაროზი ხშირად ბოროტ არსებადაა მიჩნეული, იგი ეშმაკების მეთაური და წინამძღოლია.

ლიტერატურარედაქტირება

  • გაფრინდაშვილი ნ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1972, გვ. 284
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: