ექიდნე
ექიდნე (ბერძ. Ἔχιδνα; გველი, ბოროტი ქალი) — გველქალა, ტარტაროსის და გეას ნაშიერი, ჰიდრას და ქიმერას დედა, ნახევრად ქალწული, ნახევრად გველეშაპი, მტაცებელი და შემაძრწუნებელი არსება, ჰესიოდეს მიხედვით ქრიზაორისა და კალიროეს ნაშობი. ტიფონთან ცხოვრობდა კილიკიის გამოქვაბულში, ჰადესში ან სკითიის ველურ მხარეში და მრავალი ურჩხული შვა: ლერნეს ჰიდრა, ჰადესის ძაღლი ცერბერი, გერიონის ძაღლი ორთროსი, ქიმერქა, სფინქსი, ნემეის ლომი, სკილა, კრომიონის ღორი და სხვა უწმინდურები. გვიანდელ იმითი, რომლის მიხედვითაც ამ ურჩხულ-ქალს ჰერაკლესაგან ჰყავდა შვილები და ერთმა სახელიც კი მიაკუთვნა სკვითიას, სრულიად ხელოვნური ვერსია ჩანს. მძინარე ექიდნას თავს დაესხა არგოს პანოპტესი — ასთვალიანი არგუსი და მოკლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983