კრომიონის ღორი
კრომიონის ღორი, სხვაგვარად ფეა (მისი გამზრდელი დედაბრის სახელი) — ექიდნეს და ტიფონის ნაშიერი, საშინელი მტაცებელი მხეცი, ერიმანთის ტახისებური, მოკლა თეზევსმა (მესამე გმირობა). ამ ღორს ახსენებს მხოლოდ აპოლოდორე, მაგრამ ხშირად ხატავენ ვაზებზე: თეზევსი კლავს, იქვე დგას დედაბერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983