ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰიდრა (თარგი:Lang-grc-gre, Lernaîa Hýdra, წყლის გველი) — საზარელი ურჩხული, ლერნეს ჭაობის ბინადარი, ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი; ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ.

ჰერაკლე და ჰიდრა. უფიცის გალერეა. ანტონიო დელ პოლაიოლო

აღწერილობა

რედაქტირება

საერთო ტრადიციით ცხრათავიანია, მაგრამ ჰერაკლეში ევრიპიდე მირიადთავიანს უწოდებს, თუმცა, ცოტა ქვემოთ (1118) თვითონვე ასთავიანად მიიჩნევს.

ლერნეს ჭაობის ჰიდრას ჰერაკლე შეება (მეორე გმირობა). შესახტომად გამზადებულ ქვეწარმავალს ფეხი დააჭირა. გველი შემოეტმასნა (თანაც ჭაობიდან ბუმბერაზი კიბორჩხალა ამობობღდა და გმირს ჩაეჭიდა) ჰერაკლე ჰიდრას კომბლის დარტყმებით ზედიზედ აცლიდა თავებს. მაგრამ გველს ერთ მოსხეპილ თავზე ორი ამოსდიოდა. მაშინ გმირმა მეგობარ იოლაოსს უხმო, ცეცხლის დანთება უბრძანა. იოლაოსმა ჭალას ცეცხლი წაუკიდა. მოგიზგიზე მაშხალებს აწვდიდა ჰერაკლეს, გმირი კი მოსხეპილ ადგილს მაშხალით სწვავდა. ბოლოს უკანასკნელ უკვდავ თავს კლდე დააფარა და ბრძოლა დასრულდა. ეს ჰიდრა უდიდესი იყო, თუმცა, ჰიდრა სხვაც მრავალია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰიდრა“ ვიკისაწყობში.
  •   ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ჰიდრა
  • „ჰიდრა“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 14 (11th ed.). 1911. pp. 33–34.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიდრა“-დან