ნიქსი
ნიქსი ან ნიკტი (ძვ. ბერძნ: Νύξ — ღამე; ლათ: nox) — ბერძნულ მითოლოგიაში ღამის ქალღმერთი. ჰიპნოსთან (ძილი), თანატოსთან (სიკვდილი) და ერებუსთან (სიბნელე) ერთად, სხვა გაპიროვნებულ ღვთაებათა შექმნის მომსწრე. მიუხედავად იმისა, რომ მითებში ის არც თუ ისე ხშირად გვხვდება, მისი გამორჩეული, უჩვეულო ძალისა და სიმშვენიერის, თავად ზევსსაც კი ეშინოდა. ზოგიერთი ავტორი მას ნიქტიოსაც ეძახის, რაც არ არის მართებული. ნიქსი მტკიცედაა დამკვიდრებული და სხვა სიტყვებშიც გადადის (ნიქსეია).[3]
ნიქსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | Nox |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | night |
მამა: | ქაოსი |
დედა: | Caligo |
და-ძმა: | ერებოსი, გეა, ტარტაროსი და ეროსი |
მეუღლე: | ერებოსი |
შვილები: | ნემესისი, ქარონი, ჰემერა, ერისი, ჰიპნოსი, Morpheus, თანატოსი, Momus, Apate, Geras, Lyssa, Oneiroi, Moirae, ეთერი, Keres, Philotes, Moros, Oizys, Epiphron, ჰესპერიდები, ფანტაზოსი, Atropos[1] [2] , Clotho[1] [2] , Lachesis[1] [2] , Eleos, Dolos, Hybris, Amicitia, Contentio, Dumiles, Epaphus, Euphrosyne, ეროსი და Hesperis |
გამოსახულებები |
მითოლოგია და ლიტერატურა
რედაქტირებაჰესიოდე
რედაქტირებაჰესიოდეს პოემა თეოგონიაში, ნიქსი ქაოსში დაიბადა.[4] მისი ქორწინება ერებოსთან კანონიერი არ ყოფილა, ამიტომაც შობა ავი მემკვიდრეები: შემდეგ თვითონ შობა მოროსი (უსაშველო ბედისწერა), კერესი (ნგრევა, სიკვდილი), თანატოსი (სიკვდილი), კერი და მომოსი (წერა და კიცხვა, შური და ზაკვა), ეძისი (ოიძისი) (ვაება), ნემეზიდა (რისხვა, ანგარიშწორება), აპატე (სიცრუე, ტყუილი), ფილოტესი (სიყვარულის ცდუნება), გერასი (დაღლილობა, სიბერე) და ერისი. მისი შვილები არიან აგრეთვე, ჰიპნოსი (ძილი), ონეირები (სიზმრები), ჰესპერიდები, მოირები (ბედისწერის ქალღმერთები).[5] [6] ჰესიოდე აღნიშნავს, რომ ნიქსისა და მისი შვილების, ჰიპნოსისა და თანატოსის სამყოფი ტარტაროსთანაა.[7][8] ნიქსი და ჰერერა ერთ გამოქვაბულში ცხოვრობენ, მაგრამ ერთად არასდროს გამოდიან. ჰემერა გამოქვაბულს ნიქსის მოსვლის შემდეგ ტოვებს. როცა ჰემერა ბრუნდება, ნიქსი ტოვებს სამყოფს.[9] ნიქსი ვარსკვლავებით მოჭედილი ეტლით დაქრის ცაში და დილით ისევ ქვესკნელის ჭიშკარში ჩადის.
საყურადღებოა, რომ ჰესიოდეს მიხედვით, ღამემ შვა დღე და სინათლე. ორფიკელები თვლიან, რომ ნიქსი ყოველი არსის ფუძეა. ნიქსი გეას ასულია, ერებოსის (წყვდიადის) და და ცოლი. ეს ხაზს უსვამს, რომ ბერძნები ნათელს ბენლეთიდან წარმოშობილად თვლიან, ქაოსი შობს სინათლეს და არა პირიქით.
ჰომეროსი
რედაქტირებაჰომეროსი და ტრაგიკოსები ნიქსს ბნელის, კუშტის, ღამეულის სინონიმად თვლიან. ნიქსის გავლენაზე მიანიშნებს ჰიპნოსის სიტყვები, როდესაც ის ჰერას თხოვნაზე, რომ ზევსი ჩააძინოს, პასუხობს: „ერთხელაც ჩავაძინე, ჰერაკლეს დაბადების წინ, განრისხდა და ქვესკნელში გადამტყორცნა. ნიქსს შევეფარე, ნიქსის რიდი აქვს და მომეშვა“. [10] ჰომეროსის ვერსიით, ზევსს ეშინია ნიქსის მრისხანებისა.
ხელოვნება
რედაქტირებაიმის გამო, რომ ღამის ხატვა ძალიან რთულია, ნიქსის სახე ხელოვანებს მაინც და მაინც არ იზიდავდა. მის გამოსახულებათაგან ძალიან ცოტაა შემორჩენილი. ეფესოს არტემიდას ტაძარში რეკოსის ქანდაკება იდგა. პერგამოსის ტაძრის ფასადზე ახალგაზრდა ქალღმერთი, გველებდახვეულ ჭურჭელს ისვრის. პავსინია კიფსელოსის სკივრზეც საუბრობს, რომელზეც ნიქსს ხელში შვილები — ძილი და სიკვდილი უჭირავს. ნიქსის გამოსახულება გამოიყენეს ბიზანტიაში წიგნის მოხატვისას, რენესანსის სურათებიდან აღსანიშნავია რაფაელის ნახატი (ავრორა ერეკება ღამეს). ნამდვილი ნიქსის განსახიერებაა მიქელანჯელოს მიერ შექმნილი, ლორენცო მედიჩის საფლავზე დადგმული ძეგლი (ღამე).
დროთა განმავლობაში პავსინიასისეული სიმბოლიკა კვლავ აღდგა: ნიქსს ხელში შავი და თეთრი ბავშვი უჭირავს, რომლებიც სიკეთესა და ბოროტებას, დღესა და ღამეს გამოსახავენ. ცნობილია რუბენსის ნახატი „მარია მედიჩის გაქცევა“ (1622). ანიბალე კარაჩის ნახატზე „ღამე“, ნიქსი პეიზაჟის თავზე მიფრინავს.[11]
კულტი
რედაქტირებაპავსინიასის ცნობით, ნიქსის ორაკული მეგარაში იყო. ის იმ იშვიათ ღვთაებათა შორისაა, რომელთაც კულტი არ ჰქონიათ. არესისა და თანატოსის მსგავსად, ხალხს ისიც არ უყვარდა.
უფრო ხშირად, ნიქსის კულტი სხვა კულტებში იყო შეფარული. ეფესოში არტემიდას ტაძარში იდგა ქანდაკება, რომელსაც ღამე ეწოდებოდა.[12] ასევე ცნობილია, რომ სპარტელებს ძილისა და სიკვდილის კულტი ჰქონდათ.[13]
ასტრონომია
რედაქტირება1997 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტა ვენერაზე ერთ-ერთ მთას Nyx mons უწოდა. Nyx mons ჩრდილოეთ განედის 30 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 48.5 გრადუსზე მდებარეობს. მისი დიამეტრი 875 კმ შეადგენს.
2006 წლის 21 ივნისს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა პლანეტა პლუტონის ერთ-ერთ თანამგზავს ნიქსი უწოდა. ეს სახელი ეწოდება 1980 წელს აღმოჩენილ ასტეროიდსაც (3908 Nyx).
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი, ა, მითოლოგიური ლექსიკონი, პალიტრა L, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-21-968-9.
- არისტოფანე, ჩიტები
- Gantz, Early Greek Myth: A Guide to Literary and Artistic Sources, Johns Hopkins University Press, 1996, Two volumes: ISBN 978-0-8018-5360-9 (Vol. 1), ISBN 978-0-8018-5362-3 (Vol. 2).
- Grimal, Pierre, The Dictionary of Classical Mythology, Wiley-Blackwell, 1996, ISBN 978-0-631-20102-1. "Nyx" p. 314
- ჰესიოდე. (1914)The Theogony of Hesiod. ციტირების თარიღი: 2018-03-08.
- Otto Kern ed., Orphicorum Fragmenta.
- Pausanias, Pausanias Description of Greece with an English Translation by W.H.S. Jones, Litt.D., and H.A. Ormerod, M.A., in 4 Volumes. Cambridge, MA, Harvard University Press; London, William Heinemann Ltd. 1918. Online version at the Perseus Digital Library.
- Simmons, Olympos.
- Smith, William; Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, London (1873). "Nyx"
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ჰესიოდე 217 // Θεογονία — 0700.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Любкер Ф. Μοῖρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 878–879.
- ↑ გელოვანი, ა. გვ. 492
- ↑ Hesiod.
- ↑ Hesiod, Theogony 124–125; Gantz, p. 4.
- ↑ Hesiod, Theogony 212–225; Gantz, pp. 4–5.
- ↑ Hesiod, Theogony 744–745.
- ↑ Hesiod, Theogony 758–759.
- ↑ Hesiod, Theogony 746–750.
- ↑ ჰომეროსი, ილიადა, XIC, 259
- ↑ გელოვანი, ა. გვ. 492-493
- ↑ Pausanias, 10.38.6.
- ↑ Pausanias 3.18.1.