ჰეკატონხეირები[1], ჰეკატონქეირები[2] (ძვ. ბერძნ. Εκατόγχειρες) — მიწისქვეშა ძალების განმასახიერებელი ასხელიანი და ორმოცდაათთავიანი ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით ისინი გეას და ურანოსის შვილები არიან. ტიტანებთან ომის დროს ჰეკატონხეირები ოლიმპოელებს ეხმარებოდნენ. გამარჯვების შემდეგ ჰეკატონხეირები ტარტაროსში ჩამწყვდეულ ტიტანებს დარაჯობენ.

ჰეკატონხეირები
მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
მამა: ურანოსი
დედა: გეა
გამოსახულებები

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : (3 ტომად) / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც., თბ., 2006
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 662.