ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი (ნეაპოლი)
ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი (იტალ. Museo Archeologico Nazionale di Napoli) — ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი სამხრეთ იტალიაში. დაარსდა XVIII საუკუნეში. მუზეუმში თავმოყრილია ფარნეზეს, ბორჯას და სხვა ოჯახთა კოლექციები, აგრეთვე სამხრეთ იტალიაში (ძირითადად პომპეიში და ჰერკულანუმში) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძეგლები, ქანდაკების (უმთავრესად რომის), ფერწერის (ფრესკები, მოზაიკები), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექციები.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 202.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი