ჰარმონია (მითოლოგია)
ჰარმონია (ბერძნ. ἁρμονία – თანაზომიერება, თანხმობა) — ჰარმონიის, ერთსულოვნებისა და თანაზომიერების უკვდავი ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. შეესატყვისება რომაული კონკორდია. ერთი გადმოცემის თანახმად, ის არესისა და აფროდიტეს ქალიშვილია, სხვა გადმოცემის მიხედვით კი წარმოშობით სამოთრაკიდან არის და ზევსისა და ელექტრას სიყვარულის ნაყოფად გვევლინება. ჰარმონია კადმუსის მეუღლეა, ვისგანაც მას მრავალი შვილი შეეძინა. მათ შორისაა: ინო, პოლიდორუსი, აგავე და სემელე. მათი ყველაზე ახალგაზრდა შვილია ილირიუსი.