სამოთრაკი

კუნძული საბერძნეთში

სამოთრაკი, სამოთრაკია (ბერძ. Σαμοθράκη) — კუნძული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ეკუთვნის საბერძნეთს. კუნძულის ფართობია 178 კმ², სიმაღლე კი 1 611 -მდე. აგებულია გნაისებით, ამფიბოლიტებითა და მარმარილოებით. კუნძულზე არის მინერალური წყაროები. სამოთრაკიაზე გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობა, გვხვდება მუხის კორომები. მცხოვრებლები აშენებენ ზეთისხილს, აშენებენ თხებს, მისდევენ მეთევზეობას. კუნძულის უმსხვილესი დასახლებული პუნქტია სამოთრაკი.

სამოთრაკი
მშობ. სახელი: Σαμοθράκη

სამოთრაკის ხედი
გეოგრაფია
კოორდინატები 40°29′ ჩ. გ. 25°31′ ა. გ. / 40.483° ჩ. გ. 25.517° ა. გ. / 40.483; 25.517
ფართობი 178 კმ²
უმაღლესი წერტილი 1 611 მ
მდებარეობა
ადმინისტრაციული პერიფერია აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია
დემოგრაფია
მოსახლეობა 2 859[1] (2011)
ოფიციალური საიტი www.samothraki.gr

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: