ჰერმაფროდიტიჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, ქალკაცა, ორსქესა არსება. იდელმა ნიმფებმა გაზარდეს, ნაიადებმა. სალკამიდის წყაროს ნიმფამ ნახა მობანავე და შეიყვარა, კარიაში ჩასული ყმაწვილკაცი, ჰერმაფროდიტმა გააწბილა, არ გაიკარა. უარყოფილმა ნიმფამ ცას მიმართა: „შეგვაერთეო სამუდამოდ“. ღმერთებმა სურვილი შეუსრულეს, სამარადისოდ შეახორცეს ორი სხეული. აქედან ეწოდა ორსქესა არსებას ჰერმაფროდიტი.

მაბიუზი. სალმაკიდა და ჰერმაფროდიტე. დაახლ. 1516

ნიმფა ძალით ეტმასნება ჰერმესის (მერკურის) და აფროდიტეს (ვენერას) მშვენიერ ვაჟს ატლანტიადეს, რომელიც ტალღებში გაურბის (შეადარეთ ნარცისი და ექო), თან ღმერთებს შესთხოვს ნუ დაგვაშორებთო. ასე შეეზარდა ერთი-მეორეს ორი სხეული. მას შემდეგ სალმაკისში მობანავე ყოველი კაცი ორსქესად იქცევა.

ვარიაციები

რედაქტირება

ასე იხსნება ტყუპის გაჩენა (პირველი ცნობა თეოფრასტესი). ბევრი ხალხის მითში ცნობილია ორსქესა არსება: იმირი (გერმანული მითოლოგია), დიანი — დიანა, ლიბერი — ლიბერა, იანუსი—იანა, დიუსი — დია, ვოლუმნი—ვოლუმნა, პალესი (რომაული მითოლოგია), აგნიაგნაი, იამაიამი, ინდრაინდრონი (ვედა) და….

ხელოვნებაში

რედაქტირება

რომში ინახება პოლიკლეტეს ჰერმაფროდიტის ასლი (1-2 ს.)

თერმების მუზეუმში მწოლარე ჰერმაფროდიტის; აგრეთვე ბერლინის მუზეუმში - ხელაღმართული ტიტველი ფიგურა. ცნობილია ბაროკოს მხატვართა, ალბანის, შპრანგერის და სხვათა სურათები (ორსქესოვნობას მხატვრები თავს არიდებენ).

უფრო ფანტაზიის თამაშის ნაყოფია, ვიდრე ბიოლოგიური სიმბოლო ჰერმაფროდიტიზმისა. ოვიდიუსის მეტამორფოზებში 4, 285. ვარაუდობენ, რომ სახე შექმნილია აღმოსავლური ზეგავლენითაც. ატიკაში სამლოცველოც ჰქონდა ძვ. წ. VI საუკუნეში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: