სილამაზე
სილამაზე — ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. დამკვირვებელი ობიექტის მიმართ განიცდის ესთეტიკურ ტკბობას. სილამაზე წარმოადგენს კულტურის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მისი აბსოლუტური ხარისხია შესანიშნაობა. ამასთან ერთად, სილამაზე არის ზოგადი და ნაირგვარი გაგება, ხშირ შემთხვევაში ეკლექტიკური.
ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას.[1] არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
რომანტიზმის პერიოდში ედმუნდ ბერკმა მიუთითა განსხვავებისაკენ სილამაზესა და მის კლასიკურ მნიშვნელობასთან, განდიდებასთან. სილამაზის პოსტმოდერნიზმის უარყოფის შემდეგ, როჯერ სკრუტონი[2] და ფრედერიკ ტერნერი[3][4][5] დაუბრუნდნენ სილამაზეს როგორც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. ამერიკელმა ფილოსოფოსმა გაი სირსელომ შემოგვთავაზა სილამაზის ახალი თეორია როგორც დადასტურება სილამაზის სტატუსისა და მნიშვნელობისა ფილოსოფიის ადგილში.[6][7] ელეინ სკარი აგრეთვე ამტკიცებს, რომ სილამაზე დაკავშირებულია სამართლიანობასთან.[8]
ფიზიკური სილამაზის გარდა საზოგადოებრივ კულტურაში ჩამოყალიბდა გაგება სულიერ სილამაზეზე. აღნიშნული კატეგორია მიესადაგება ყველა ადამიანს სქესისა და ასაკის განურჩევლად და განსაზღვრავს სიბრძნესთან მიმართებას, პატიოსნებას, სტაბილურობას, ადამიანის წესიერებას. ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ზოგადად ახალგაზრდა ადამიანებისთვის აღნიშნულ გაგებაში ჩართულია აგრეთვე ისეთი დახასიათება როგორიც არის უმანკოება, უბიწოება და სხვა.
ზოგადად სიტყვახმარებაში სილამაზე არაერთმნიშვნელოვანია. მაგალითად, არსებობს სილამაზე, რომელიც მიმართულია ბუნების რომელიმე ობიექტის, ადამიანის (ხშირად ქალის) და სხვ. მიმართ.
სილამაზეს აქვს საპიროსპირო გაგება სიმახინჯე — ადამიანის საკუთრება ან საგანია, რომლის გამომეტყველება არასასიამოვნოა და შედეგად შეფასების თვალსაზრისით საწინააღმდეგო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სილამაზე“ ვიკისაწყობში.
- სილამაზე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- სილამაზე – აღწერა (რუსული)
- ესთეტიკა – ვ. ბიჩკოვი (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Phaedrus
- ↑ Beauty: A Very Short Introduction (Very Short Introductions)
- ↑ Beauty: The Value of Values
- ↑ The Culture of Hope
- ↑ Rebirth of Value: Meditations on Beauty, Ecology, Religion, and Education
- ↑ A New Theory of Beauty. Princeton Essays on the Arts, 1. Princeton, NJ: Princeton University Press, 1975.
- ↑ Love and Beauty. Princeton, NJ: Princeton University Press, 1989.
- ↑ On Beauty and Being Just