გლაფკოს კლირიდისი
გლაფკოს კლირიდისი (ბერძ. Γλαύκος Ιωάννου Κληρίδης; დ. 24 აპრილი, 1919, ნიქოზია, კვიპროსი — გ. 15 ნოემბერი, 2013, იქვე) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის ორგზის პრეზიდენტი: 1974 და 1993-2003 წლებში.
გლაფკოს კლირიდისი | |
კვიპროსის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ივლისი, 1974 – 7 დეკემბერი, 1974 | |
წინამორბედი | ნიკოს სამპსონი |
მემკვიდრე | მაკარიოს III |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 თებერვალი, 1993 – 28 თებერვალი, 2003 | |
წინამორბედი | გეორგიოს ვასილიუ |
მემკვიდრე | ტასოს პაპადოპულოსი |
კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1960 – 22 ივლისი, 1976 | |
პრეზიდენტი | მაკარიოს III |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ტასოს პაპადოპულოსი |
დაბადებული | 24 აპრილი, 1919 ნიქოზია |
გარდაცვლილი | 15 ნოემბერი, 2013 (94 წლის) ნიქოზია, კვიპროსი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1919 წელს იურისტ იოანის კლირიდისის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში მფრინავად. 1942-1945 წლებში იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. ომის შემდეგ გახდა კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაციის წევრი. 1959 წელს კვიპროსის გარდამავალი მთავრობის იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 1960 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. 1974 წელს ნიკოს სამპსონის დამხობის შემდეგ გახდა ქვეყნის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი. მაკარიოს III-ის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეა 1976 წლამდე. ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატია 1978, 1983, 1988, 1993, 1998 და 2003 წლებში. ქვეყნის პრეზიდენტად აირჩეს 1993 წელს, ხელმეორედ აირჩიეს 1998 წელს, ხოლო 2003 წელს დამარცხდა ტასოს პაპადოპულოსთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გლაფკოს კლირიდისის ბიოგრაფია დაარქივებული 2014-07-30 საიტზე Wayback Machine.