ტასოს პაპადოპულოსი
ტასოს ნიკოლაუ პაპადოპულოსი (ბერძ. Τάσσος Νικολάου Παπαδόπουλος; დ. 7 იანვარი, 1934, ნიქოზია — გ. 12 დეკემბერი, 2008, ნიქოზია) — კვიპროსელი პოლიტიკოსი, ქვეყნის პრეზიდენტი 2003-2008 წლებში.
ტასოს პაპადოპულოსი | |
კვიპროსის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 თებერვალი, 2003 – 28 თებერვალი, 2008 | |
წინამორბედი | გლაფკოს კლირიდისი |
მემკვიდრე | დიმიტრის ქრისტოფიასი |
დაბადებული | 7 იანვარი, 1934 ნიქოზია |
გარდაცვლილი | 12 დეკემბერი, 2008 ნიქოზია |
1950-იანი წლების ბოლოდან კვიპროსის დამოუკიდებლობის აქტივისტია. დამოუკდებლობის მიღების შემდეგ მსახურობდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. 2003 წელს აირჩიეს კვიპროსის პრეზიდენტად. 2004 წელს პრეზიდენტი პაპადოპულოსი გამოვიდა გაეროს გენრალური მდივნის კოფი ანანის მიერ შემუშავებული კონფლიქტის მოგვარების გეგმის წინააღმდეგ. ითვლება, რომ პრეზიდენტის პოზიციია გახდა ანანის გეგმის წარუმატებლობის მიზეზი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა დიმიტრის ქრისტოფიასის წინააღმდეგ ბრძოლაში.
2009 წლის 11 დეკემბერს, პრეზიდენტის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე საფლავიდან მოიპარეს მისი სხეული. 2010 წლის 8 მარტს ის ქვეყნის დედაქალაქთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე იპოვეს. დანაშაულის მოტივი დღემდე გაურკვეველია[1].