იღდირის პროვინცია

პროვინცია თურქეთში

იღდირის პროვინცია (თურქ. Iğdır ili) — პროვინცია (ილი) თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — იღდირი. მოიცავს 4 რაიონს.

ადმინისტრაციული ერთეული
იღდირის პროვინცია
თურქ. Iğdır ili
Iğdır location districts.png
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი
ადმ. ცენტრი იღდირი
შიდა დაყოფა Aralık, იღდირი, Karakoyunlu და Tuzluca
კოორდინატები 39°53′37″ ჩ. გ. 43°59′52″ ა. გ. / 39.89361° ჩ. გ. 43.99778° ა. გ. / 39.89361; 43.99778
ფართობი 3.588[1] კმ²
მოსახლეობა 197 456 (2018)[2]
სატელეფონო კოდი 476
საფოსტო ინდექსი 76000–76999
საავტომობილო კოდი 76
ოფიციალური საიტი http://www.igdir.gov.tr
იღდირის პროვინცია — თურქეთი
იღდირის პროვინცია

გეოგრაფიარედაქტირება

იღდირი არის თურქეთის ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ერთდროულად აქვს საზღვარი სამ სახელმწიფოსთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან. პროვინციას სამხრეთით ესაზღვრება აღრის და ჩრდილოეთით ყარსის პროვინციები.

მოსახლეობარედაქტირება

მოსახლეობა 179 ათ. ადამიანი (2007), აქ ცხოვრობენ თურქები, აზერბაიჯანელები, ქურთები... უდიდესი ქალაქია: იღდირი (361 ათ. ადამიანი, 2007).

ისტორიარედაქტირება

პროვინციის ტერიტორია შედიოდა სპარსეთის ვასალ ერევნის სახანოს შემადგენლობაში. 1828 წლიდან რუსეთის იმპერიის ერევნის გუბერნიის შემადგენლობაშია. 1918 წლიდან სომხეთის დამოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1920 წლის სომხეთ-თურქეთის ომის დროს დაიკავა თურქეთის არმიამ. 1921 წლიდან საბოლოოდ შევიდა თურქეთის შემადგენლობაში ყარსის, არდაჰანის და ართვინის პროვინციებთან ერთად.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი, MS Excel document – City and Village Population, Annual Growth Rate of Population, Surface Area and Population Density by Districts
  2. Population of provinces by years - 2000-2018Turkish Statistical Institute.