ლაზები
ლაზები ან ჭანები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ლაზები, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და მდინარე ჭოროხის აუზის, ისტორიული ლაზეთის, მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა.
ლაზები ლაზეფე | |
---|---|
![]() | |
საერთო მოსახლეობა | |
500.000[1][2], 1,500,000[3][4] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ლაზური, თურქული, ქართული |
რელიგიები | უმთავრესად მუსლიმი (სუნი); მცირე რაოდ. მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანი. |
ცნობილია, რომ ძველი კოლხები ანუ ლაზები ოდესღაც „თავისთავადნი“, დამოუკიდებელნი და ძლიერნი იყვნენ. შემდეგ კი ისინი დაიქსაქსნენ და დასუსტდნენ. ამის შესახებ ცნობა ანტიკურ მწერლობაშიც შენახულა[5]. და ამის საფუძველზე ახალ საისტორიო ლიტერატურაშიც განმტკიცებულა[6].
პროკოპი კესარიელი ეხება ძველ კოლხებს ანუ შემდეგი დროის ლაზებს ანუ ჭანებს და შენიშნავს, რომ „ჭანები ძველთაგანვე თავსთავადნი იყვნენ და არავის არ ემორჩილებოდნენ“[7]. ლაზებს ასე ახასიათებს ერთი ბიზანტიელი ისტორიკოსი: „ლაზები მეტად მრავალრიცხოვანი და მეომარი ხალხია და სხვა ძლიერ ხალხებსაც მბრძანებლობენ. ისინი ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზედ მეტად ქედმაღლობენ. და უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ“[8].
ვახუშტი ბატონიშვილი ლაზებს ასე ახასიათებს:
ცნობილი ლაზებირედაქტირება
- სოფო ხალვაში — მომღერალი
- ჰასან ჰელიმიში — მხატვარი
- ბიროლ თოფალიში — ლაზი მუსიკოსი და მომღერალი
- ქაზიმ ქოიუნჯუ — ლაზი მუსიკოსი
ლიტერატურარედაქტირება
- იაშვილი ვ., „გონიოს ციხის ისტორიისათვის“, კრ.: ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები აჭარაში, ბატ., 1955;
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Encyclopedia of the Orient
- ↑ ecoi.net
- ↑ geocities.com
- ↑ birgun.net
- ↑ Страбон, XI, глава II, § 18.
- ↑ Reinach. Mithridates Eupator Konig von Pontos, Leipzig, 1895, 69
- ↑ De aedificiis, III, VI, I.
- ↑ Из истории Агафия Миринейского, III, § 5. «Византийский Временник», 1950, III, стр. 312