ჰაპლოჯგუფი
ჰაპლოჯგუფი — ალელების ერთობლიობა სხვადასხვა ქრომოსომულ რეგიონში, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მიდრეკილნი არიან მემკვიდრეობით გადაცემაში.[1] ტერმინი „ჰაპლოჯგუფი“ ფართოდ გამოიყენება მოსახლეობის გენეტიკის და გენეტიკური გენეალოგიის შემსწავლელ მეცნიერებაში. აღნიშნული საკითხების შესასწავლად, გენეტიკური გენეალოგია იყენებს ადამიანის დნმ-ის სამ ტიპს — იგრეკ დნმ-ს (Y-DNA), მიტოქონდრიულ დნმ-ს (mtDNA) და აუტოსომურ დნმ-ს. საქართველოში გავრცელებულია შემდეგი ჰაპლოჯგუფები: ჰაპლოჯგუფი G2 (35,3%), ჰაპლოჯგუფი J2 (31,8%), ჰაპლოჯგუფი R1a (10,6%) და ჰაპლოჯგუფი R1b (9,1%).[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ By C. Barry Cox, Peter D. Moore, Richard Ladle. Wiley-Blackwell, 2016. ISBN 978-1-118-96858-1 p. 106. Biogeography: An Ecological and Evolutionary Approach
- ↑ Battaglia V, Fornarino S, Al-Zahery N, et al. (June 2009). "Y-chromosomal evidence of the cultural diffusion of agriculture in southeast Europe". European Journal of Human Genetics. 17 (6): 820–30.